ახალ ზელანდიაში გასამართ მსოფლიოს თასის გათამაშებაში, ჯგუფურ ეტაპზე საქართევლოს ნაკრების მეტოქის, შოტლანდიის ეროვნული გუნდის თავკაცმა ენდი რობინსონმა 40-კაციანი შემადგენლობა გააცხადა
ახალ ზელანდიაში გასამართ მსოფლიოს თასის გათამაშებაში, ჯგუფურ ეტაპზე საქართევლოს ნაკრების მეტოქის, შოტლანდიის ეროვნული გუნდის თავკაცმა ენდი რობინსონმა 40-კაციანი შემადგენლობა გააცხადა. "ნარშავები" მსოფლიო რაგბის უდიდესი ფორუმისთვის მზადებას 20 ივნისიდან შეუდგებიან. რობინსონი მათგან 30 მორაგბეს აირჩევს და "სკოტები" პირველ შეხვედრას 14 სექტემბერს ინვერქარგილში "ბორჯღალოსნების" წინააღმდეგ გამართავენ.

შოტლანდიელთა თავკაცმა გაფართოებულ შემადგენლობაში შეიყვანა ოთხი ახალბედა, რობერტ ჰარლი, რაიან გრანტი, დევიდ დენტონი და ჯეკ კათბერტი, რომლებმაც თავი "მაგნერს ლიგის" გათამაშების ბოლო ტურებში დადებითად წარმოაჩინეს.

"გუნდით კმაყოფილი ვარ. შემადგენლობა გამოცდილი და ახალგაზრდა, პერსპექტიული მორაგბეების შესანიშნავი ნაზავია. ახლა მათთვის მთავარია მსოფლიო თასის გათამაშებას სათამაშო ფორმის პიკში შეხვდნენ, რათა თვითონაც, მათი ოჯახებიც, მეგობრებიც და მთელი ქვეყანა, სექტემბერ-ოქტომბერში ამაყად თავაწეულები დადიოდნენ.

შოტლანდიის ნაკრებმა მსოფლიო თასის ყველა გათამაშებაში შეძლო მეოთხედფინალში გასვლა. ჩვენი პროგრამა მინიმუმიც ეს არის. მერე კი ვნახოთ.

მსოფლიო თასისთვის სამზადის ივნისის ბოლოსთვის დავიწყებთ. კარგად გვესმის, რომ მოთამაშეები სხვა და სხვა ფიზიკურ კონდიციეში იქნებიან. ამიტომ, თავდაპირველად თითოეულ მათგანთან ინდივიდუალრად ვიმუშავებთ." - თქვა შოტლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ენდი რობინსონმა.

შოტლანდიის ნაკრები

უკანა ხაზი: ჯო ენსბრო (ნორსჰემპთონი), მაიკ ბლერი, ბენ კაირნსი, ნიკ დე ლუკა, გრეგ ლაიდლოუ, კრის პატერსონი (ყველა-ედინბურგი), კრის კასიტერი, მაქს ევანსი, რუარიდ ჯექსონი, გრემ მორისონი (სამივე-გლაზგო), ჯეკ კათბერტი (ბასი), საიმონ დენიელი (ალსტერი), რორი ლამონტი (ტულონი), შონ ლამონტი (ჰლანეჰლი), რორი ლოუსონი (გლოსტერი), დენ პარქსი (კარდიფი), ჰუგო საუთვილი (სტად ფრანსე), ნიკი ვოლკერი (ოსფრიზი).

უკანა ხაზი: ჯონ ბარკლი, ჯონ ბითი, რეი გრანტი, რიჩი გრეი, დაგ ჰალი, რობერტ ჰარლი, ალისტერ კელოკი, ფერგიუს თომსონი, რიჩი ვერნონი, მურეი ლოუ (ყველა-გლაზგო), კელი ბრაუნი (სარასენზი), გოფ კროსი, დევიდ დენტონი, როს ფორდი, ალენ იაკობსენის, როს რენი (ყველა-ედინბურგი), ალასდაირ დიკინსონი, ჯიმი ჰემილთონი, სკოტ ლაუსონი, ალასდაირ სტროკოში (ოთხივე-გლოსტერი), ევან მურეი (ნიუკასლი), ნათან ჰაინსი (ლენსტერი).

4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა