სავარაუდო, 32-კაციანი შემადგენლობა დაასახელა საფრენგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მარკ ლივერმონმა
სავარაუდო, 32-კაციანი შემადგენლობა დაასახელა საფრენგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მარკ ლივერმონმა. "ლე ბლე" მსოფლიო თასისთვის მზადებას ივნისის ბოლოს დაიწყებს და ლივერმონმა ორი ზედმეტი მორაგბის ვინაობა 20 აგვისტოს უნდა თქვას.

საფრანგეთის ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში ვერ მოხვდენენ ისეთი ცნობილი და ძალზედ გამოცდილი მორაგბეები, როგორებიც სებასტიან შაბალი, იანიკ ჟოზიონი და კლემან პუატრენო არიან. სამაგიეროდ ლივერმონმა შანსი მისცა ორ ტრამვირებულ მორაგბეს, ტომა დომინგოს და ორელიან რუჟერის. თუ ისინი გამოჯანმრთელებას მოასწრებენ, ადვილი შესაძლებელია ახალ ზელანდიაში იახლოს.

გამოძახებულთა შორის ერთი დებიუტანტიცაა - ბასკური "ბიარიცის" მესამეხაზხელი რაფაელ ლაკაფი. განაცხადშია ასევე ქართული წარმოშობის ცხრა ნომერი დიმიტრი იაშვილი, მიუხედავად იმისა, რომ "იაში" დიდი ხანია საფრანგეთის ნაკრების წევრია, წლევანდელი მსოფლიო თასის გათამაშება მისთვის პირველი იქნება.

სებასტიან შაბალის ნაკრების მიღმა დატოვებას მიმომხილველები მის მიერ ახლახან ფრანგი მსაჯების საჯარო ლანძღვას უკავშირებენ, რასაც ლივერმონი კატეგორიულად უარყოფს.

"სებასტიანს ველაპარაკე, ავუხსენი, რომ ის ეროვნულ გუნდში სპორტული მაჩვენებლების გამო ვერ ხვდება. ექვსი ერის გათამაშებაში მას შანსი ბევრჯერ მივეცი, მაგრამ ახლა მირჩევნია, ახალ ზელანდიაში ახალგაზრდა, მზარდი მესამეხაზელები ლუი პიკამოლი და რაფაელ ლაკაფია წავიყვანო" - თქვა მარკ ლივერმონმა.

საფრანგეთის ნაკრები:

პირველი ხაზი: ვილიამ სერვა, ჟან-ბატისტ პუ (ორივე-ტულუზი), დიმიტრი სარჟევსკი (სტად ფრანსე), ფაბიენ ბარსელა, სილვენ მარკონე (ორივე-ბიარიცი), ტომასდ დომინგო (კლერმონი), , ლუკ დუკალკონი (კასტრი), ნიკოლა მასი (პერპინიანი).

მეორე ხაზი: პასკალ პაპე (სტად ფრანსე), ჟულიენ პიერი (კლერმონი), რომენ მიო-შლუსკი (ტულუზი), ლიონელ ნალე (მეტრო რასინგი).

მესამე ხაზი: ჟულიენ ბონერი (კლერმონი), იმანოლ არინორდოკი, რაფაელ ლაკაფია (ბიარიცი) ტიერი დუსოტუარი, ლუი პიკამოლი (ორივე-ტულუზი), ფულენსი უოდრაოგო (მონპელიე).

#9: მორგან პარა (კლერმონი), დიმიტრი იაშვილი (ბიარიცი)

#10: დევიდ სკრელა (ტულუზი), ფრანსუა ტრინ-დუკი (მონპელიე)

#12-13: ფაბრის ესტებანესი (ბრივი), მაქსიმ მერმოსი, დავიდ მარტი (ორივე-პერპინიანი), ორელიან რუჟერი (კლერმონი)

#11-14: ალექსის პალისონი (ბრივი), ვინსენ კლერი (ტულუზი), იოან უგე (ბაიონი), დამიენ ტრაი (ბიარიცი)

#15: მაქსიმ მედარი (ტულუზი), სედრიკ ეიმანსი (ტულუზი)

alexandre
ბატონო ბესიკ! რაგბიზე წერთ და ვალდებული ხართ სპორტის ეს სახეობა კარგად იცოდეთ. იაშვილი 2003 წლის მსოფლიოს თასზე თამაშობდა.
4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა