ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

"თუ ვერ მოვიძიეთ თანხები, სავარაუდოდ, მომიწევს გუნდი დავტოვო" - "ტორპედოს" პრეზიდენტი ფეხბურთელებს შეხვდა

"თუ ვერ მოვიძიეთ თანხები, სავარაუდოდ, მომიწევს გუნდი დავტოვო" - "ტორპედოს" პრეზიდენტი ფეხბურთელებს შეხვდა

ქუთაისის "ტორპედოს" საწვრთნელ ბაზაზე ფეხბურთელები გუნდის პრეზიდენტს შეხვდნენ.

შეხვედრაზე "ტორპედოელებმა" გუნდში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს. ზაალ ჩაჩავა გუნდს დავალიანების თვის ბოლომდე გადახდას დაპირდა.

ზაალ ჩაჩავას განცხადებით, პრობლემები გუნდში ჩინელი ინვესტორების წასვლამ გამოიწვია.

"პრობლემები შეგვექმნა, რადგან ჩინურმა კომპანიამ "ჰუალინგ ჯგუფმა" ხელშეკრულება შეწყვიტა. მათ უარი თქვეს დაფინანსებაზე, რის გამოც შესაძლოა, სასამართლოს მივმართოთ. ამ დღეებში კიდევ ერთხელ შევხვდები კომპანიის დირექტორს და გადაწყდება გააგრძელებენ თუ არა თანამშრომლობას. რაც შეეხება დავალიანებას, თვის ბოლომდე დაიფარება. მაქვს მოლაპარაკება ორ კომპანიასთან, რომ ჩინელების ნაცვლად შემოვიდნენ და "ტორპედომ" გააგრძელოს თამაში. ჩვენ რომ მოვედით გუნდში არაფერი არსებობდა და მაქსიმალური შედეგი დავდეთ, ორჯერ გავხდით ჩემპიონები, ვასპარეზობთ წარმატებით"- განაცხადა ზაალ ჩაჩავამ.

კითხვაზე, დგას თუ არა დღის წესრიგში მისი გუნდიდან წასვლის საკითხი, პასუხობს:

"მაქსიმალურს ვაკეთებთ, რომ პრობლემა მოგვარდეს და დავალიანება დავფაროთ. მოგეხსენებათ არ არის ადვილი, მით უმეტეს, როცა პარტნიორებმა დაგვტოვეს. თუ ვერ მოხერხდა და ვერ მოვიძიეთ თანხებს, სავარაუდოდ, მომიწევს გუნდი დავტოვო და დავუბრუნო მუნიციპალიტეტს".

ჩაჩავა ჯერ არ აკონკრეტეს ვისთან აწარმოებს მოლაპარაკებას, თუმცა ამბობს, რომ ერთი რუსული, მეორე კი ქართული კომპანიაა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი არ გაუკეთებიათ ფეხბურთელებს და მწვრთნელს. მათი თქმით, ამ ეტაპზე ვერაფერს იტყვიან, რადგან, რაღაც საკითხები დაუზუსტებელია. დღესვე ზაალ ჩაჩავას "ტორპედოს" გულშემატკივრები შეხვდნენ.მათი თქით, ჩაჩავას განამარტებები ბუნდოვანია, რადგან გუნდი ჩაჩავამ შეიძინა და ჩინური კომპანია არაფერ შუაშია, ამიტომ გუნდზე მას უნდა ეზრუნა.

ქუთაისის "ტორპედო" აუქციონზე 2017 წელს გაიყიდა ის ბუზნესმენმა ზაალ ჩაჩავამ შეიძინა.

იმერულ კლუბში მისი მოსვლის შემდეგ, "ტორპედომ" ეროვნული ლიგა, საქართველოს თასი და 2-ჯერ სუპერთასი მოიგო.

ნესტან ჩაგელიშვილი Sportall.ge-ისთვის

• Ng

ჯერ ჰაბიტუსზე შეხედეთ, ეს გუნდში რომ არაფრის მომტანი და პირიქით წამღლეტი იყო თავიდანვე ჩანდა...საცოდავო საქართველოვ, საით მიექანები:(

• ვასო

დასაჭერები არიან სუყველა, ფედერაციიდან დაწყებული. დანერგეს უნიჭო, ჩამორჩენილი მაფიოზური სისტემა და მორჩა. აქ განვითარებაზე, სპორტზე, ღირსებაზე საუბარი ზედმეტია. გასარკვევია ვინ მოიყვანა ჩაჩუა მანდ და მორჩა. იგივე ვითარებაა ნაკრებშიც. ერთი და იგივე დამყაყებული ფეხბურთელები., ბებრები, დამტვრეულ-მოურჩენლები, უთამაშებლები, პატრონიან-საახლობლოიანები, უნიჭოები. ნამდვილ მოთამაშეებს ეგენი არ ათამაშებენ. ამოვიდა კისერში ამდენი უსამართლობა, არც არავინაა რაიმეს მთქმელი. ა-ეს ჟურნალისტები ყველა ნაყიდი ყავთ მგონი. სინათლე საერთოდ არ სჩანს. მიშა რავა უნდა ინატრო კაცმა. ფეხბურთი შევარდნაძის დროს უფრო მაღალ დონეზე იდგა, ბევრად. კატასტროფაა ქართულ ფეხბურთში, ყარს და გული მტკივა, შემაძულეს ფეხბურთიც და ქვეყანაც.

• ნუგზარ ნავაძე

პირველ კომენტარში,რომელიც გამეორდა, მარტო სახელი დავწერე, ეხლა გვარსაც ვწერ, არ მესმის რატომ წერთ ფსევდონიმებით, რა არის დასამალი, მით უმეტეს ბევრი კარგი კომენტარია და მინდა ვიცოდე ეს ხალხი.ეს პრეზიდენტი, რომ პირადი დაინტერესებისათვის არის მოსული ეჭვი გეპარებათ? მისი გვარი მე პირველად ეხლა გავიგე, ტორპედოს თამაშებს არ ესწრება, ინტერვიუს არ იძლევა, საფეხბურთო წრეებში არსად დამინახავს, ცუდია, რომ განგაშის ზარები ადრე არ ატყდა-კლუბის კუთვნილება ყველაფრის უფლებას არ იძლევა. მე უკვე ეჭვი მაქვს,რომ ამ კაცს გუნდის გამარჯვებები აღარ აინტერესებს, რადგან პრემიებს ვეღარ მოთხოვენ(იქნება ასეთი დათქმა კონტრაქტებში). კლუბის მოვლა ადვილი საქმე არ არის,შეიძლება მართლაც არის ობიექტური მიზეზები, რაც არ მგონია იმ შემოსავლების ფონზე,რაც კლუბს უნდა მიეღო, თუ ვცდები საჯაროდ მოუხდი ბოდიშს პრეზიდენტს, ეხლა მთავარია საბურთალოსთან მატჩის წინ სრული მობილიზება. წარმატებები ტორპედოელებო.

• ვაი ჩვენთვის

ჯიბაში ძამა, ჯიბაშიიიიიი

• kote

თუ ეს კაცი მესაკუთრე იყო კლუბის (და ყველამ ესე ვიცით ეს ამბავი) და წაიღო ის ფული საკუთარ ჯიბეში, სამართალდამცავები რა შუაში არიან? კლუბს როცა ასხვისებენ, მაშინ უნდა იფიქრონ მეტი, თორემ ამ სიტუაციაში ვინ ვის რა უნდა მოთხოვოს?

• FC VALI

კი წავა, მაგრამ ამდენ ვალდებულებას ვის უტოვებს ? მერია ამ ვალის გამსტუმრებელი არაა

• samana

ეს სახეზე აწერია რაც იქნება

• Gogas

მე2 ქალაქი ბათუმია მოსახლეობით ! ქუთაისი დღევანდელი მონაცემებით მე4 ქალაქი არის. 1 თბილისი 2 ბათუმი 3 რუსთავი 4 ქუთაისი

• rodemdeee

მარტო საქართველოში შეიძლება მოხდეს რო ჯერ 2 წრე არ არის მორჩენილი და ფიფანსები აღარ აქვს გუნდს და შუა სეზონში ეძებს სპონსორს.რას ქვია სპონსორებმა დაგვტოვეს იმ სპონსორებთან ხელშეკრულება არ იყო გაფორმებული ? არ ქონდათ ვალდებულება რო სეზონის ბოლომდე გუნდი დაეფინანსებიათ? ესე ადგე და წახვიდე ეგრე სადაა.პსიუს ამას ეს ზაალა მფლობელი ხო არის გუნდი და თვითონ თუარ ქონდა ფული სად მოდიოდა ვიღაც ჩინელის იმედზე რაღაც ნიტოა აქ.სხვას აბრალებს და თვითონ უნდა რო გამოძვრეს.შემოსული თანხები რო ჯიბეებში იტაკეთ მაშინ იყო თქვენი გუნდი და ხელფასი როუნდა მიცეთ ბიჭებს მაშინ ვიღაც ჩინელებს ახსენებს. კარგი რა სირცხვილია პატრონი არ ყავს ქვეყანას თორე ესენი დასაჭერები არიან

• guria

მართალია სამტრედსკი ახალა ბათუმის დინამოს დროა ორ წელიწადში სხვა იქნება და ასე შემდეგ აბა ჩაჩავას რა ბიზნესები ქონდა რომ გუნდი შეენახა თავიდანვე ცხადი იყო რომ ეს მოხდებოდა ტორპედოს გრუბად რო ვთქვათ თვეში 300 ათას ლარამდე ხარჯი აქვს და საიდან ეს თანხები ჩაჩავა იყო მაგის გარანტი.

• ქუთაისელი

ასე ალიო-ფალიობაზე როგორ უნდა ანდოთ ხალხს გუნდი? ამოიღეთ რა პროგრამითაც მობრძანდა ე.წ. პრეზიდენტი, და თუ რომელიმე პუნქტი დაარღვია, პასუხი უნდა აგოს! თუ ასეთი ფორს-მაჟორული სიტუაციები არ გაითვალისწინა სელმწიფოს მხარემ, მაშინ სახელმწიფოს მხრიდან ვინც მოაწერა ხელი, ის უნდა დაიკითხოს.. ჟურნალისტებო, მოიპოვეთ დოკუმენტები, მარტო ნათქვამის გავრცელება არაა თქვენი საქმე..

• samtredski

სამწუხაროდ ორი ან ერთ წლიანი გუნდები გვყავს და უნდა შევეგუოთ. როცა მეგონა რო ჩემპიონატი მაგარ ფორმაში შედიოდა ზღაპარი ყოფილა ეხლა ბათუმის აღზევების ხანაა მერე ერთ ორ წელიწადში ისიც ისევე იქნება როგორც ტორპედო და სამტრედია.

• გიორგი

მოგებული მაისური რომ არ გადმომცა და ფეხებზე დაიკიდა, აი მანდ გამოჩნდა მაგ კაცის სახე.

• დავით

დაიბარონ გუნდის უფროსობა პროკურატურაში და დაკითხონ ეხლავე. რატოა ტორპედო ესეთ დღეში და სად წაიღეს ფედერაცისგან უეფასგან სპონსოეისგან დარიცხული თანხები. დასაჭერია ჩაჩავა ამას მთწლი საქართველო აშკარად ვხედავთ

• გოგა

ქვეყნის დედაქალაქის შემდეგ მეორე ქალაქია ქუთაისი და რაც ეხლა ტორპედოში ხდება ეგაა ქვეყნის მთავრობის და ფედერაციის სირცხვილი. აუდიტი შევიდეა და გარკვიოს ხალხის ფული,რო გადაცა ფედერაციამ თითქმის 2 მილიონ ლარამდე სად წავიდა ეგ ფული? მითუმეტეს ჩინელებიც აფინანსებდნენ. ეგ მარტო ქუთაისის არა ქართველი ხალხის დაცინვაა ბიუჯეტიდან ურიგებენ კლუბებს ფულს.

• gio

თუ ფული არ ქონდა რა ბიზნესმენი იყო, ან ვინ აიძულა ტორპედო იყიდეო, ან ვის იმედზე მოდიოდა, ვინ გადაუხდიდა ფულს, ან რა ინვესტორს ეძებდა, თვითონ მოჯდნენ ბოლო კლასის მანქანებზე. ბუღალტერია გახადეთ გამჭვირვალე.

• gaga

ქუთაისში არ გამოჩენა არ არის გამოსავალი. საფინანსო უნდა დაინტერესდეს და აგოს პასუხი ყველანაირად და დააბრუნოს ის თანხები, რაც მიითვისა.

• Gia

Normaluri prezidenti da direktori ise gansazgvravda biujets rom kovelcelicads evro turnirebze gasvlis tanxit sheidzleboda gundis shenaxva,amas daemateboda fondis tanxa da ikneboda stsbiliroba,magram chachava arc fexburtis mokvarulia da arc sakme ar icis!ra shuashia chinuri kompania?klubi roca ikida mat imedze iko?im cels roca torpedo chempioni gaxda oficialurad es 3 tvis mosuli iko anu fondis fulit moxda gindis dastabilurebac da shedegis dadebac,normalurad martavda im dros meriac da is xalxi vinc ik iko da esaa somartle..aman kide shedegis mere agebuli fulic ki ver gamoikena cinsvlistvis!!!

• Vasili

ესეთ ტიპებს რა უნდათ ქართულ ფეხბურთში?! ფულის მოტეხვის და ახვევის სუნი ასდის მანდ ყველაფერს! ვერ ვხვდები, თუკი გუნდი იგებს ტურნირს და ფინანსდება როგორღა ჩნდება ფინასსური პრობლემა?! მაგარი უკუღმართი ქვეყანა ვართ რა, ვინც ფულს დებდა ქართულ ფეხბურთში ყველა ჩაჩეხეს და ესეთ გაურკვეველ , ბუნდოვან ხალხს გზა გაუხსნეს... ზესტაფონში ფული იდებოდა და გააქრეს, ამერი გახსოვთ? რა გულშემატკივრობა და როგორი წარმატებები ქონდათ, და ეგენიც გააქრეს ,, ეს მახრა ხალხი კიდე შესევია ამ ტოროედოს, ამ დინამოს და ა.შ. ესე დონე ჩვენი ჩემპიონატის ნამდვილად ვერ აიწევა...

• არტაგი

მოუწოდებ სამართალდამცავ ორგანოებს დაინტერესდნენ ზაალ ჩაჩავას პიროვნებით!!!... კლუბი გაძარცვა და მშრალად უნდა წასვლა!!!...

• კახა

იოლი ფულის შოვნა უნდოდა ბიჭს არ გამოუვიდა, სტაფი ვერ შეკრიბა წესიერი წინა წელს ლიგაზე რომ გასულიყო წაციცქნიდა არც წელს ააქვს წესიერი ლეგიონერის მოყვანის თავი და გაქცევა უნდა რომ პასუხი არ მითხოვია შედეგის არ ქონის გამო ამ მწვრთნელით და ამ შემადგენლობით შანსი არ ააქვს კარგად იცის კარგი მწვრთნელი და ლეგიონერი მინიმუმ სამი ოთხი კაცი მაინც უნდა ყველა რგოლში თითო კაცი მხოლოდ ამ შემთხვევაშია. შანსი რამე შედეგი დაიდოს კარგად იცის ეს და გარბის

• ziqenbud

საღოლ ძმაო :)))) ვითომ რეკლამაა, არადა უარესია, ყველას ნერვებს უშლის და უარყოფით შედეგს უფრო იძლევა ვიდრე დადებითს :)))

• ნუგზარი

ეს არ არის ასეთ სიტუაციაში მყოფი გუნდისთვის პრეზიდენტის პასუხი,თქვენი წასვლა ადვილი არ იქნება,საზოგადოებას და პირველ რიგში გუნდის პატრიოტ, თავმოყვარე და პროფესიონალ ბიჭებს, რომლებმაც დადეს ის შედეგი რითაც თავს იწონებთ, გააცანით დეტალურად როგორ დაიხარჯა თანხები, რაც გუნდში შემოვიდა ევროტურნირებში წარმატებული მონაწილეობით და სხვა გზებით. ისე ის ვალი კი არ უნდა გაუსტუმრო ბატონო ზაალ პრემიაც უდა დაამატო მას იმისათვის, რომ ასეთ ვითარებაში გუნდმა სახე შეინარჩუნა და არც კი შეიმჩნია ის რაც ხდებოდა, და რაც ჩემზე კარგად იცით თქვენ, ფეხბურთი კოლექტიური თამაშია და მეტად ფაქიზი ორგანიზმია, ეს უნდა იცოდეთ.

• ნუგზარი

ეს არ არის ასეთ სიტუაციაში მყოფი გუნდისთვის პრეზიდენტის პასუხი,თქვენი წასვლა ადვილი არ იქნება,საზოგადოებას და პირველ რიგში გუნდის პატრიოტ, თავმოყვარე და პროფესიონალ ბიჭებს, რომლებმაც დადეს ის შედეგი რითაც თავს იწონებთ, გააცანით დეტალურად როგორ დაიხარჯა თანხები, რაც გუნდში შემოვიდა ევროტურნირებში წარმატებული მონაწილეობით და სხვა გზებით. ისე ის ვალი კი არ უნდა გაუსტუმრო ბატონო ზაალ პრემიაც უდა დაამატო მას იმისათვის, რომ ასეთ ვითარებაში გუნდმა სახე შეინარჩუნა და არც კი შეიმჩნია ის რაც ხდებოდა, და რაც ჩემზე კარგად იცით თქვენ, ფეხბურთი კოლექტიური თამაშია და მეტად ფაქიზი ორგანიზმია, ეს უნდა იცოდეთ.

• ლმ

მოდი დავთვალოთ. საშუალო ხელფასი 10 000 ლარი რომ ავიღოთ 20 კაცზე 200 000 ლარია თვეში. წელიწადში 3 000 000 ლარი თავისი საშემოსავლოთი. კვება და ტრანსპორტი ეკიპირება და ა.შ. ალბათ ყველაზე დიდი 1 000 000 ლარი. 5 მლნ სად წავიდა შენ ახვარო შენ ???

• Maersk

და უეფასაგან და ფედერაციისაგან მიღებული თანხები სად წავიდა? ვფიქრობ სამართალდამცავები უნდა დაინტერესდნენ ამ კაცის საქმიანობით ტორპედოში

• ზუგდიდი

ფედერცისგან ჩემპინატიდან და თასის მოგებით მგონი სოლიდური ფული გამოიმუშავა ტორპედომ და პლუს ევროტურნირებიდანაც. სადღაც წავიკითხე და თუ არ ვცდები ჯამში 2 მილიონი და ეგ თანხა სად წავიდა? მითუმეტეა თუ ფეხბურთელებს ჩინელები უხდიდნენ ხელფას. გული მწყდება ტორპედოზე,აეწყო გუნდი და რო დაიშალოს არ იმოქმედებს ეს დადებითად ეროვნული ლიგისთვის. ეგ ჩაჩავა ნამდვილად არ ვიცი რისი მაქნისია,მაგრამ არ ჩანს კაი კაცი.

• ზას.

ამას ისე უნდა შევუქმნათ მდგომარეობა რომ,ქუთაისში ვერ გამოჩდეს.

• goga

amas uyuret ra! unda daichiron da daabrunebinon motexili fuli! 2 welia chams torpedos!

• Gigo

Didi afiora gamogivida zaal!

• QT

მოდი ცოტა სხვა კუთხით შევხედოთ ამ ყველაფერს. ჩემი აზრით ტორპედოში არის საკმაოდ მაღალი ხელფასები (კითხეთ გულშემატკივრებმა ფეხბურთელებს თუ რამდენს შეადგენს მათი ყოველთვიური ხელფასი),რაც იმითაა გამოწვეული რომ ახალ მენეჯმენტს არ უნდოდა დაეშალა ძირითადი ბირთვი, შესაბამისად ფეხბურთელებმაც მოითხოვეს მაღალი ანაზღაურება, ასევე ყველა გულშემატკივარს უნდა კლუბში თამაშობდეს კარგი ლეგიონერი და ამასაც გაართვა თავი (აზაცკი და ლუკა მგონია რომ მართლა ნორმალური ლეგონერები არიან, შარშანდელბსაც არაუშავდათ ერთიორს), ამ ყველაფრისთვის უეფას და სახელმწიფოს ფული საკმარისი არ აღმოჩნდა, რისთისაც მოიყვანეს სპონსორები, რომელბიც სამწუხაროდ წავიდნენ და დარჩა ეს მაღალი ხელფასები გადაუხდელი. საინტერესო ისაა რატომ მოვიდა და მერე ასევე რატომ წავიდა ეს ჩინური კომპანია, რა მიზანი ქონდა მოსვლის და რა მიზეზი წასვლის. იმედს ვიტოვებ მოიძიებენ სპონსორს, მწვრთნელ ფეხბურთელებიც გაითვალისწინებენ ამ მდგომარეობას და შემცირებულ ხელფასზე ითამაშებენ. მართლა რაღაცას ემსგავსება ეს ჩვენი ჩემპიონატი და ეხლა ამ გუნდის დაშლა იქნება ძალიან უკან გადადგმული ნაბიჯი.

• ლმ

და უეფას მიერ ჩარიცხული 9 მლნ ლარი სად წავიდა ??? ამუნიამ შეჭამა ??? როგორ უნდა შეარჩინონ. რა ქვეყანაა, რა ფედერაცია. სად არის აუდიტი, კონტროლი, მერია, სასამართლო ???

• დდდ

დასაჭერია ეს კაცი

• მამუკა

ცხოვრებაში აღარ შევალ ვენდისში,დავიღალე!!!

• რომა

ქართული კლუბებიდან ყველაზე მეტი ტორპედომ გამოიმუშავა რადგან სამი ეტაპი დაძლია. პლუს ფედერაციის დაფინანსება და სად წაიღო ჩაჩავამ 3 მილიონამდე ლარი?

• doctor oncologey

მატყუარა ხარ ჩაჩავა

• აფერისტების ქვეყანა

ტიპი რა გარეწარია, ამდენი ფული მოტეხა ფედერაციისგან და უეფასგან ამ აფერისტმა, ორიბსეზონი ეყოგოდა გუნდს.

• tbiliskii

ამას ნორმარულ ქვეყანაში მიუჩენდნენ ადგილს სადაც საჭიროა

• ტოტტი

თუ ერთი ადგილი არ ქონდა ტორპედოს პატრონობისთვის რაღას მოვიდა მაშინ, მე მახსოვს სანამ ტორპედოს შეიძენდა ამბობდა მთავარია შევიძინო და ავაყვავებ ტორპედოსო . მოკლედ საარჩევნო ტყუილივით გამოუივიდა

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა

"ძალიან დაბალი დონის ჩემპიონატი გვაქვს, ყოველი წელი უარესია" - გიორგი ჭიაბრიშვილი "გარეჯთან" გამარჯვების შემდეგ

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია

"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა

გერმანელები აღარ სჩანან, უკრაინელები ფიქრობენ, იტალიელები ვაჭრობენ - "ტორპედოს" ამბები თეიმურაზ ჩეჩელაშვილისგან

"ტორპედოს" დაბრუნების პროცესი დაიწყო - რა ხდება ქუთაისური კლუბის გარშემო?

საქართველო მხოლოდ 5 ქვეყანას უსწრებს - UEFA-მ კლუბების შედეგების მიხედვით, ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა

ხმაურიანი შეხვედრა მერიაში - "ჩაჩავა "ტორპედოში" ხელფასის სახით 52 ათასსაც იღებდა" [VIDEO]

იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ

ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?

"საჭმელი არ გვაქვს სახლში, დენსაც გვითიშავენ" - "ტორპედოს" თანამშრომლები გაუსაძლის პირობებში

ჩაჩავა ვალის დაბრუნებაზე უარს აცხადებს - საქმე სასამართლოში გაგრძელდება

საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა

რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს

დღეს სამი ქართული კლუბი ითამაშებს - წაგებით დავიწყეთ...

პსჟ-მა "ბარსელონა" მბაპეს თაობაზე გააფრთხილა - 5 სექტემბრის დაიჯესტი [VIDEO]