8 მაისს, ჩემპიონთა ლიგის განმეორებით ნახევარფინალურ მატჩში "ტოტენჰემმა" გასვლაზე 3:2 მოუგო "აიაქსს" და სტუმრად გატანილი მეტი გოლის წესით ფინალში გავიდა.

ვერაფერს იტყვი, მართლაც ჩინებული ნახევარფინალები ვიხილეთ, რამეთუ ეს თამაშთა თამაშები და მისი უდიდებულესობა ფეხბურთის უმაღლეს დონეზე წარმოჩინება გახლდათ!

"ტოტენჰემი" სახლში 0:1 დამარცხების შემდეგ მძიმე ვითარებაში აღმოჩნდა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე ყველაფერია მოსალოდნელი, რაც "ლივერპულისა" და "ბარსელონას" შეხვედრამაც დაადასტურა. "დეზების" მენეჯერმა პოჩეტინომ იხუმრა, თუ სასწაული მოხდა და ტურნირი მოვიგეთ, პენსიაზე გასვლა შემეძლებაო.

მოთელვაზე ტრავმა მიიღო "აიაქსის" ნახევარმცველმა ნერესმა და მწვრთნელმა ტენ ჰაგმა სასტარტოში მის ნაცვლად დოლბერგი დააყენა. მასპინძლებმა თავიდანვე შეუტიეს და დე ლიხტმა ნაკუთხურალ ბურთს ლორისის კარის ბადეში მიუჩინა ადგილი. სტუმართა მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა.

"ტოტენჰემი" პირველი ტაიმის შუაწელში გამოერკვა, ორჯერ სახიფათო იერიშიც მიიტანა ონანას კარზე, მაგრამ სონმა ბურთი ძელს გაარტყა, ერიკსენის დარტყმული ბურთი კი გოლკიპერმა აიღო.

ამსტერდამულმა გუნდმა კი საპასუხოდ შეუტია. ტადიჩმა მახვილი კუთხიდან ვერ უწია მიზანს, სამაგიეროდ, მომდევნო ეპიზოდში ზიეშმა დალაშქრა ლონდონელთა კარი და შეხვედრის ბედი თითქოს გადაწყდა. მხოლოდ თითქოს.

ცნობისათვის, აქამდე ამ ტურნირზე პირველი გოლის გატანის შემდეგ "აიაქსი" არასოდეს არ დამარცხებულა.

მეორე ტაიმი "ტოტენჰემმა" აქტიურად დაიწყო. ალის ახლო მანძილიდან გოლის გატანა ონანამ არ დაანება, თუმცა მერე ორი გოლი გაუშვა - მოურამ დუბლი შეასრულა, 2:2 და სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა.

საუკეთესო თავდაცვა თავდასხმააო და "აიაქსმა" უკან არ დაიხია, მეტოქის ნახევარზე აიწია და ორჯერ ახლოს იყო კვლავ დაწინაურებასთან - ჯერ ვერტონგენმა ცარიელი კარიდან გამოიტანა ბურთი, ხოლო შემდეგ ზიეშმა ბურთი ძელს გაარტყა.

ბოლოს "დეზები" მაინც გადავიდნენ შტურმზე და ლორენტემ ბურთი ხარიხას გაარტყა, ხოლო ლუკას მოურამ 96-ე წუთზე ჰეთ-თრიკი შეასრულა და თავისი გუნდი ფინალში გაიყვანა.

1-ელ ივნისს ფინალში "ლივერპული" და "ტოტენჰემი" მადრიდში, "ვანდა მეტროპოლიტანოზე" შეხვდებიან. ეს ისტორიაში მეორე და 2008 წლის შემდეგ პირველი ინგლისური ფინალია - მაშინ "მანჩესტერმა" "ჩელსის" სძლია (1:1, პენ 6:5).

"ტოტენჰემი" პირველად გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში (რაც ტურნირს სახელი გადაერქვა და ფორმატი შეიცვალა), სადაც 4 ინგლისურ გუნდს უასპარეზია: "არსენალს", "ჩელსის", "ლივერპულს" და "მანჩესტერს".

"ტოტენჰემი" უკანასკნელი 20 წლის შემდეგ პირველი გუნდია, რომელიც ნახევარფინალში 0:2 მარცხდებოდა და საბოლოოდ გაიმარჯვა. მაშინ ეს "მანჩესტერმა" "იუვენტუსთან" მოახერხა (3:2), ფინალში კი "ბაიერნს" 2:1 სძლია.

ლონდონი პირველი ქალაქია, რომლის 3 გუნდი ფინალში გავიდა.

ლუკას მოურა ტურნირის ისტორიაში ნახევარფინალში ჰეთ-თრიკის შემსრულებელი მეხუთე ფეხბურთელია.

19 წლის დე ლიხტი ასაკით ახალგაზრდებს შორის მეოთხე ფეხბურთელია, რომელმაც ნახევარფინალში გოლი გაიტანა. მასზე ახალგაზრდები გოლის გატანის მომენტში ნორდინ ვოტერი (აიაქსი, 1996), ობაფემი მარტენსი (ინტერი, 2003) და კილიან მბაპე (მონაკო, 2017) იყვნენ.

დეილი ბლინდმა ტურნირზე "აიაქსის" შემადგენლობაში 26-ე მატჩი ჩაატარა და ამ მაჩვენებლით თავის მამას, დენი ბლინდს დაეწია, რომელიც ამსტერდამულ გუნდში 1986-99 წლებში თამაშობდა და 1995 წელს ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

ამსტერდამი. "იოჰან კრუიფი". 53 285 მაყურებელი

აიაქსი - ტოტენჰემი 2:3

გოლები: 1:0 დე ლიხტი (5), 2:0 ზიეში (35), 2:1 მოურა (56), 2:2 მოურა (59), 2:3 მოურა (90+6)

აიაქსი: ონანა, მაზრაუი, დე ლიხტი, ბლინდი, ვან დე ბეკი (მაგალიანი 90), დე იონგი, შონე (ველტმანი 62), ზიეში, ტადიჩი, დოლბერგი (სინკგრავენი 67), ტალიაფიკო

ტოტენჰემი: ლორისი, ტრიპიერი (ლამელა 81), ალდერვეირელდი, ვერტონგენი, ვანიამა (ლორენტე 46), სისოკო, როუზი (დევისი 83), ერიკსენი, ალი, მოურა, სონი

გ
კაკულია არა ვარ, მაგრამ ვინც კატეგორიულად უარყოფთ ჩაწყობებს, ერთი თამაში მაინც გამახსენეთ ისეთი, რომელიც ჩაწყობილი იყო და თქვენ ეს გამოიცანით მანამ, სანამ გამოძიებამდე არ მივიდა საქმე. ჩაწყობაც ეგაა, რომ ვერ მიხვდეს ამას მაყურებელი, სულაც არ ვამტკიცებ, რომ ეს ორი თამაში ჩაწყობილი იყო, უბრალოდ რომელიმე ვერსიის კატეგორიულად მტკიცება არა მგონია სწორი იყოს.
ზასტაველი
ჩაწყობის რა მოგახსენოთ,მაგრამ ტოტალიზატორები მარხავენ ფეხბურთს,განსაკუთრებით საქართველოში და განსაკუთრებით დაბალ ლიგებში,ფეხბურთი ტოტალიზატორების გარეშე უფრო უკეთესი იქნება.
ბათუ
რა უცნაური ხალხი ხართ რა ჩაწყიბა რის ჩაწყიბა თამაშებს მაინც არ უყურეთ სად დაინახეთ ჩაწყობა ან თუ დაინახეთ რო ბარსამ ან აიაქსმა თამაში ჩააწყო რაღატო გულშემატკივრობთ გამყიდველ გუნდს ლოგიკასთან ახლის მიდით ცოტა
rezi
1000% ანი ხარ, ფეხბურტი კარგა ხანი ქეა რო გაფარჩაკდა, სადაა თქვენი მოსაგები ფული
დავით 67
ჩემი სათქმელი თქვი.გაიხარე.

თამაშის დამთავრებამდე 30 წამით ადრე როცა მეკარეს აქვს ბურთი, ძალიან უნდა მოინდომო რომ მოწინააღმდეგემ მოახერხოს შეტევა. გამოუცდელობა იყო ეს ალბათ და ძალიან დასანანია.
Grisha
ამდენი ხნის განმავლობაში პირველად არ ვაპირებ ლიგის ფინალის ყურებას. პრემიერ ლიგა არ მაინტერესებს
SeeSviT mesis
ბიჭო მესი, რომ არ ახსენოთ მოკვდებით? დაანებეთ თავი შენნაირების სახსენებელი არ არის! ვენაცვალე მესის!
კარგით რა
თუ არ მოგწონთ ფეხბურთი საერთოდ ნუ უყურებთ! ტოტალიზატორში თუ წააგეთ ეგ ჩაწყობების კიარა თქვენი არასწორი პროგნოზის ბრალია...მე ბარსელონას ფანი ვარ, წააგო გუნდმა,გავმწარდი მაგრამ რავქნა ეს არის ფეხბურთი და რეალობას დროა თვალი გავუსწოროთ.ნუ წაიღეთ ტვინი უაზრო კომენტარებით თუ ფეხბურთი აღარ არის საინტერესო თქვენი პეპლებია და სულელურ თეორიებს მოეშვით
გოგა
კლასით აჯობა ტოტენჰემა მაინც. ინგლისის პრემიერლიგის მეოთხეადგილოსანი გუნდი აშკარად ჯობია ჰოლანდის ერდივიზიონის ლიდერს. ძლიერებს უმართლებთ.
ბრავო
გულით მინდოდა ფინალშიც მენახა ის ლაღი,ლამაზი ფეხბურთი რაც აიაქსმა გვიჩვენა.მგონია რომ ერიკ ტენ ჰეგის ფილოსოფია შესასწავლია და სხვა მწვრთნელებმაც უნდა გამოიყენონ.იმედია გვარდიოლას მოსაბეზრებელი ტიკიტაკი ისტორიას ჩაბარდება და ამ მიმართულებით წავა.
margveli
მოურა ყიფულა კაცი :) ეს რომ მესის ექნა საქართველოში რევოლუცია დაიწყებოდა და მესის დანისნავდენე პრემიერ მინისტრად ქართველი ფანები :)
აკაკი
აქ იწერება ჩაწყობილი თამშებიო ასეთი სკეპტიკოსები როგორ უნდა იყოთ ეს ქართველების ფენომენია ხომ.....ასეთი სასწაულები დაგეგმილია ხო ჩაწყობილია არ რატომააა ჩაწყობილი რადგან თქვენმა საყვარელმა კლუბმა წარმატებას ვერ მიაღწია ამიტომ....სასაცილოა სატირელი რომ არ იყოს... რეალის ფანი ვარ მაგრამ ნახეთ რა მოუვიდა დამსახურებულად გავარდა დავიწყო ჩაწყობილი იყოთქო ...იქნებ მსოფლიო ჩემპიონატზეც თქვათ ჩაწყობილი იყოვო სასაცილოა მართლა...ასეთი ჩემპიონთა ლიგა მე არ მახსოვს კარგით რა მორჩით ყველაფერს ეჭვის თვალით ყურებას და დატკბით ფეხბურთით... ლუკას მაურა ლოცულობა მაშინ ზუსტად როცა სასწაული თუ იხსნიდა ტოტენჰემს მას სჯეროდა სასწაულის სწამდა და მოახდინა კიდევაც.. ასეთ რამეზე როგორ უნდა თქვა ჩაწყობილი იყოვო პირადად მე არც ლივერპულს ვქომაგობ არც ტოტენჰემს მაგრამ მათ დაიმსახურეს სადაც არიან ახლა100%ით...

ვინც იმსახურებდა ფინალში გასვლას ეს იყო აიაქსი და ბარსა! რის ლივერპული და ტოტენჰემი. ძალიან შემეცოდა აიაქსის მებრძოლი ბიჭები, ნამდვილად არ იმსახურებდნენ წაგებას. ფორტუნას რა ვუთხარი, თორემ სხვა სურათი უნდა ყოფილიყო. ფუ ასეთი ფინალი.
levani
აბა რამდენი ნეტარ მორწმუნეა ამ საიტზე და რამდენს სჯერავს რომ ბარსელონამ ნახევარ ლივერპულთან (სალაჰის და ფირმინიოს გარეშე ლივერპული ნახევარი გუნდია) 4-0 წააგო ჩაწყობის გარეშე და გუშინ კიდე აიაქსმა ნახევარ ტაიმში 3 გოლი გაუშვა სახლში და ფინალში ვერ გავიდა)))
simartle
აბა რა ეგონა აიაქს რეალთან და იუვენტუსთან რომ თამაშს ჩაუწყობენ და ნახევარფინალში გაიყვანენ სამაგიეროს გადახდასაც მოსთხოვდნენ
gio
ეს ორი ნახევარფინალური თამაში გულისამრევი კლოუნადა იყო. ფეხბურთი დიდი ფულის მომტანი შოუა მას სპორტთან საერთო აღარაფერი აქვს
საბა
ძალიან მაგარია ფეხბურთი....ჩაწყობილი თამაშებუის და ტოტალიზატორის მრევლს შეუძლიათ დატკბნენ გოლების გატანისას რა სირთულეები იტო და როგორ ახერხებენ ფეხბურთელები ჰოლივუდელებზე უკეთესად ემოციების გადმოცემას..:)))))))))))))))))
გიოშა
სადაც არის ფული ბევრი იქ მიიწევს გული ჩემი.
დავით 67
ფეხბურთს უყურე?
a.a.
დემეს, ნუ ნერვიულობ სწორად ვიცი უბრალოდ კლავიატურა არ მიწყობს ხელს.
sdfffff
ამათი თამაში ფეხბურთი კი არა ტინგიცობაა.
მერვეა ინგლისიდან ტოტენჰემი
ჩემპიონთა ლიგაზე კი მეხუთე გუნდია ტოტენჰემი ფინალში (1992 წლიდან) მაგრამ ჩემპიონთა თასსზე ლიდსი იყო ფინალში. ასევე ასტონ ვილამ მოიგო 81-ში და ნოტინგემმა ორჯერ ზედიზედ მოიგო, მგონი 79 და 80-ში

დე ლიხტის ორმა შეცდომამ და ონანას ბღლარძუნმა დაღუპა აიაქსი. ტოტენჰემს კი ეკუთვნოდა ისე, როგორც ლივერპულს. ევროპა ლიგაზე ჩელსი-არსენალი იქნება და დარჩათ სეზონი ინგლისელებს
Kote
აიაკსის დგევანდელი ცაგებული ტამასი მირცევნია ,და ამ პატარა ბიცების ცრემლი როცა დამტავრდა ტამასი , იმ ერტ ცელსი გაკეტებულ მილიარდელების ევკსიტ ნოლიტ მოგებულ ტამასებს...
Lasha
Mexute inglisuri gamogrchat romelmac tu zustad maxsovs orjer zedized moigo liga...
NN
თუ იმას გავითვალისწინებთ რომტოტენჰემი სიტისტანაც ძალიან იღბლიანად გავიდნენ და დღესაც მიუხედავად მეორე ტაიმში დიდი უპირატესობისა ბოლო წამებზე გასული ბურტი მარტლაც იღბალი იყო და თუ ამ იღბლიანობის ლოგიკას მივყვებით ტოტენჰემი შეიძლება გაჩემპიონდეს კიდეც - - - კარგად დააკვირდით სიტუაციას აიაქსმა ტოტენჰემს ჩამოაშორა შესაძლო ძლიერი მეტოქეები რეალი და იუვენტუსი, ლოვერპულმა ჩამოაშორა ბარსელონა და ხშირად ესე ხდება ხოლმე ვიღაცეები ვიღაცისთვის წვალობენ რომ მას გაუკაფონ და გაუადვილონ გზა ჩემპიონობისკენ - აი ესეთია იღბლის "ლოგიკა"
Ek
Milan yes, მოვა ძველი დრო და გუგუნი
დემე
თუ ასე გიყვარს სახელი მაინც დაიმახსოვრე მომავალში მაინც სწორად გამოთქვა ფეხბურთი
a.a.
უდიდესი პატივისცემა სპორტის ყველა სახეობას მარა პეხბურტტან ვერცერტი ვერ მივა, პეხბურტი მეტია ვიდრე სპორტი!
თორნიკე
ისე შემეცოდა აიაქსი და ისე განვიცადე თითქოს ჩემი საყვარალი გუნდი გავარადა პ.ს. ჩემი გუნდი დიდი ხანია გავარდა. FORZA MILAN!
აკაკი
ყოჩაღ ტოტენჰემი ყოჩაღ მაურა ყოჩაღ ლორის ყოჩაღ პოჩეტინო ეს ნამდვილი სასწაულია... მეორე ტაიმის დასაწყიში ლუკას მაურას ხელები გაშლილი ქონდა და ლოცულობდა რაღაც გავიფიქრე ნუთუ შესაძლებელია ასეთი რამთქო ასე უიმედოდ თითქოს განწირული უკვე ტოტენჰემითქო ნუთუ ასე ჯერათქო ასე სწამსთქო იქნებ ახდესკიდევაცთქო...მას რწმენა ქონდა ჯეროდა სთხოვდა სასწაულს ელოდა და მოახდინა კიდევაც ღმერთის დახმარებით...ეს ნამდვილი ზღაპარია გწამდეთ მეგობრებო სასწაულების სასწაულები ყველგან ხდება.....
[VIDEO] "იბერია 1999" "მალმიოსთან" ისევ დამარცხდა და კონფერენს ლიგაზე გადაერთვება
[VIDEO] ორი არდანიშნული პენალტი - "იბერია 1999" სახლში "მალმიოსთან" 1:3 დამარცხდა
"განავალი უნდა შეჭამო და მოინელო" - "ინტერის" მწვრთნელი პსჟ-სთან მარცხზე
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია
"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა
ლუის ენრიკე რევოლუციურ ცვლილებებს აპირებს - იქნება კვარაცხელია სასტარტოში?
ლუკას მოურა: ნამდვილად არ მჯერა, რომ ვან დეიკი...
ჰარი კეინმა "იუვენტუსს" ცენტრიდან გაუტანა [VIDEO]
"ბარსადან" უთქმელი სიტყვებით გამომაგდეს - ბრაზილიელი მცველი
"უFacebook-ობისას" ცოლს გამოველაპარაკე, კარგი ადამიანი ჩანს - ლუკას მოურა
"დე ბურის კაბინეტში შევდივარ და ვხედავ, რომ..." - შოთა არველაძე განვლილ კარიერაზე და მომავალზე
37 წლის ჰუნტელაარი მოედანზე 89-ე წუთზე გამოვიდა, დუბლი შეასრულა და "აიაქსს" მოაგებინა [VIDEO]
22.5 მილიონი ევრო გადაიხადეს და განაცხადში შეყვანა დაავიწყდათ
"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს
კონტე ლონდონში საკუთარი სიით მიდის
გუნდში დარჩა კეინი და დაიმატეს უძლიერესი მცველი - თუ კვარაცხელია "ტოტენჰემში" გადავა, სუპერშემადგენლობა დახვდება
რატომ გააქტიურდა "ტოტენჰემი" ხვიჩას ტრანსფერზე - მიზეზი ერთი ადამიანია...
ლუკას მოურა ახლობლებისთვის ჩემპიონთა ლიგის ფინალზე ბილეთებს ვერ შოულობს
"აიაქსმა" ახალი ფორმა ბობ მარლის მიუძღვნა [PHOTO]
"მეორე ადგილისთვის პრიზს არ აძლევენ" - გალასმა "არსენალი" გააკრიტიკა
ლუკას მოურამ "ტოტენჰემთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
ლუკას მოურა: რთული იქნება კეინის წასვლა, იმედია, დარჩება
"აიაქსის" 16 წლის ფეხბურთელი 18 წლის ძმასთან ერთად დაიღუპა
კვარაცხელიას აგენტი "აიაქსის" დირექტორს უახლოეს დღეებში შეხვდება