5 მაისს ქართველი MMA-ს მებრძოლი მერაბ დვალიშვილი UFC-ს ეგიდით კანადაში ბრძოლას გამართავს.

ოტავაში მისი მოწინააღმდეგე 27 წლის კანადელი ბრედ კატონა (მეტსახელად სუპერმენი) იქნება, რომელსაც UFC-ს ფარგლებში გამართული 8 ბრძოლიდან 8-ვე მოგებული აქვს.

ბრედ კატონამ უკანასკნელი ბრძოლა 2018 წლის 8 დეკემბერს გამართა. მისი მოწინააღმდეგე ამერიკელი მეთიუ ლოპესი იყო, რომელსაც ქულებით აჯობა. კატონა ირლანდიაში, "სთრეით ბლესთ ჯიმში" ვარჯიშობს და უკვე ორი ტურნირი აქვს მოგებული.

მერაბ დვალიშვილი (მეტსახელად მანქანა) "სერა-ლონგოს საბრძოლო კლუბს" წარმოადგენს. დვალიშვილს 12 ბრძოლა აქვს გამართული. აქედან 8 მოიგო, 4-ში კი წააგო. ბოლო ბრძოლა ქართველს 2018 წლის 15 სექტემბერს ჰქონდა, მოსკოვში, "ოლიმპიურ არენაზე". დვალიშვილმა ამერიკელი ტერიონ ვეარი 3 რაუნდში, ქულებით დაამარცხა. ამ გამარჯვებამდე მერაბს ორი ბრძოლა ჰქონდა წაგებული. თუმცა, ბოლო მარცხი რიკი საიმონთან საკმაოდ საკამათო იყო. ქვევით მოგახსენებთ, რატომ.

ამერიკელ საიმონთან ბრძოლისას პირველი ორი რაუნდი მერაბმა სუფთად მოუგო მოწინააღმდეგეს. არავის არანაირი კითხვა არ დარჩენია. მესამე რაუნდშიც ისეთი არაფერი ხდებოდა, რომ მერაბს ბრძოლა წაეგო, თუმცა ბოლო წუთზე საბედისწერო შეცდომა დაუშვა და "კისერი მისცა" მოწინააღმდეგეს.

ამ პოზიციაში მებრძოლები დაახლოებით 50 წამის განმავლობაში იყვნენ. სამონს დაჭერილი ჰქონდა მერაბის კისერი, ხოლო მერაბი ფეხების მოძრაობით ანიშნებდა მსაჯებს, რომ აგრძელებდა წინააღმდეგობას. თუმცა საფინალო გონგის შემდეგ რინგზე ექიმები შემოვიდნენ და დვალიშვილს წარმოდგომის საშუალებაც არ მისცეს.

მერაბის გასინჯვის შემდეგ დაადგინეს, რომ მებრძოლს, რომელიც მახრჩობელა ილეთს თითქმის 1 წუთი უძლებდა, ფიზიკურად წინააღმდეგობის გაწევის შესაძლებლობა არ ჰქონდა, უბრალოდ ამას ვერ აკონტროლებდა. სამედიცინო პერსონალის ინფორმაციაზე დაყრდნობით მსაჯებმა მესამე რაუნდის ბოლო წამზე მერაბს ტექნიკური ნოკაუტით წაგება ჩაუთვალეს.

მერაბის გუნდმა გაასაჩივრა ეს გადაწყვეტილება, თუმცა შეკრებილმა კოლეგიამ მხოლოდ მსაჯის გადაწყვეტილება განიხილა. მათი თქმით, მსაჯი მართალი იყო, რადგან იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რაც მას ექიმებისაგან ჰქონდა, სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

მოკლედ, ასე იყო თუ ისე, ამ ბრძოლის შედეგი ერთ-ერთი ყველაზე საკამათო გადაწყვეტილება გახლდათ UFC-ს ბრძოლების ფარგლებში 2018 წელს.

რაც შეეხება მოახლოებულ ბრძოლას. MMA-ს მსუბუქი წონის რეიტინგში მერაბ დვალიშვილი 41-ე არის, ხოლო კანადელი კატონა - 32-ე. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ კანადელი მერაბზე კარგი მებრძოლია.

ონლაინგამოცემა thestatszone აქვეყნებს პროგნოზს მერაბ დვალიშვილის მომავალი ბრძოლის შესახებ და ამბობს, რომ მერაბ დვალიშვილი ამ ბრძოლას მოიგებს:

"ეს მსუბუქწონიანი მებრძოლები საკმაოდ ძლიერები არიან ფიზიკურად და დიდი ალბათობით, შერეულ ბრძოლას ვიხილავთ ჭიდაობისა და დარტყმების მონაცვლეობით. კატონა უფრო კარგია ფეხზე დგომისას და თუ ის კომფორტულად იგრძნობს თავს, მოსალოდნელია, რომ ქართველმა ჭიდაობით სცადოს მისი შეჩერება.

თუ დვალიშვილი კატონას ძირს დასცემს, მოსალოდნელია, რომ ნაადრევ დანებებაზე იმუშაოს, თუმცა კატონას ასე დამარცხებას ალბათ ვერ შეძლებს. იმ შემთხვევაში, თუ მერაბი საკმარისად გააკონტროლებს მეტოქეს, მოგებისთვის საჭირო ქულების მოპოვება შეუძლია.

პროგნოზი: გამარჯვებული, მსაჯების გადაწყვეტილებით, დვალიშვილი გახდება".

ბრძოლა 5 მაისს, თბილისის დროით დილის 5:00 საათზე დაიწყება და მისი ხილვა ESPN-ის საშუალებით იქნება შესაძლებელი.

Zizu
Gaimarjva warmatebebi
American
Moigo, za!lian magrad ichxuba, shansi ar dautova,ESPN-is jurnalistebi gaagija ise ichxuba Sheangria Karebi UFC-shi !!!
HTC
წარმატებები
დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
დვალიშვილი არ დაისვენებს - მერაბი ჰენრი სეხუდოს კიდევ ერთხელ დაუპირისპირდება
რომან დოლიძე UFC-ში ზედიზედ მეორედ დამარცხდა
"დროა, ცოლი და შვილები გყავდეს" - იანმა დვალიშვილის პოსტს უპასუხა
[VIDEO] ბრძოლამდე სულ ცოტა დრო რჩება - ალექსანდრე თოფურიამ წონა წარმატებით ჩააბარა
[VIDEO] "მერაბის მიმართ მხოლოდ სიყვარული და პატივისცემა მაქვს" - უაითმა დვალიშვილთან კონფლიქტი დასრულებულად გამოაცხადა
"მას პირველივე რაუნდში დავაფინიშებ" - ჭიკაძემ ვალეხოსთან ბრძოლამდე პრესკონფერენცია გამართა
UFC-ს მებრძოლებს შორის ერთადერთია, ვინც რუსის მოგება ივარაუდა - ცარუკიანის პროგნოზი დვალიშვილისა და იანის ბრძოლაზე
"ეს ჩემი ქმარია!" - პიოტრ იანის მეუღლე მისი მეორე ნახევრის დვალიშვილთან გამარჯვებას გამოეხმაურა
"დვალიშვილისთვის სწრაფად გამოჯანმრთელება არ მისურვებია" - რუსეთში ჩასულმა იანმა თავი იმართლა
წლის საუკეთესო მებრძოლი - პოპულარულმა MMAJunkie-მ და ESPN-მა მერაბ დვალიშვილი აღიარეს
"საქართველოში წასვლა ბოროტ საქმეს გაუკეთებს" - მახაჩევმა გარის არჩევანი არ მოუწონა
[VIDEO] თოფურია VS პიმბლეტი არ შედგება - გეიჯი მსუბუქი წონის დროებითი ჩემპიონია