დღეს, 15 მაისს გაიმართება უკრაინის თასის ფინალური შეხვედრა. ფინალში ფავორიტი, რა თქმა უნდა, დავით ხოჭოლავას "შახტარია", რომელმაც ფინალისკენ მიმავალ გზაზე თავის მთავარ კონკურენტს - კიევის "დინამოს" მოუგო. თუმცა, ყველასთვის მოულოდნელად, თასის მეორე ფინალისტი პირველი ლიგის ბინადარი "ინგულეცი" გახლავთ.

"ინგულეცი" არაფრით გამორჩეული კლუბია, უკრაინის პრემიერლიგაში არასდროს უთამაშია და პირველ ლიგაშიც მე-7 ადგილს იკავებს. ინგულეცი მდინარის სახელია; მდინარე, რომელიც დნეპრის ერთ-ერთი შენაკადია, ქალაქ პეტროვეში ჩამოედინება. თავად პეტროვე პატარა ქალაქია, დაახლოებით დუშეთის ტოლი. თუმცა პატარა და არც ისე მდიდარმა გუნდმა უკრაინის თასის ფინალში გასვლა მოახერხა და გზიდან პრემიერლიგის 3 გუნდი ჩამოიცილა.

ეს გუნდი არაფრით იქნებოდა საინტერესო ჩვენთვის, რომ არა ერთი ფაქტი - პეტროვეს "ინგულეცის" ღირსებას ქართველი ნიკა სიჭინავა იცავს. 24 წლის სიჭინავა საქართველოში ბოლოს ფოთის "კოლხეთში" თამაშობდა, ხოლო 2016 წლიდან "ინგულეცის" ფეხბურთელია. უკრაინის პირველი ლიგის წლევანდელ გათამაშებაში 17 შეხვედრა ჩაატარა და 3 გოლით გამოიჩინა თავი, მათ შორის, ბოლო ტურში პრემიერლიგაში დაწინაურებულ "დნიპროს" გაუტანა. 5 შეხვედრაში 1 გოლით ნიკა თასზეც დაეხმარა საკუთარ გუნდს და ნახევარფინალურ შეხვედრაში 85 წუთი ითამაშა.

სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ უკრაინის თასს ქართველი გამარჯვებული მაინც ეყოლება. რა თქმა უნდა, "შახტარი" ფავორიტია, თუმცა რა ვიცით, იქნებ პატარა ქალაქის გუნდის ოცნება რეალობად იქცეს.

უკრაინის თასის ფინალი ზაპოროჟიეში გაიმართება. შეხვედრა თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.

L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
გოლი, საგოლე პასი, 0:7 - ქართველი ლეგიონერების შაბათი [VIDEO]
ქართველი ფორვარდი ფინეთის ჩემპიონატში ითამაშებს
18 დეკემბერს მერვედფინალების წილისყრაა - კვარაცხელიას და ხოჭოლავას გუნდების სავარაუდო მეტოქეები გაირკვა
კვირკველია ქართული დუელისთვის თოვლში ემზადება
ქართველმა ფორვარდებმა ევროპაში მნიშვნელოვანი გოლები გაიტანეს [VIDEO]
ხოჭოლავას მესამე ოპერაციის გაკეთება დასჭირდება
ხოჭოლავა ექვსთვიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა - ითამაშებს "ოლდ ტრაფორდზე"?
ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: "ლაიფციგს" გოლი არ ჩაუთვალეს, "რეალმა" გაიმარჯვა - "სიტი" ცალი ფეხით მეოთხედფინალშია [VIDEO]
ბერიძის კიდევ ერთი გოლი და საგოლე პასი ყოფილ კლუბთან - ქართველების შაბათი [VIDEO]
ხოჭოლავა ექსთვიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა - ითამაშებს "ოლდ ტრაფორდზე"
Breaking: დავით ხოჭოლავამ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
გზები დანაღმულია... ქართველებს დახმარება სჭირდებათ - უკრაინაში მოთამაშე ფეხბურთელი