18-19 მაისს, საქართველოს გოლფის ფედერაციის ორგანიზებით, პირველი ეროვნული ჩემპიონატი ჩატარდება.

ტურნირს კომპლექს "თბილისი ჰილსის" - Tbilisi Hills Golf & Residences - გოლფის მოედანი უმასპინძლებს. ჩემპიონატში მონაწილეობას 30-ზე მეტი გოლფერი მიიღებს, მათ შორის, ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტები - მიხეილ ძაძამია და ანდრო შილაკაძე.

დასკვნით დღეს გამოვლინდება საუკეთესო შედეგის მქონე ოთხეული, რომელიც აგვისტოში ვილნიუსში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს.

ევროპირველობა ევროპის გოლფის ასოციაციის ეგიდით გაიმართება. საქართველოს გოლფის ფედერაცია, რომელიც 2007 წელს დაარსდა, ასოციაციის წევრი 2014 წელს გახდა, ხოლო 2015 წლიდან მსოფლიოს პირველი და ყველაზე პრესტიჟული გოლფ-კლუბის - R&A-ს (Royal and Ancient Golf Club of St Andrews) წევრია.

საქართველოს პირველი ეროვნული ჩემპიონატის მხარდამჭერები არიან განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი და კომპანია "თბილისი ჰილსი".

"თბილისი ჰილსი" საქართველოში პირველი საერთაშორისო დონისა და პრემიუმ-კლასის გოლფ კლუბია. მოედანი 18 ფოსოიანია. კლუბი, რომელიც 56 ჰექტარზეა გაშენებული, სოფელ თელეთისა და შავნაბადის მთის მიმდებარე ტერიტორიაზე 2017 წელს გაიხსნა.

იხილეთ ფოტოგალერეა

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა