ამ ტურის წინ მთავარი მოვლენები "მილანის" ბანაკში ვითარდება. ჯენარო გატუზომ 5 დღით ბაზაზე გამოკეტა შეგირდები. ამის მიზეზი გახდა ის, რომ ტეემუ ბაკაიოკომ ვარჯიშზე დააგვიანა, რამაც გატუზო ძალიან გააბრაზა. მეორე მხრივ, "როსონერი" ბოლო დროს საშინლად თამაშობს.

გუნდი რეალური საფრთხის წინაშე დგას, ვერ მოიპოვოს ჩემპიონთა ლიგის საგზური. ეს გატუზოს გუნდისთვის ნამდვილი კატასტროფა იქნება და მწვრთნელისთვისაც, ძალიან დიდი ალბათობით, წითელი შუქი აინთება.

მოკლედ, "მილანმა" ნებისმიერ შემთხვევაში უნდა მოუგოს "ბოლონიას". ამის გაკეთება კი აშკარად კრიზისში მყოფი გუნდისთვის იოლი ნამდვილად არ იქნება. იმასაც ამბობენ, რომ გატუზოსა და რამდენიმე ფეხბურთელს შორის ვითარება დაძაბულია.

"ტორინოსთვის" უდიდესი მნიშვნელობა აქვს ტურინულ დერბის, რომელშიც ის "იუვენტუსს" შეხვდება. თუ "იუვეს" ჯიბეში უდევს მორიგი სკუდეტო, ვალტერ მაძარის გუნდი გააფთრებით იბრძვის ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის. თავის მხრივ, დერბიში სრული დატვირთვით ითამაშებს "ბებერი ქალბატონი".

"რომამ" და "ინტერმა" თავიანთი შეხვედრები უნდა მოიგონ, მაგრამ ეს არ არის იოლი მისია. "ჯენოა" და "უდინეზე" სტაბილურობით ვერ დაიკვეხნიან, მაგრამ იტალიის ჩემპიონატში ბევრის გამწარება შეუძლიათ.

ტურის ცენტრალური დაპირისპირების სტატუსს კი "ლაციოსა" და "ატალანტას" თამაშს მივანიჭებდით. ორივე გუნდი ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაშია ჩართული. რაც მთავარია, ისინი იმ გუნდების რიგს მიეკუთვნებიან, რომლებიც შეტევაზე მეტს ფიქრობენ, ვიდრე დაცვაზე. ასეთი კი სერია A-ში ბევრი ნამდვილად არ არის.

ფაქტები

"იუვენტუსმა" ბოლო 3 შეხვედრა მოუგო "ტორინოს".

"კიევოსა" და სპალ-ის ბოლო 2 მატჩი ფრედ მორჩა.

"ინტერმა" ბოლო 2 შეხვედრა მოუგო "უდინეზეს".

"ემპოლისა" და "ფიორენტინას" შორის ბოლო 3 შეხვედრაში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.

"ატალანტამ" ბოლო მატჩში მოახერხა "ლაციოს" დამარცხება.

"სასუოლომ" უკანასკნელ 2 შეხვედრაში აჯობა "ფროზინონეს".

"რომამ" ბოლო 2 თამაში მოუგო "ჯენოას".

"ნაპოლიმ" უკანასკნელ 6 დაპირისპირებაში აჯობა "კალიარის".

სერია A. XXXV ტური

პარასკევი, 3 მაისი

იუვენტუსი-ტორინო 22:30

შაბათი, 4 მაისი

კიევო-სპალ 20:00

უდინეზე-ინტერი 22:30

კვირა, 5 მაისი

ემპოლი-ფიორენტინა 14:30

ლაციო-ატალანტა 17:00

პარმა-სამპდორია 17:00

სასუოლო-ფროზინონე 17:00

ჯენოა-რომა 20:00

ნაპოლი-კალიარი 22:30

ორშაბათი, 6 მაისი

მილანი-ბოლონია 22:30

ბომბარდირები: 23 - კვალიარელა (სამპდორია); 21 - პიონტეკი (მილანი), დ. საპატა (ატალანტა); 20 - რონალდო (იუვენტუსი); 17 - მილიკი (ნაპოლი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"მილანი" მზადაა ლეაოს დაემშვიდობოს
მილანის "ინტერი" საქართველოში - ექსკლუზიური ინტერვიუ იტალიელ მწვრთნელთან
დაბრუნება სამშობლოში? - დიბალას ცნობილი არგენტინული გუნდი ეპატიჟება
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
"ინტერმა" "რომას" კუთხურიდან გაუტანა - მოურინიო ისევ ბრაზობს
[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია
მუდმივი ლოდინით დაიღალნენ - "მილანი" ლეაოს გასხვისებაზე უარს არ იტყვის
როგორ მოიპარა "პერუჯამ" "ბებერი ქალბატონის" ღიმილი?
[VIDEO] ფრე "რომასთან" - "მილანი" 21 მატჩში დაუმარცხებელია
ევროპა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები ცნობილია
"მილანი" ლეაოს გაუშვებს? - ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები შეწყდა
"ჭორები "ინტერზე"? "კომოს" გამო ყველას და ყველაფერს შევჭამ" - სესკ ფაბრეგასი
"სკუდეტოს მოგება რეალურია" - ლაუტარო "ინტერის" შანსებზე
"ინძაგი პირადად მირეკავდა, ეს ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო" - ჩალჰანოღლუმ "მილანიდან" ინტერში" გადასვლაზე ისაუბრა
[VIDEO] "ნაპოლიმ" "ტორინო" დაამარცხა და სამმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა
მამარდაშვილზე უარის მიღების შემდეგ, "ბეშიქთაშმა" კოლუმბიელი მეკარე დაიმატა
"მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს - "არსენალმა" ფასი დაასახელა
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
"რუსეთში დაბრუნების ვარიანტს არ განვიხილავთ" - საზონოვის მამა შვილის შესაძლო ტრანსფერზე
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
[VIDEO] ალისონმა "ნაპოლი" "რომასთან" წაგებას გადაარჩინა
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
საზონოვის და გოგლიჩიძის გარეშე - "უდინეზემ" "ტორინოს" მოუგო
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
"ტორინოს" ახალი მწვრთნელი ჰყავს - რა შეიცვლება საზონოვისთვის?
კვარაცხელიასა და პსჟ-ის დღე - "იუვე" იტალიური ფეხბურთის პრესტიჟისთვის!..
ტოტიმ დაადასტურა - ლეგენდარული იტალიელი "რომას" უბრუნდება
"გეტყვით, რატომ მოუგო პსჟ-მ "ინტერს" დიდი ანგარიშით" - რობერტო დე ძერბი