"ჩელსის" კაპიტანს არ სურს, რომ "ლურჯების" იტალიელმა თავკაცმა ამ ზაფხულს კლუბი დატოვოს
"ჩელსის" კაპიტანს ჯონ ტერის არ სურს, რომ "ლურჯების" თავკაცმა კარლო ანჩელოტიმ ამ ზაფხულს კლუბი დატოვოს.

"არისტოკრატთა" ხელმძღვანელობა აპირებს ანჩელოტის მომავალი უახლოესი ორი კვირის მანძილზე გადაწყვიტოს. ლონდონელები მიმდინარე სეზონს ტიტულის გარეშე ასრულებენ.

ტერი იმედოვნებს, რომ იტალიელი სპეციალისტი, რომელმაც გუნდში მოსვლის პირველივე წელს პრემიერლიგა და ასოციაციის თასი მოიგო, კლუბში კიდევ ერთი სეზონის მანძილზე მაინც დარჩება.

"მას სრულიად მხარს ვუჭერ. მე მიყვარს კარლო", - თქვა ტერიმ. - მან "ჩელსის" თავკაცობის პირველივე წელს გუნდს დუბლი შეასრულებინა და მიმდინარე სეზონში ფეხბურთელების ტრავმებმა და გუნდიდან წასვლამ გაურთულა საქმე".

"ჩელსიმ" გასულ ზაფხულს სამი ვეტერანი ფეხბურთელი მიხაელ ბალაკი, დეკო და ჯო კოული გაუშვა და ტერის აზრით, მათმა წასვლამ გუნდს ტიტულის დაცვაში ხელი შეუშალა.

"როდესაც აქ ჟოზე მოურინიო იყო, დიდი გუნდი გვყავდა, ახლა ის გვენატრება", - დასძინა ტერიმ.

მომზადებულია sportinglife.com-ის მიხედვით

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა