"ვოივოდინას" ქართველ შემტევს პირველი სერბული ტიტულის მოპოვების შანსი მსაჯმა მოუსპო
გიორგი მერებაშვილს პირველი სერბული ტიტულის მოპოვების შანსი ჰქონდა, მაგრამ მისი "ვოივოდინა" ქვეყნის თასის ფინალში ბელგრადის "პარტიზანთან" დამარცხდა, თანაც ისე, რომ მატჩისთვის განკუთვნილი დრო მეტოქეებს მოედანზე ბოლომდე არ გაუტარებიათ.

"პარტიზანი" მე-17 წუთზე დაწინაურდა, რის შემდეგაც "ვოივოდინა" გააქტიურდა. მე-60 წუთზე მოედანზე მერებაშვილი გაიყვანეს და ორ წუთში მისი შედეგიანი გადაცემით ნოვისადელებმა ანგარიში გაათანაბრეს.

71-ე წუთზე ბელგრადელები ისევ წინ გავიდნენ, მე-80-ზე კი ქართველი შემტევის პასით კიდევ ერთი გოლი გავიდა, რომელიც მსაჯმა არ ჩათვალა. "ვოივოდინას" მწვრთნელ-ფეხბურთელები ამ ეპიზოდამდეც გამოთქვამდნენ მსაჯობით უკმაყოფილებას, ხოლო არბიტრის ამ გადაწყვეტილებამ კლუბის ხელმძღვანელობას მოთმინების ფიალა აუვსო და "ვოივოდინამ" მოედანი დატოვა.

მერებაშვილი და მისი თანაგუნდელები არც მატჩისშემდგომი დაჯილდოების ცერემონიალს დასწრებიან, თასის მფლობელად კი, ბუნებრივია, "პარტიზანი" გამოცხადდა.

მოგვიანებით "ვოივოდინას" მესვეურებმა ოფიციალური განცხადებით საკუთარი გადაწყვეტილების ახსნა სცადეს, თქვეს, რომ "პარტიზანს" თასი დაუმსახურებლად მიაკუთვნეს. ჯერჯერობით უცნობია, რა სასჯელს მიიღებს "ვოივოდინა" ფინალში ჩადენილი საქციელისთვის.

მერებაშვილი მომავალ სეზონში ევროპის ლიგაზე მაინც ითამაშებს, რადგან "ვოივოდინას" სერბეთის ჩემპიონატში მესამე ადგილს ვეღარავინ შეეცილება, თუმცა მეორეობის შანსიც აქვს - ჩემპიონატის დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე "ცრვენა ზვეზდას" სამი ქულით ჩამორჩება, ჩემპიონობასთან და დუბლის შესრულებასთან კი ძალიან ახლოსაა "პარტიზანი".

L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე