ყოფილმა ვარსკვლავმა პოლ მერსონმა განაცხადა, რომ „არსენალში“ თამაშის წლებში მას ხშირად უკეთებდნენ ნემსს უცნობი ყვითელი ნივთიერებით.
ყოფილმა ვარსკვლავმა პოლ მერსონმა განაცხადა, რომ „არსენალში“ თამაშის წლებში მას ხშირად უკეთებდნენ ნემსს უცნობი ყვითელი ნივთიერებით. ინგლისის ნაკრების ყოფილმა წევრმა, რომელიც დღეს 43 წლის გახლავთ, ფრანგულ ჟურნალ So Foot-ისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ ეს „მეთოფეთა“ სათავეში არსენ ვენგერის მოსვლის შემდეგ დაიწყო.

მერსონმა, რომელიც ვენგერის ხელმძღვანელობით 1996-97 წლებში თამაშობდა, თქვა: „პერიოდულად, მნიშვნელოვანი თამაშების წინ, ჩვენ მივდიოდით ისლინგტონში მდებარე სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“, სადაც მკლავში ნემსს გვიკეთებდნენ. მართალი გითხრათ, არასდროს მიკითხავს, რა ნივთიერება შეჰყავდათ ჩვენს ორგანიზმში. როდესაც მწვრთნელს ენდობი, ყველაფერს ისე აკეთებ, როგორც ის გეუბნება“.

მერსონი ამბობს, რომ იმხანად ის ალკოჰოლსა და ნარკოტიკებს ეტანებოდა და, ამდენად, ერთი ნივთიერებითით მეტისა თუ ნაკლებისთვის ყურადღება არ მიუქცევია.

„რას ამბობთ, რასაც იმ წლებში საკუთარ თავს ვუკეთებდი, სხვა რამეს როგორ უნდა შევეშინებინე“?

კიდევ, მერსონი ჰყვება, რომ ყოველ დილით, ვერჯიშის წინ, ფეხბურთელებს ფორთოხლის წვენსა და კრეატინს აძლევდნენ. კრეატინი ენერგიის მოსამატებელი საშუალებაა.

ტერი კარლოსკენ არის

„ჩელსის“ 30 წლის კაპიტანმა ჯონ ტერიმ მწვრთნელ კარლო ანჩელოტის დაუჭირა მხარი -ინგლისელი ვეტერანი დასავლეთლონდონური კლუბის მეპატრონე რომან აბრამოვიჩს სთხოვს, იტალიელი თანამდებობაზე დატოვოს. მოგეხსენებათ, „ჩელსი“ ამ სეზონში ტიტულის გარეშე დარჩა, რამაც გააძლიერა ხმები თითქოს აბრამოვიჩი ანჩელოტის შეცვლას უპირებს.

ტერი ამბობს: „მე მას ვენდობი და სრულად ვუჭერ მხარს. ძალიან მიყვარს კარლო. მან პირველივე სეზონში ორი ჯილდო მოგვაგებინა. წლეულს? წლეულს ტრავმება და სეზონის წინ მნიშვნელოვანი ფეხბურთელების გაყიდვამ ითამაშა ცუდი როლი. როდესაც „ჩელსის“ მოურინიო წვრთნიდა, მის განკარგულებაში ბევრი ფეხბურთელი იყო. დღეს ასე აღარ არის და ეს ნაკლია“.

მიკას იმედი

„მანჩესტერ სიტის“ 22 წლის მცველის, მიკა რიჩარდსის თქმით, მის გუნდს შესწევს საიმისო ძალა, რომ ჩემპიონთა ლიგის მომავალ გათამაშებაში „ტოტენჰემ ჰოთსპურის“ შედეგი გაიმეოროს ან გააუმჯობესოს. შეგახსენებთ, რომ „დეზებმა“, მიმდინარე გათამაშებაში, მეოთხედფინალს მიაღწიეს, სადაც მადრიდის „რეალს“ ვეღარ გაუძლეს.

