30 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩში "აიაქსმა" სტუმრად 1:0 მოუგო "ტოტენჰემს".

სეზონის აღმოჩენა-გუნდს, "აიაქსს" ჰოლანდიის ფეხბურთის ფედერაციამ ხელი შეუწყო იმისათვის, რათა უკეთ მომზადებულიყო, პირველობის ტური საერთოდ გადადო, რამაც "ტოტენჰემის" მენეჯერი მაურისიო პოჩეტინო გააბრაზა, რადგან მეტოქე თამაშს უფრო დასვენებული შეხვდა. "დეზებმა" პრემიერლიგის ბოლო 3 მატჩიდან მხოლოდ ერთი მოიგო და ერთადერთი გოლი გაიტანა.

უნდა აღინიშნოს, რომ მასპინძლებს წამყვანი თავდამსხმელები - კეინი და სონი ვერ დაეხმარნენ.

პოჩეტინომ ძირითად შემადგენლობაში "აიაქსის" 4 ყოფილი ფეხბურთელი დააყენა: დავინსონ სანჩესი, ტობი ალდერვეირელდი, იან ვერტონგენი და კრისტიან ერიკსენი.

მატჩი მშვიდად დაიწყო, გუნდები ფრთხილობდნენ და პირველივე სახიფათო იერიში სტუმრებმა გოლით დააგვირგვინეს - ვან დე ბეკმა ზიეშის პასი მიიღო, ლორისთან პირისპირ გაიჭრა და დუელი მოუგო. ამას ცოტა ხანში ისევ ზიეშისა და ვან დე ბეკის სახიფათო შეტევა მოჰყვა, მაგრამ ამჯერად მეკარემ გადაარჩინა თავისი გუნდი.

31-ე წუთზე ვერტონგენი ალდერვეირელს შეეჯახა, სისხლი წამოუვიდა, სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შემდეგ თამაშის გაგრძელება სცადა, ვერ შეძლო და სისოკომ შეცვალა.

ამსტერდამულმა გუნდმა პირველი ტაიმი 1:0 მოიგო, "ტოტენჰემს" კი 100%-იანი მომენტი თითქმის არ შეუქმნია.

"აიაქსმა" შესვენებამდე მოწინააღმდეგის ნახევარზე 113 ზუსტი გადაცემა გააკეთა, ხოლო "ტოტენჰემმა" - 50.

მეორე ტაიმი "ტოტენჰემმა" აქტიურად დაიწყო, მაგრამ ხეირი ვერა ნახა რა, ამსტერდამულ გუნდს კი მეორეჯერ შეეძლო დაემწუხრებინა ლორისი - ნერესმა ბურთი ძელს გაარტყა.

ბოლოს გუნდები შესამჩნევად დაიღალნენ, ტემპი დაეცა და ტენ ჰაგის გუნდმა, რომელმაც სენსაციურად გამოაგდო "რეალი" და "იუვენტუსი", ფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

საოცრებაა, "აიაქსმა" ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ზედიზედ მესამე გასვლით შეხვედრაში იმარჯვა! ეს აქამდე მხოლოდ "რეალმა" და "ბაიერნმა" მოახერხეს.

"აიაქსმა" ჩემპიონთა ლიგაზე პირველად გაიტანა ზედიზედ ცხრა გასვლით მატჩში გოლი.

მატიას დე ლიხტი ტურნირის ნახევარფინალების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა კაპიტანია - 19 წლის და 261 დღის.

"აიაქსმა" ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში 23 წლის შემდეგ პირველად შეინახა საკუთარი კარი "მშრალად".

ეს მე-18 შემთხვევაა, როდესაც სტუმარმა გუნდმა ნახევარფინალში გასვლაზე იმარჯვა და წინა შემთხვევებიდან პირველ მატჩში წაგებულებიდან მხოლოდ 1 გავიდა ფინალში - 1996 წელს "აიაქსი", რომელიც "პანათინაიკოსთან" სახლში 0:1 დამარცხდა, საბერძნეთში კი 3:0 მოიგო.

ლონდონი. "ტოტენჰემ ჰოთსპური". 60 243 მაყურებელი

ტოტენჰემი - აიაქსი 0:1

გოლი: ვან დე ბეკი (15)

ტოტენჰემი: ლორისი, სანჩესი, ალდერვეირელდი, როუზი (დევისი 79), ვერტონგენი (სისოკო 40), ლუკას მოურა, ერიკსენი, ალი, ვანიამა, ტრიპიერი (ფოიტი 79), ლორენტე

აიაქსი: ონანა, დე ლიხტი, ტალიაფიკო, ველტმანი, ბლინდი, ვან დე ბეკი, ზიეში (ჰუნტელარი 86), ტადიჩი, შენე (მაზრაუი 65), ნერესი, დე იონგი

superman
რეალის გულშემატკივარი ვარ მთელი ცხოვრებაა მაგრამ ქედს ვიხრი აიაქსის წინაშე. აბსოლუტურად დამსახურებულად არის იქ სადაც არის. უმაგრესი ბიჭები არიან და ფეხბურთი თუ გიყვარს უბრალოდ უნდა დაჯდე და ისიამოვნო მათი თამაშით. ესეთი ლამაზი ფეხბურთი დელბოსკეს რეალის და რაიკაარდის ბარსელონას მერე არ მინახავს
superman
რეალის გულშემატკივარი ვარ მთელი ცხოვრებაა მაგრამ ქედს ვიხრი აიაქსის წინაშე. აბსოლუტურად დამსახურებულად არის იქ სადაც არის. უმაგრესი ბიჭები არიან და ფეხბურთი თუ გიყვარს უბრალოდ უნდა დაჯდე და ისიამოვნო მათი თამაშით. ესეთი ლამაზი ფეხბურთი დელბოსკეს რეალის და რაიკაარდის ბარსელონას მერე არ მინახავს

ჩვენ აიაქსის ფეხბურთით ვისიამოვნოთ და თუ ვინმეს შურს, უყურო იმათ, ვისაც აიაქსი გასცდა :))))) სეზონის მშვენება იქნება, თუ მოიგეს ლიგა
შმიო
აიაქსმა იმენა სულ გასვლაზე უნდა ითამაშოს :))
გია
:DDD ჩცდ-დან ხო? გავს ისე მართალია
Morris
ხოდა ფორმაში რომ არ იყო რეალი ვისი ბრალია??? თავისივე სირბანი ხელმძღვანელობის და მწვრთნელების. იუვესთან მსაჯებს არაფერი უქნიათ იმაზე უარესი რაც თავად იუვემ ქნა თავისი უაზრო და სუსტი თამაშით,ხოლო ტოტენხემი რაცაა კი ჩანს.აიაქსი ძალიან ორგანიზებული და ენერგიული გუნდია. დამსახურებულადაც მოვიდა აქამდე.მიუხედავად იმისა რომ იუვეს ფანი ვარ 94 წლიდან მაინც არ იმსახურებდა გასვლას იმ თამაშით იუვე
ფენომენო
მოდი ვაღიაროთ რომ აიაქსი იმსახურებს ლიგას. ჯერ იმიტომ რომ გააგდო ლიგის მეფე რეალი და მერე აიაქსი ლივერპული ფინალი გაასწორებდაა
შაკო
ვატიკანა ჰოლანდიის ნაკრებში გაასწორებდა მაგარი მწვრთნელია.

ახალგაზრდა ფეხბურთელებით ერთი-მეორის მიყოლებით სტუმრად უშანსოდ უგებს რეალს, იუვენტუსს და ტოტენჰემს. აბსოლუტურად ყველა რგოლში დაბალანსებულად თამაშობს და რა წარმოდგენა უნდა ჰქონდეთ ასეთ გუნდზე?
kote
თამაშგარე იყო აშკარად

რამ დაგბოღმათ ესე აიაქსზე.როგორ შეიძლება საფეხბურთო კლუბი არ მოგწონდეს,რომელიც ფეხბურთელების საწარმოა.ეძებენ,ზრდიან,ასწავლიან,ავარჯიშებენ და აყალიბებენ კარგ ადამიანებად და ძალიან მაგარ ფეხბურთელებათ. იმ დროში როდესაც ყველა გუნდი ყველაფერს კადრულობს იმისათვის რომ რამე მოიგოს,ეს პატარა ბიჭები გამოდიან და გვაჩვენებენ ულამაზეს ფეხბურთს თან აქვთ შედეგი და ეს არ მოსწონთ ვის?ფულით აწყობილი გუნდის გულშემატკივრებს,პსჟ,რეალი,ჩელსი,მანჩესტერი,ბაიერნი და ა.შ. გუნდები რომლებიც ფაქტიურად არ აწარმოებენ ახალგაზრდა ფეხბურთელებს,რომლებიც უბრალოდ ბაზარში მიდიან დიდი ფულით და მშრომელი ხალხის გაზრდილ და ჩამოყალიბებულ ფეხბურთელებს ძალიან დიდ ფულად ყიდულობენ.მერე გამოდიხართ და ამ მშრომელი და ჭკვიან ხალხის აწყობილი გუნდის გშურთ.ბაიერნს გაცდა და დაიწყთ,აი ნახავთ რეალი რას უზამსო,რეალს გაცდა და იუვეს მიადექით,იუვე გააგდო და ტოტენჰემის არ გეიმედებათ და ლივერპულს მიადექით,რამ დაგბოღმათ ვერ გავიგე,რომ გკითხოთ კაცმა ფეხბურთი გიყვართ.როგორ შეიძლება ფეხბურთი გიყვარდეს და თან ამ აიაქსის გავარდნა გინდოდეს და არ ყურება.სასაცილო,ბოღმიანი პატარა კაცუნები(ფეხბურთის ამბავში) ხართ.
თავში აუვარდებათ და მეორე თამაშს წააგებენ
ლივერპული მოგხედავთ თქვენ ინგლისური გუნდების სახელით:დდდ ტოტენჰემს კლასი არ ეყო
1
აიაქსზე ზედმეტად დიდი წარმოდგენა გაქვთ. თქვენც იცით რომ რეალი ფორმაში არ იყო, იუვესთან მსაჯმა რეები იკადრა. ტოტენჰემს თავდამსხმელი არ ყავდა. თუ შემდეგ სეზონშიც აქამდე მოვლენ მერე მართლა ყოჩაღ მაგრამ ამის შანსი ნაკლებია.
იკა
ახალი მოდა შემოდის თამაშგარედან გატანილი გოლები
beso
ფინალი ბარსა-აიაქსი.

ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს აიაქსი 1 გოლზე მეტის გატანას არც აპირებდა - მეორე ტაიმში შეტევით თავს არ იწუხებდა, დაცვაში კი მწყობრად მოქმედებდა. ამით ტოტენჰემი დაიღალა და თამაშიც მორჩა. სპურსს ძალიან აკლდა სონი, რომელსაც ძალიან ბევრი შეუძლია. წინ განმეორებითი შეხვედრაა, მაგრამ აიაქსს დიდი ფორა აქვს
Uefa-მ "ბენფიკა" დააჯარიმა - "რეალთან" სკანდალური მატჩის ვერდიქტი მიღებულია
ლანგი: თითი მომაკერეს - PlayStation-ის თამაში და ტუალეტში მიჭირს
[PHOTO] ლამის დაასახიჩრეს. სლოტის თქმით, წამოსაწოლად ჩადიან - ოსიმენს და ლანგს ოპერაცია გაუკეთეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ბარსადან" უთქმელი სიტყვებით გამომაგდეს - ბრაზილიელი მცველი
"დე ბურის კაბინეტში შევდივარ და ვხედავ, რომ..." - შოთა არველაძე განვლილ კარიერაზე და მომავალზე
[VIDEO] 5 ყვითელი და 2 წითელი ბარათი - "ლივერპულმა" "ტოტენჰემი" გაჭირვებით დაამარცხა
37 წლის ჰუნტელაარი მოედანზე 89-ე წუთზე გამოვიდა, დუბლი შეასრულა და "აიაქსს" მოაგებინა [VIDEO]
22.5 მილიონი ევრო გადაიხადეს და განაცხადში შეყვანა დაავიწყდათ
"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს
კონტე ლონდონში საკუთარი სიით მიდის
რატომ გააქტიურდა "ტოტენჰემი" ხვიჩას ტრანსფერზე - მიზეზი ერთი ადამიანია...
"აიაქსმა" ახალი ფორმა ბობ მარლის მიუძღვნა [PHOTO]
"მეორე ადგილისთვის პრიზს არ აძლევენ" - გალასმა "არსენალი" გააკრიტიკა
"აიაქსის" 16 წლის ფეხბურთელი 18 წლის ძმასთან ერთად დაიღუპა
კვარაცხელიას აგენტი "აიაქსის" დირექტორს უახლოეს დღეებში შეხვდება