ლა ლიგაში ჩემპიონის ვინაობა გარკვეულია. ცნობილია მეორე და მესამეადგილოსანთა ბედიც.

ახლა მთავარი ბრძოლა მე-4 ადგილისთვისაა, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ბოლო საგზურს იძლევა. თეორიული შანსი "ბილბაოსა" (50 ქულა) და "ალავესს" აქვთ, თუმცა ჩემპიონატის დასრულებამდე 5 და, მით უფრო, 8-ქულიანი ჩამორჩენა ძალიან ბევრია.

ასე რომ, რეალური შანსი მხოლოდ სამ კლუბს აქვს - "ხეტაფესა" და "სევილიას" 55-55 ქულა აქვთ, "ვალენსიას" კი - 52. თითქოს მოილაპარაკესო, წინა ტურში სამივე დამარცხდა. "ღამურები" სულაც სეზონში მეორედ დამარცხდნენ შინ და თან ეს უმოტივაციო "ეიბართან" "მოახერხეს". "ვალენსიას" ერთი უპირატესობა აქვს, მას შეუძლია ლიგის საგზური ევროთასის მოგებით მოიპოვოს, თუმცა ეს დამატებითი ტვირთიცაა.

"ხეტაფე" "ალფონსო პერეს კოლისეუმზე" "ჟირონას" მასპინძლობს, რომლისთვისაც თითოეულ ქულას ოქროს ფასი აქვს. "ვალენსია" ბოლოადგილოსან "უესკას" ესტუმრება, ხოლო "სევილია" შინ "ლეგანესს" მიიღებს. მოკლედ, ეს ტური ბოლო შანსია "ღამურებისთვის". თუ არაგონში ვერ მოიგებენ, ურჩევნიათ, მთლიანად ევროპალიგაზე გადაერთონ.

უკვე ოფიციალურად გაჩემპიონებული "ბარსელონა", რომელიც ცალი ფეხით ჩემპიონთა ლიგის ფინალშიცაა, "სელტას" ესტუმრება. თუ ლიონელ მესის რაც შეიძლება მეტი გოლის გატანა არ სურს ("ოქროს ბუცისთვის" ბრძოლაში კილიან მბაპე ჰყავს კონკურენტად), მაშინ ერნესტო ვალვერდეს მთელი სასტარტო შემადგენლობის დასვენება შეუძლია.

ზინედინ ზიდანი უკვე მომავალი ჩემპიონატის კონტურებს ამუშავებს. ასე რომ, "ვილიარეალთან" საშინაო შეხვედრაში აქაც ექსპერიმენტებს უნდა ველოდოთ. "ატლეტიკო" "ესპანიოლს" ბარსელონაში ესტუმრება და აქაც ორივე გუნდი აბსოლუტურად უმოტივაციოა.

ფაქტები

"ბარსელონას" ლა ლიგაში ბოლო 23 მატჩია, რაც არ წაუგია.

"რაიო ვალეკანომ" ლა ლიგაში ბოლო 7 საგარეო მატჩი წააგო.

"ლეგანესმა" ლა ლიგაში ბოლო 32 ტურიდან 29-ში ვერ შეძლო გამარჯვება სტუმრად.

"უესკამ" ბოლო 6 ტურიდან 5-ში ფრედ ითამაშა.

"რეალმა" ბოლო 4 საშინაო მატჩი მოიგო ლა ლიგაში.

"ესპანიოლს" ლა ლიგაში 3-მატჩიანი ფრეების სერია აქვს.

ლა ლიგა. XXXVI ტური

პარასკევი, 3 მაისი

სევილია-ლეგანესი 23:00

შაბათი, 4 მაისი

ლევანტე-რაიო ვალეკანო 15:00

ესპანიოლი-ატლეტიკო 18:15

ალავესი-სოსიედადი 20:30

სელტა-ბარსელონა 22:45

კვირა, 5 მაისი

ხეტაფე-ჟირონა 14:00

ეიბარი-ბეტისი 16:00

რეალი-ვილიარეალი 18:15

ვალიადოლიდი-ბილბაო 20:30

უესკა-ვალენსია 22:45

ბომბარდირები: 34 - მესი (ბარსელონა); 21 - სუარესი (ბარსელონა), ბენზემა (რეალი); 18 - სტუანი (ჟირონა); 17 - ბენ იედერი (სევილია); 16 - ასპასი (სელტა); 15 - გრიზმანი (ატლეტიკო).

ნიკოლოზ ნეფარიძე (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
[VIDEO] "სად არის შენი "ოქროს ბურთი"?! - ვინისიუსი მორიგ სკანდალშია... ბრაზილიელს "ხეტაფეს" ფეხბურთელმა სამაგიერო გადაუხადა
"ბარსელონა" რაფინიას ტრავმის გამო კომპენსაციას მიიღებს
ამჯერად პრეზიდენტის რანგში - რამოსს "სევილიას" ყიდვა სურს
ენცო ფერნანდესმა "რეალში" ტრანსფერთან დაკავშირებით მინიშნება გააკეთა
სეზონს სხვა მწვრთნელი ჩაამთავრებს - "სევილიამ" მატიას ალმეიდა დაითხოვა
[VIDEO] ძლევამოსილი "ბაიერნი", დამაჯერებელი "ატლეტიკო" და "ნიუკასლთან" წაგებას გადარჩენილი "ბარსელონა"
გლასნერი დარჩენას არ გეგმავს - "კრისტალ პალასს" მწვრთნელის პოსტზე მთავარი კანდიდატურა ჰყავს
მიქაუტაძე შევიდა და "თამაში გააკეთა" - როგორი შეფასებები მიიღო გიორგიმ?
ოფიციალურად - გრიზმანმა "ორლანდო სიტისთან" გააფორმა კონტრაქტი
"სევილია" შესაძლოა, მალე გაიყიდოს - ახალ მფლობელებს კლუბში დიდი ვალი დახვდებათ
[VIDEOS] "ბაიერნი" და "ატლეტიკო" გავიდნენ - 1/4-ფინალის წყვილები გაირკვა
"ლევანტემ" ქოჩორაშვილის დაბრუნება მოისურვა
El Chiringuito: თუ ობლაკი წავა, "ატლეტიკო" მამარდაშვილის შეძენას შეეცდება
"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
პსჟ "რეალის" შემტევის შეძენას აპირებს
[VIDEO] გოლი და რა გოლი - მიქაუტაძემ გაიტანა, "ვილიარეალი" წინ მიიწევს
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "ჟალგირისთან" დამარცხდა
"მანჩესტერ სიტი" როდრის ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
[VIDEO] მიქაუტაძის დიდოსტატური გოლი - "ვილიარეალი" "ხეტაფესთან" დამარცხდა
გადავა თუ არა ჰაკიმი "რეალში"? - აგენტმა კითხვაზე უპასუხა
"რუსეთში დაბრუნების ვარიანტს არ განვიხილავთ" - საზონოვის მამა შვილის შესაძლო ტრანსფერზე
Teamtalk: არადამაჯერებელი ალისონი დროზე უნდა გაყიდონ - მამარდაშვილის ესპანეთში დაბრუნება სურთ
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
[VIDEO] ვინისიუსის დუბლი, ვალვერდეს გაძევება - "რეალმა" "ატლეტიკო" დაამარცხა
მიქაუტაძის პოსტს დიდი განხილვა მოჰყვა - ქართველის გზავნილი როგორც კრიტიკის, ასევე სიამაყის საფუძველი გახდა
[VIDEO] პირველი მარცხი ჩემპიონატში - "ბარსელონა" "სევილიასთან" 1:4 განადგურდა
[VIDEO] "რეალი" ლა ლიგაში ზედიზედ მეორედ დამარცხდა - გულშემატკივრები პერესს გადადგომისკენ მოუწოდებდნენ
"ის უბრალოდ განსაკუთრებულია" - ვალვერდემ მბაპეზე ისაუბრა