დღეს, როდესაც პრემიერლიგის ჩემპიონატის დამთავრებამდე ორი ტურია დარჩენილი, „სიტის“ მეოთხე ადგილი გარანტირებული აქვს. ისტლენდელებმა გადამწყვეტ შეხვედრაში სწორედ „ტოტენჰემს“ აჯობეს 1:0 და ჩემპიონთა ლიგის სამომავლო გათამაშებაში ადგილი დაიბევეს. მოგეხსენებათ, „სიტის“ მეპატრონეებს დიდძალი ფული აქვთ და, სავარაუდოდ, ზაფხულში გუნდს ახალი ვარსკვლავებით გააძლიერებენ. რიჩარდსს, რომელსაც კლუბთან ამჟამინდელი კონტრაქტის ვადა მომავალი სეზონის ბოლოს გაუდის, იმედი აქვს, რომ უახლოეს მომავალში ახალი ხელშეკრულების დადებას შესთავაზებენ. მან თქვა:

„ჩემპიონთა ლიგის თამაშები უხვად მინახავს. ვუყურებდი „სფურზს“, რომელიც ამ რთულ შეჯიბრებაში შესანიშნავად გამოვიდა და მეოთხედფინალსაც კი მიაღწია, მაგრამ იმასაც ვგრძნობ, რომ ჩვენც შეგვიძლია არანაკლებ ვითამაშოთ. დარწმუნებული ვარ, რომ ზაფხულში გავძლიერდებით. ახალი ფეხბურთელი ყველა კლუბს სჭირდება. ჩვენც ასე ვართ. მუდმივად ვცდილობთ ყველა პოზიციაზე უკეთესი მოთამაშე მოვიყვანოთ.

ჩვენ ძველებური „სიტი“ აღარ ვართ, სულელურ შეცდომებს რომ უშვებდა და შედეგებს ვერ აღწევდა. ყოველ წელიწადს წინ ვდგამთ ნაბიჯს. გასულ ჩემპიონატში მეხუთე ადგილი დავიკავეთ, ახლა კი მეოთხეზე ვართ. მომავალ სეზონში დღევანდელ მიღწევებზე დაყრდნობით კიდევ უფრო წინ წასვლას შევეცდებით.

ჩემპიონთა ლიგაში თამაშზე ყოველთვის ვოცნებობდი და დღეს, როდესაც ნატვრა ამიხდა, ბედნიერი ვარ. საკუთარ თავს ვჩქმეტ რომ შევამოწმო, ეს ყველაფერი მესიზმრება თუ არა. ერთი სული მაქვს როდის შევეჯიბრები მსოფლიოს საუკეთესო გუნდებსა და ფეხბურთელებს“.

შეგახსენებთ, რომ მეოთხე ადგილზე გასული გუნდი ჩემპიონთა ლიგაში ასპარეზობას საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყებს, მაგრამ თუ ისტლენდელები შეძლებენ და დარჩენილ ორ ტურში მესამე ადგილიდან „არსენალს“ ჩამოაგდებენ, პირდაპირ ჯგუფურ ეტაპზე ამოჰყოფენ თავს.

„სიტის“ ხშირად აკრიტიკებენ იმის გამო, რომ ის ფეხბურთელებს კი არ ზრდის, არამედ ყიდულობს. ამასთან დაკავშირებით რიჩარდსი ამბობს:

„კარგად ვიცით რასაც ამბობენ ჩვენზე. ისინი ფულის ხარჯვას გვსაყვედურობენ, მაგრამ შეგვხედეთ - ეს მეთოდი შედეგიანია. და კიდევ, არ დაუჯეროთ, როდესაც გაიგებთ, თითქოს „მანჩესტერ სიტიში“ გუნდური სულისკვეთება მოისუსტებს“.

თუ გვარდიოლა წავა - "სიტის" მწვრთნელი ენცო მარესკა გახდება
[VIDEO] "ნოტინგემის" მწვრთნელი გაგიჟდა - მაკ ალისტერმა 97-ე წუთზე "ლივერპულს" 3 ქულა მოუტანა
ანსუ ფატი შესაძლოა, ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა