"შერატონში" მიმდინარე მოჭადრაკე ქალთა ევროპის ჩემპიონატზე ლიდერთა ჯგუფში ბელა ხოტენაშვილი და ლელა ჯავახიშვილიც დამკვიდრდნენ
"შერატონში" მოჭადრაკე ქალთა ევროპის ჩემპიონატის მე-6 ტურის წინ მხოლოდ ვიქტორია ჩმილიტე (ლიტვა) მეწინავეობდა უდანაკარგოდ. 11 მოჭადრაკე კი ლიდერს თითო ქულით ჩამორჩებოდა.

გუშინდელი პაექრობებიდან სწორედ ბალტიისპირელისა და ბულგარელი მსოფლიოს და ევროპის ექსჩემპიონ ანტოანეტა სტეფანოვას ორთაბრძოლა იყო ყურადღების ცენტრში. დაძაბული შეხვედრა 45-ე სვლაზე ბულგარელის გამარჯვებით დამთავრდა.

ლიდერის დამუხრუჭებამ სხვებსაც მისცა მასთან გათანაბრების შანსი. მესამე დაფაზე ქართულ დუელში უნდა გარკვეულიყო, ვინ გახდებოდა ხუთოსანთა გუნდის წევრი. 61 სვლა მოანდომეს ნაზი პაიკიძემ და ბელა ხოტენაშვილმა ერთმანეთთან ურთიერთობის გარკვევას. ბოლოს მაინც უფრო გამოცდილმა ხოტენაშვილმა იყოჩაღა. ასევე, წარმატებას მიაღწია საქართველოს ნაკრების წევრმა ლელა ჯავახიშვილმა შავი ფიგურებით ლილით გალოიანთან (სომხეთი). ორგზის ევროპის ჩემპიონმა პია კრამლინგმა (შვედეთი) ანასტასია ბოდნარუკს (რუსეთი) სძლია, მარია რომანკომ (რუსეთი) ანა უშენინა (უკრაინა) დაამარცხა. შესანიშნავი შვიდეულის მეშვიდე ხუთოსანი გახდა ევროპის ორგზის ჩემპიონი კატერინა ლახნო (უკრაინა), რომელმაც ნინო ხურციძეს აჯობა. პაექრობის დამთავრების შემდეგ სტუმარს გავესაუბრეთ:

- დიდი ხანია, ევროპაში ქალთა ასეთი სიძლიერის ტურნირი არ გამართულა. კონტინენტის თითქმის ყველა საუკეთესო დიდოსტატი ჩამოვიდა თბილისში. მართალია, უკვე ექვსი ტური მიილია, მაგრამ გადაჭრით რამის თქმა ძნელია. გეთანხმებით, რომ კარგი დასაწყისი საქმის ნახევარია, მაგრამ მთავარი მაინც ფინიშია - ვის როგორ ეყოფა ძალები. ჩმილიტემ ზედიზედ ხუთი პარტია მოიგო, თუმცა, ერთი წაფორხილება გახდა საკმარისი, ერთბაშად ექვსი მეტოქე წამოწეოდა.

- ვიქტორიამ კონტინენტის წინა პირველობებში სამჯერ დაიმსახურა ვერცხლის მედალი, ეტყობა, ამჯერად ოქროს უმიზნებს...

- რამდენადაც მას ვიცნობ, შემიძლია გითხრათ, რომ ვიქტორია, უბრალოდ, თამაშობს და ჭადრაკისგან სიამოვნებას იღებს, ამიტომ არა მგონია, პარტიის წინ შედეგზე ფიქრობდეს. ისე, ცხადია, ჩემპიონობაზე ვინ იტყვის უარს.

- ნინო ხურციძესთან შეხვედრაზე რას იტყვით?

- საინტერესო პარტია გამოვიდა. ცხელ კვალზე დაბეჯითებით ვერაფერს გეტყვით. საღამოს კომპიუტერის დახმარებით გავაანალიზებ. თუმცა, მიმაჩნია, ერთი უზუსტობა რომ არა, რამდენიმე სვლით ადრეც შეიძლებოდა მოგება. მე და ნინო აქამდე მხოლოდ ერთხელ შევხვდით ერთმანეთს და ის პარტია ზავით დავასრულეთ. ვიცი, რომ ცოტა ხნის წინათ მას შვილი შეეძინა. ყოველივეს მიუხედავად, ეტყობა, კარგად მოემზადა ამ ჩემპიონატისთვის. რა თქმა უნდა, გამოცდილებაც ხელს უწყობს.

- მართალია, შეჯიბრების დამთავრებამდე ჯერ კიდევ ხუთი ტურია დარჩენილი, მაგრამ დღევანდელი გადასახედიდან მედლების კანდიდატებად ვის მიიჩნევთ?

- ძნელია ამის თქმა. ნახეთ, რამდენი სახელოვანი დიდოსტატი თამაშობს - სტეფანოვა, კოსტენიუკი, დები კოსინცევები, კრამლინგი, ჩმილიტე... ცხადია, მასპინძლების გამოთიშვაც არ შეიძლება. ვის გინდა, უპირატესობა მიანიჭო? ჯობია, ცოტაც დავიცადოთ.

ერთიც მინდა დავძინო: თბილისში და, საერთოდ, საქართველოში პირველად ვარ. მართალია, თქვენი დედაქალაქის დათვალიერება ვერ მოვასწარი, მაგრამ სასტუმროდან რომ ვუყურებ, მშვენიერი ხედები მხიბლავს, მშვენიერია ღამის თბილისიც. ტურნირზე შაბათი დასვენების დღეა და ვეცდები, თქვენს ღირსშესანიშნაობებს გავეცნო...

ახლა ისევ ჩემპიონატს დავუბრუნდეთ: ალექსანდრა კოსტენიუკი, რომელმაც ტურნირი ორი ყაიმით დაიწყო, ნელ-ნელა ტემპს უმატებს, გუშინ შავი ფიგურებით თანამემამულე ტატიანა შადრინა დაამარცხა. წარმატებას მიაღწიეს დებმა კოსინცევებმა: ტატიანამ ინა გაპონენკოს (უკრაინა) სძლია, ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ ნადეჟდამ იანა კრივაჩს (სლოვენია) აჯობა. აშკარად ვერ არის სასურველ ფორმაში ნანა ძაგნიძე, რომელიც გუშინ შავი ფიგურებით ავსტრიელ ევა მოზერს დაუზავდა, არადა, ჩვენებური მას რეიტინგში 112 პუნქტით უსწრებს. მაკა ფურცელაძე ელინა დანიელიანს (სომხეთი) დანებდა. სოფიო გვეტაძე-სალომე მელია 0:1, ინგა ხურცილავა-ნინო ბაციაშვილი 0,5:0,5, კატერინა ნემცოვა (ჩეხეთი)-ინგა ჭარხალაშვილი 0,5:0,5...

ექვსი ტურის შემდეგ: ჩმილიტე, ლახნო,სტეფანოვა, ხოტენაშვილი, კრამლინგი, ჯავახიშვილი, რომანკო – 5-5 ქულა. ლიდერებს ნახევარ-ნახევარი ქულით 5 მოჭადრაკე ჩამორჩება. ჩვენებურებს – პაიკიძეს, ხურციძეს, ძაგნიძეს, მელიას და მიქაძეს 4-4 ქულა აქვთ.

მე-7 ტურში ითამაშებენ: ლახნო-კრამლინგი, ხოტენაშვილი-სტეფანოვა, ჩმილიტე-რომანკო, ჯავახიშვილი-ტატიანა კოსინცევა, ძაგნიძე-პაიკიძე, მელია-როგულე, სედინა-ხურციძე, ბოდნარუკი-მიქაძე.

kopala
ბელამ ჩმილიტეს მძლეველი მსოფლიოსა და ევროპის ექსჩემპიონი ბულგარელი ანტუანეტა სტეფანოვა დაამარცხა,იგი ერთერთი ფავორიტია და ახლა უნდა მას შეძახება და გვერდში დგომა.მრავალჟამიერ ქართველებო!
kopala
ბელა და ლელა წარმატებები დღევანდელ ორთაბრძოლებში და საერთოდ ტურნირში
"ზიზუ, გემი იძირება, დაგვიბრუნდი" - "რეალის" ფანებმა ბანერი გამოკიდეს
"პაუზა არ ნიშნავს დანებებებას" - არაუხოს ემოციური სერილი "რეალთან" გამარჯვების შემდეგ
"რეალმა" ჩაბი ალონსო გადააყენა და მის ნაცვლად არბელოა დანიშნა
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება
"პაუზა არ ნიშნავს დანებებებას" - არაუხოს ემოციური სერილი "რეალთან" გამარჯვების შემდეგ
"თასიდან გამოვარდნა სერიოზული დარტყმაა" - ზაბარნიმ "პარიზთან" მარცხის შემდეგ ისაუბრა
"ამას გრანდებთან ხომ არ იზამდა?" - "ბარნსლის" მწვრთნელი სობოსლაის საჩუქრით უკმაყოფილო დარჩა
ვერნერი კარიერას ქართველებისთვის კარგად ნაცნობ გუნდში გააგრძელებს
ლუის ენრიკემ "პარიზთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
მამარდაშვილი "ბარნსლისთან" მატჩის სასტარტოშია
"რეალმა" ჩაბი ალონსო გადააყენა და მის ნაცვლად არბელოა დანიშნა
"შავი ლომი" | ფინალი "ძებრესთან" ჯგუფიდან გასასვლელად - შაბათს "მიხეილ მესხზე"
"შავი ლომი" | "მონტობანთან" ისტორიული გამარჯვების შეფასება - ილია მაისურაძე და მიხეილ ბაბუნაშვილი
"დინამო თბილისი" 8 ფეხბურთელს დაემშვიდობა
ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობას საკვალიფიკაციო ეტაპიდანვე დაემშვიდობა
იუნაიტედი FA თასზე მესამე წრიდან გამოვარდა
იანისის სუპერმატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა... ლიდერების გარეშე დარჩენილმა "დენვერმა" "ბაქსი" დაამარცხა
ნინო ბაციაშვილი სწრაფ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი გახდა!
ზურაბ საკანდილიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
"რომ არა ის, "ბარსელონას" აუცილებლად დავტოვებდი, მან ჩემი ცხოვრება შეცვალა" - რაფინია
[VIDEO] "ტაშს ნუ უკრავთ!" - მბაპეს ამ ქმედებას დიდი კრიტიკა მოჰყვა
სულშერი ფავორიტი აღარაა - "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობა მწვრთნელის პოსტზე ორ კანდიდატს განიხილავს
"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება