სუპერლიგის ერთი ფინალისტი “დელტას” სახით ცნობილია, მეორეს გამოსავლენად კი ნახევარფინალურ სერიაში შარშანდელი ფინალისტები – “დინამო თბილისი” და “ქუთაისი” ხვდებიან. ქუთაისურ მატჩებში გუნდებმა მოგებ-წაგება გაიყვეს, დღეს კი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში სერიის მე-3 მატჩი გაიმართა, რომელიც ქუთაისელთა დამაჯერებელი გამარჯვებით – 76:56 დასრულდა.

დინამოელებმა კარგად ითამაშეს, თუმცა მხოლოდ მატჩის პირველი ნახევარი, რომელიც 37:31 მოიგეს. მეორე ტაიმში კი პირიქით – ქუთაისელებმა მესამე პერიოდის დაწყებასთან ერთად წამოიწყეს შტურმი, რომელიც 30:11 გაქცევით დაასრულეს და გადამწყვეტი მეოთხედის წინ 13 ქულით გალიდერდნენ. ფაქტობრივად, მესამე ათწუთეული გამოდგა მატჩის გადამწყვეტი ეპიზოდი, რომელიც კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა “ქუთაისმა” უმაღლეს დონეზე ჩაატარა და საბოლოო ჯამში იოლი გამარჯვება მოიპოვა. შეხვედრა ორივე გუნდის მხრიდან სათადარიგო მოთამაშეებით ჩამთავრდა და საბოლოოდ იმერულმა კლუბმა დამსახურებული გამარჯვება გაიფორმა.

ქუთაისელთაგან 16 ქულითა და 9 მოხსნით საუკეთესო იყო აკაკი დვალიშვილი. 15 ქულა და 7 მოხსნა გიორგი ბარბაქაძის ანგარიშზე დაგროვდა. 14 ქულა და 8 მოხსნა ელჯეი ბუსმა მიითვალა. “დინამოში” 16 ქულითა და 10 მოხსნით საუკეთესო იყო დემაგოი ბუბალო. 14 ქულა ჯორდან სვოპშირის ანგარიშზეა.

“ქუთაისი” სერიას 2:1 იგებს და ფინალში გასვლამდე 1 მოგება უკლია. სერიის შემდეგი მატჩი ოლიმპიურ სასახლეში ხვალ, 18 მაისს, 18:00 საათზე გაიმართება.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
რუსთავის გამარჯვება ბოლოსწინა წამზე | ჯეიდენ, შენ ხარ კინგი!
ქოჩორაშვილის დაბრუნება გადაიდო - "სევილიამ" "ოსასუნა" დაამარცხა
ტრეზეგე: კვარაცხელიას ყველაფერი აქვს, რათა მომავალში "ოქროს ბურთი" მოიგოს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
"ბათუმმა" "დინამო" დაამარცხა და სუპერლიგაში გალიდერდა
დევონტრე ტომასის ბენეფისი ქუთაისში | თსუ-მ ქუთაისს მეორეც მოუგო და ჩემპიონობას მიუახლოვდა
"ქუთაისმა" ფინალში "კავკასია" დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონი მესამედ გახდა!
ისტორიული ბრინჯაო: ტყიბულის "ორბმა" სუპერლიგაში საპრიზო ადგილი მოიპოვა!
თსუ-მ "დინამო" დაამარცხა და სუპერლიგის პირველი წრე პირველ ადგილზე დაასრულა
თასის ოთხთა ფინალში ქუთაისი მარგვეთს დაუპირისპირდება, თსუ – თელავს
თასის გათამაშების პირველი მეოთხედფინალისტები "დინამო" და "ოლიმპი" არიან
სუპერლიგის ჩემპიონი "ქუთაისი" ევროთასებზე ასპარეზობას სლოკავურ "ლევიცესთან" მატჩით დაიწყებს
სუპერლიგის ტური "ქუთაისისა" და "დინამოს" გამარჯვებით დასრულდა
საქართველოს თასის გათამაშება დაიწყო
"ქუთაისი" დანიის ჩემპიონთან ბოლო წამებზე დამარცხდა და ფიბა ევროპის თასზე იასპარეზებს
"ცხუმ-აფხაზეთმა" "დინამოს" სძლია და ჩემპიონის ტიტულს "რუსთავთან" დაიცავს