ჰოკეი. მსოფლიოს ჩემპიონატი
ამერიკის ნაკრებმა, რომლის საშუალო ასაკი 24 წელს არ აღემატება, ვერაფერი გააწყო ჩეხეთის კარგად შეთამაშებულ და გამოცდილ გუნდთან. ყოველდღიურად უმატებს თამაშს იაგრის, ჩერვენკასა და პლეკანეცის სამეული. ამჯერად ამ ტრიომ ფანტასტიკური მატჩი ჩაატარა - ტაი კონკლინის კარში გატანილი ოთხი შაიბა სწორედ მათი ორგანიზებული იყო, გარდა ამის, კიდევ კინაღამ ოთხი გაიტანეს: მეკარესთან სამჯერ პირისპირ გასვლა გააფუჭა პლეკანეცმა, ჩერვენკას ერთი სახიფათო გასროლა კი მეკარემ მოიგერია. რაც შეეხება 39 წლის იაგრს, მან ამ მატჩში ნამდვილი ბენეფისი მოიწყო - ლეგენდარული ვეტერანის შეჩერება შეუძლებელი იყო.

მატჩის შემდეგ ჩეხების დამრიგებელმა ალოიზ ჰადამჩიკმა ჰეთ-თრიკის ავტორის თამაშს "ბრწყინვალე" უწოდა, თავად მატჩის გმირმა კი მოკრძალებულად განაცხადა, რომ ფორმის პიკზე ჯერ არ გასულა. გასაკვირი არ არის, რომ ჩეხ ლეგენდას აქტიურად იწვევენ NHL-ის კლუბები.

ჩეხეთი და ამერიკა აქამდე ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში. ამერიკელებმა 2004 წელს 3:2 გაიმარჯვეს, ევროპელებმა კი მომდევნო წელს იგივე ანგარიშით აიღეს რევანში.

ზედიზედ მეორე ჩემპიონატია გერმანია არაფერში ჩამორჩებოდა ფავორიტებს, მაგრამ ისევ ვერ გააღწია ბოლომდე. შარშანდელი პირველობის საუკეთესო მოთამაშეს, გერმანელთა მეკარე დენის ენდრაშს ამ ჩემპიონატზე ძალიან არ უმართლებს - საიმედო თამაშის ფონზე დასანან შაიბებს უშვებს: საქმეში ერთვება რიკოშეტები, დაცვაში შეცდომები, ძელიდან გოლები... ამჯერადაც 28-ე წამზე ტიორნბერგის გოლი რიკოშეტით გავიდა და "ტრე კრუნური" დაწინაურდა.

გერმანია არ დაიბნა და მალე გაათანაბრა ანგარიში, შემდეგ კი ამ გოლით გამხნევებული აქტიურად წავიდა წინ და დარტყმების რაოდენობით აჯობა მეტოქეს. თითქოს ყველაფერი წესრიგში იყო, მაგრამ დაცვაში მორიგმა შეცდომამ პატრიკ ბერგლუნდის გოლი მოიტანა. პასის ავტორი ტიორნბერგი იყო. ამ დუეტმა შვედეთის ხუთიდან სამ გოლში მიიღო მონაწილეობა.

მატჩის შუაში სკანდინავების უპირატესობა ტოტალური გახდა - პერსონისა და ერიქსონის გოლების შემდეგ ანგარიში 4:1 იყო "ტრე კრუნურის" სასარგებლოდ. თითქოს მატჩს ინტრიგა აღარ ჰქონდა, მაგრამ ვოლფმა იყოჩაღა და ბოლო მეოთხედისთვის გერმანელთა ჩამორჩენა ორ შაიბამდე დაიყვანა.

გერმანელების მეკარე ენდრაში ვახსენეთ და ასევე უნდა აღვნიშნოთ შვედეთის ლიგის საუკეთესო გოლკიპერის ფასტის თამაში. ამ გოლკიპერს უკვე სამი "შათაუტი" დაუგროვდა და მოგერიებისა და საიმედოობის ფანტასტიკური მაჩვენებელი აქვს.

მატჩის ბედი 48-ე წუთზე გადაწყდა, როცა მარტინ ტიორნბერგმა დუბლი გაიფორმა. შვედეთი ყოველგვარი პრობლემის გარეშე, კლასის ხარჯზე გავიდა ნახევარფინალში, სადაც უფრო სერიოზულ მეტოქეს, მოქმედ ჩემპიონ ჩეხეთს შეხვდება.

1/4 ფინალი

ჩეხეთი-აშშ 4:0

1:0, 1:0, 2:0

გოლები: 1:0 იაგრი-3 (ჩერვენკა-5), 2:0 იაგრი-4 (პლეკანეცი-2, რახუნეკი-2), 3:0 პლეკანეცი-5 (ფროლიკი-2, ჟიდლიცკი-3), 4:0 იაგრი-5 (პლეკანეცი-3).

შვედეთი-გერმანია 5:2

2:1, 2:1, 1:0

გოლები: 1:0 ტიორნბერგი-1 (ბერგლუნდი-1), 1:1 ბარტა-2 (მაუერი-3, კინკი-2), 2:1 ბერგლუნდი-6 (ტიორნბერგი-3, ფასტი-1), 3:1 პერსონი-3 (ნილსონი-5, ეკმან ლარსონი-2), 4:1 ერიქსონი-3 (რუნდბლადი-1, ნილსონი-6), 4:2 ვოლფი-2 (რანკელი-2, ჰოლცერი-1), 5:2 ტიორნბერგი-2 (ბერგლუნდი-2, პააიარვი-5).

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა