ქართველმა ლეგიონერებმა გასულ უქმეებზე სხვადასხვა ჩემპიონატში 7 გოლი გაიტანეს, თუმცა ორი ცუდი ფაქტიც მოხდა - გერმანიის მეორე ბუნდესლიგიდან გიორგი ლორიას "მაგდებურგი" გავარდა, პორტუგალიის უმაღლესი დივიზიონი კი ავთო ებრალიძის და გიორგი არაბიძის "ნასიონალმა" დატოვა.

გერმანია

II ბუნდესლიგა. 33-ე ტური. ბერლინის "უნიონმა" "მაგდებურგი" 3:0 დაამარცხა და მეორე ბუნდესლიგა ერთი ტურით ადრე დაატოვებინა. სტუმართა კარს გიორგი ლორია იცავდა, რომელიც დიდი ალბათობით, კლუბს დატოვებს.

ესპანეთი

ლა ლიგა 2. 38-ე ტური. გიორგი აბურჯანიას "ლუგომ" სტუმრად "ხიხონთან" ნულოვანი ფრე ითამაშა. ქართველი ნახევარმცველი 64-ე წუთზე შეცვალეს. "ლუგო" 41 ქულით მე-18 ადგილზეა. მასსავით 41 ქულა აქვს "რაიო მაიადაჰონდას", რომელიც გასავარდნ ზონაშია.

მთელი მატჩი სათადარიგოთა სკამზე გაატარა გიორგი პაპუნაშვილმა, რომლის "სარაგოსამაც" "ექსტრემადურა" 3:0 დაამარცხა.

ბელგია

იუპერლიგა. "გენტმა" სტუმრად 3:2 დაამარცხა "სტანდარტი". გიორგი ჩაკვეტაძე ნაოპერაციებია და რამდენიმე თვე ვარჯიშს ვერ მოახერხებს, გიორგი ქვილითაია კი მოედანზე 85-ე წუთზე გამოჩნდა და 94-ე წუთზე საგოლე გადაცემა შეასრულა.

Video

10.05.19. ქვილითაიას საგოლე პასი სტანდარდთან

90 წუთი ითამაშა ირაკლი ბუღრიძემ "ბეერსხოტის" შემადგენლობაში "შარლერუასთან" წაგებულ (0:3) შეხვედრაში.

პორტუგალია

პრიმიერა ლიგა. 33-ე ტური. გიორგი მაკარიძის "სეტუბალმა" "შავეში" 2:1 დაამარცხა და უმაღლეს დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა, რაც ვერ მოახერხა გიორგი არაბიძის და ავთო ებრალიძის "ნასიონალმა", რომელიც "პორტუსთან" (0:4) დამარცხდა. არაბიძე განაცხადში არ ყოფილა, ებრალიძემ კი მთელი შეხვედრა სათადარიგოთა სკამზე გაატარა.

შვეიცარია

სუპერლიგა. 33-ე ტური. სრული მატჩი ჩაატარა "გრასჰოპერსთან" მოგებულ (4:0) შეხვედრაში "ლუცერნის" მცველმა ოთარ კაკაბაძემ. მან ყვითელი ბარათიც დაიმსახურა.

"ციურიხის" განაცხადში არ ყოფილა ლევან ხარაბაძე, რომლის გუნდმაც "ქსამაქსი" 2:1 დაამარცხა. ქართველების კლუბებს ევროპა ლიგის ზონაში მოხვედრის შანსი აქვთ.

ავსტრია

ბუნდესლიგა. 30-ე ტური. საჩემპიონო ჯგუფში "შტურმი" "აუსტრიასთან" 1:3 დამარცხდა. მასპინძელთა შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა ოთარ კიტეიშვილმა, რომელმაც შეხვედრის სადებიუტო გოლი 29-ე წუთზე გაიტანა, თუმცა მისმა გუნდმა მატჩი მაინც დათმო.

პოლონეთი

ექსტრაკლასა. საუკეთესო იყო მოედანზე ლუკა ზარანდია, რომლის "არკამაც" "სოსნოვიეცი" 2:0 დაამარცხა. ქართველმა შემტევმა გოლიც გაიტანა და საგოლე გადაცემაც შეასრულა.

Video

10.05.19. ზარანდიას გოლი

"სოსნოვიეცის" რიგებში 92-ე წუთზე შეცვალეს გიორგი ივანიშვილი, გიორგი გაბედავა კი თამაშში 75-ე წუთზე ჩაერთო.

ვაკო გვილიას (მე-80 წუთზე შეცვალეს) "გურნიკმა" სტუმრად "ლეგნიცას" მოუგო - 1:0. 75 წუთი ითამაშა ვატო არველაძემ, რომლის "კორონაც" "ვისლასთან" 0:1 დამარცხდა. "პლოცკის" ფეხბურთელი გიორგი მერებაშვილი კი 71-ე წუთზე ჩაერთო "შლიონსკისთან" წაგებულ (1:2) შეხვედრაში.

დანია

სუპერლიგა. 87-ე წუთამდე ითამაშა და საგოლე გადაცემა შეასრულა საბა ლობჟანიძემ, რომლის "რანდერსმაც" "სონდერისკე" 4:3 დაამარცხა. ქართველი ფეხბურთელი პლეი-ოფის შემდეგ ეტაპზეა.

1:4 დამარცხდა "ესბიერგი" "ოდენსესთან". ლაშა პარუნაშვილმა სრული მატჩი ჩაატარა.

რუსეთი

პრემიერლიგა. 28-ე ტური. სადებიუტო გოლი გაიტანა მოსკოვის "ლოკომოტივის" 18 წლის ქართველმა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელმაც "რუბინთან" მოგებულ (4:0) შეხვედრაში უკანასკნელი გოლი გაიტანა. ის თამაშში 78-ე წუთზე ჩაერთო და მეტოქის კარი 87-ე წუთზე აიღო. სრული მატჩი ჩაატარა საბა კვირკველიამ.

Video

10.05.19. კვარაცხელიას გოლი რუბინთან

90 წუთი ითამაშა გია გრიგალავამ ტულის "არსენალის" რიგებში, რომელმაც "ანჟი" 1:0 დაამარცხა. ქართველი ფეხბურთელის გუნდი მე-6 ადგილზეა და ევროპა ლიგაზე მოხვედრის კარგი შანსი აქვს.

უნგრეთი

69 წუთი გაატარა მოედანზე გიორგი ბერიძემ, რომლის "უიპეშტი" "პუშკაშ აკადემიასთან" 0:1 დამარცხდა. სტუმრების რიგებში ბაჩანა არაბულს არ უთამაშია.

ბუბა დაუშვილის (90 წუთი) "ჰალადაში" კი 0:1 დამარცხდა "მეზოკოვეშდთან".

უკრაინა

პრემიერლიგა. 28-ე ტური. "შახტარმა" ხარკოვში "ოლექსანდრია" მიიღო და 2:1 დაამარცხა. ანგარიში დონეცკელთა ქართველმა მცველმა დავით ხოჭოლავამ გახსნა, რომელმაც მეტოქის კარი მე-4 წუთზე თავური დარტყმით აიღო. დიდი ალბათობით, "შახტარი" ჩემპიონობას მომავალ ტურში იზეიმებს.

Video

11.05.19. შახტარი-ოლექსანდრია. დავით ხოჭოლავას გოლი

ჯაბა ლიპარტიამ "არსენალისა" და "ჩერნომორეცის" მატჩში (3:3) მოედანზე მეორე ტაიმი გაატარა და ყვითელი ბარათიც მიიღო.

1:1 დასრულდა "ვორსკლასა" და "კარპატის" მატჩი, სადაც სამმა ქართველმა ფეხბურთელმა მიიღო მონაწილეობა - სანდრო კობახიძემ (22 წუთი), ნიკა სანდოხაძემ (79 წუთი) და ანდრო გიორგაძემ (90 წუთი).

ჩეხეთი

I ლიგა. ვახტანგ ჭანტურიშვილის "ზლინი" 2:3 დამარცხდა "სიგმასთან". ქართველმა ფეხბურთელმა მოედანზე 88 წუთი გაატარა.

ხორვატია

HNL. გიორგი მჭედლიშვილის "გორიცამ" "ისტრა" 4:1 დაამარცხა. ქართველმა ფეხბურთელმა მოედანზე პირველი ტაიმი გაატარა.

ლატვია

ვირშლიგა. ბექა ვაჩიბერაძის "რიგასმა" სტუმრად "იელგავასთან" ფრედ, 0:0 ითამაშა. ქართველმა ფეხბურთელმა 90 წუთი ითამაშა - 0:0.

ლიეტუვა

A ლიგა. ლევან მაჭარაშვილის (90 წუთი) "შტუმბრასი" სტუმრად "ატლანტასს" დაუზავდა - 0:0.

ყაზახეთი

პრემიერლიგა. მე-10 ტური. ელგუჯა ლობჯანიძემ "ასტანას" გაუტანა და მისმა გუნდმა გათამაშების ლიდერი (2:0) დაამარცხა. ქართველმა თავდამსხმელმა 76-ე წუთზე შეაგდო.

Video

11.05.19. ელგუჟა ლობჯანიძემ ასტანას გაუტანა

ნიკა კვეკვესკირის და ჯაბა კანკავას "ტობოლი" "კაისართან" 1:5 განადგურდა. სტუმართაგან ერთადერთი გოლი კვეკვესკირმა გაიტანა, რომელმაც სრული შეხვედრა ჩაატარა. კანკავა კი მოედანზე 69-ე წუთზე შევიდა.

აშშ

MLS. კიდევ ერთი მარცხი იწვნია "სან ხოსემ", რომელიც "ნიუ ინგლენდთან" 1:3 დამარცხდა. სტუმართაგან ერთადერთი გოლი 88-ე წუთზე ვაკო ყაზაიშვილმა გაიტანა. ის თამაშში მეორე ტაიმში ჩაერთო. გურამ კაშია კი ტრავმირებულია.

Video

12.05.19 ვაკო ყაზაიშვილის გოლი MLS-ში

უსახელო
ლობჟანიძის გუნდს სახელი არ აქვს?
ვაისა ძია
ეგრე ვიზამ, მეც ეგრე ვფიქრობდი. კაი აბა და გამოიარე სულ ნუ დაგვივიწყე ძია გენაცვალოს
c
ვაისა ძია__ დაუძახე ნაკრებში ზარანდიას, კვარაცხელიას, გრიგალავას, აღარ გვინდა ეს კაშია, ყაზაიშვილი ანანიძე და მისნაირები. ლორია, გეგეჭკორი, კვირკველია, ხოჭოლავა, გრიგალავა, კანკავა, კვეკვესკირი, ზარანდია, კვარაცხელია, გვილია, ქვილითაია. ისე ყველა მეგრელია ჩემს 11-ეულში :)))) ბარემ ტრენერად ქეცბა და ეგაა გავდივართ სამარგალო :)
შაკო
ჩვენი გუნდების შემხედვარეს ძნელია მაგათ მარაზმები ვეძახოთ
ბუ
რა მარაზმი გუნდებია, მანდაც ზოგი შეცვლაზე შედის, ზოგს არ ათამაშებენ... ესაა დღეს ქართული ფეხბურთის ელიტა? ვიცოდე რისი იმედი გაქვთ საერთოდ
გიო
ხოჭოლავამ ყოფილი კლუბის წინააღმდეგ გოლი გაიტანაო წერთ და როდის თამაშობდა ოლექსანდრიაში?!
[VIDEO] ალისონი აღფრთოვანებული დარჩა - რა რეაქცია ჰქონდა ბრაზილიელს მამარდაშვილის ბრწყინვალე მოგერიებაზე
"ღმერთო დიდებულო, როგორ უყვარს ამ ბიჭს არაერთგვაროვანი ასპარეზობა" - ინგლისური მედია მამარდაშვილის თამაშს გამოეხმაურა
[VIDEO] მამარდაშვილის დიდებული მოგერიებები - "ლივერპულმა" თასზე "ტოტენჰემს" სძლია
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია
"ტოტენჰემთან" მატჩში გიორგი მამარდაშვილი სასტარტოშია
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტი შედგა - "ინტერმა" "უდინეზეს" თამაში 0:2-დან შემოუტრიალა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
ლუის ენრიკემ ჰაკიმის ტრავმის შესახებ გააკეთა კომენტარი
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
იქნება თუ არა დღეს კვარაცხელია ძირითადში - L'Équipe-ის პროგნოზი
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
ქართველების "მეცი" "ნიცას" ფრედ ეთამაშა
ქართველების "მეცი" "ლორიენთან" განადგურდა
ლობჯანიძე ჩინეთის სუპერლიგის გუნდში გადავიდა
"ჩემთვისაც არასასიამოვნო მოსასმენი იყო" - მუჯირი სანიოლის "კვარაზე" გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბრესტთან" მატჩში?
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
ბუდუ ზივზივაძემ კონფერენს ლიგაზე გაიტანა [VIDEO]
კანკავას, კვეკვესკირსა და ზარანდიას ხელფასები საგრძნობლად შეუმცირეს
[VIDEO] ვაკო ყაზაიშვილმა სუპერლიგა დუბლით დახურა!
ნახეთ ვინ დაბრუნდა - ზარანდიამ ვარჯიში განაახლა
ზარანდია ისევ პოლონეთში ითამაშებს
კვარაცხელიას ყოფილმა მწვრთნელმა იური სიომინმა "ოქროს ბურთისთვის" ბრძოლაში თავისი ფავორიტები დაასახელა
ქვილითაიამ კონტრაქტი გერმანულ კლუბთან გააფორმა
ქართველების გარეშე - "შტურმი" "ფენერბაჰჩესთან" ისევ დამარცხდა
კარგი ამბავი სანაკრებო შესვენების წინ - კიტეიშვილი მოედანს უბრუნდება
დაუცხრომელი ზივზივაძე და კვირკველიას გუნდის გასაოცარი ქამბექი [VIDEO]
ვაკოს გადამწყვეტი ბრძოლა "ოქროს ბუცისთვის" და მისი სატრანსფერო ამბავი - სად ითამაშებს ქართველი მომდევნო სეზონში
[VIDEO] ყაზაიშვილი ბწყინვალე ფორმაშია - ამჯერად სლუცკის გუნდთან ჰეთ-თრიკი შეასრულა
წიტაიშვილმა პენალტი მოიპოვა - "ლეხმა" გაიმარჯვა
"სლოვანის" საბერძნეთში ხელიდან გაშვებული გამარჯვება, ზივზივაძის გოლი და "ლეხის" მორიგი მარცხი [VIDEO]
ხვიჩას მატჩის დღე! ნაცნობი და ახალი შემტევები - ბევრი ქართველით...
ოფიციალურად - ზარანდია ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ზურიკო წინ, დღეს ბუდუს ამბავი და პსჟ-ის ბოლო ტური
ევროპა ლიგის წილისყრა - კიტეიშვილის და მამაგეიშვილის მეტოქეები ცნობილია
ვაკოს გოლი და გაფუჭებული პენალტი - ბოლო ტურში "ოქროს ბუცისთვის" ყაზაიშვილს დაძაბული ბრძოლა ექნება
ჩაკვეტაძემ გადამწყვეტი პენალტი ვერ გაიტანა - "სლოვანი" და "ნეფთჩი" გამოვარდნენ, "ლეხი" გავიდა [VIDEO]
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
[VIDEO] "ბარსელონას" ყოფილი მწვრთნელიც აღაფრთოვანა - ყაზაიშვილის პოკერი და საგოლე პასი ჩინეთის ჩემპიონატში
Geo Team: ქვილითაია კარიერას გერმანიის ჩემპიონატში გააგრძელებს
მამაგეიშვილმა და კიტეიშვილმა გაიტანეს - "შტურმი" მერვედფინალში გავიდა
ლუკა ზარანდია "ტობოლიდან" "ზულტე-ვარეგემში" ბრუნდება
ელგუჯა ლობჯანიძე ბათუმის "დინამოს" ტოვებს