საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი ქუთაისის „ტორპედოს“ გულშემატკივრებს შეხვდა. ეს ინფორმაცია "ტორპედოს" ფან-კლუბმა "ჩვენ ვართ ტორპედომ" თავის "ფეისბუქის" გვერდზე გაავრცელა.

შეგახსენებთ, 21 მაისს კობიაშვილმა ბრიფინგზე "ტორპედოზეც" ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ თემაზე მწვრთნელისა და ფეხბურთელების მიერ გაკეთებული კომენტარები მიუღებელია, რამაც ქუთაისელი გულშემატკივრები გააღიზიანა და მისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვეს.

"რამდენიმე დღის წინ "ტორპედოს" ფანების სახელით განცხადება გავავრცელეთ, სადაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტისგან ბრიფინგზე ჩვენი კლუბის მისამართით გაკეთებული განცხადებების გამო ბოდიშის მოხდას მოვითხოვდით.

მეორე დღესვე, დილით, ადრე, ლევან კობიაშვილი პირადად დაგვიკავშირდა და შეხვედრის მზადყოფნა გამოთქვა. ის ქუთაისში ჩამოვიდა, შეგვხვდა ფანებსა და სამწვრთნელო შტაბს.

შეხვედრაზე, სადაც არაერთ საკითხს შევეხეთ, ლევან კობიაშვილის მხრიდან სიტყვა "ბოდიშმაც" გაიჟღერა.

ფედერაციის პრეზიდენტმა აგვიხსნა, რომ განცხადებას თან ახლდა ემოციური ფონი და რომ რეალურად, მას სულ სხვა რამის თქმა სურდა. გვითხრა, რომ ნებისმიერ საკითხში ის ფანების, ფეხბურთელებისა და მწვრთნელების გვერდითაა.

გარდა ამისა, ლევან კობიაშვილი იმ პროექტებზეც მოგვიყვა, რომელთა განხორციელებას ფეხბურთის ფედერაცია ქუთაისში გეგმავს. როგორც გვითხრა, ბათუმის შემდეგ ახალი (!), უეფას მეოთხე კატეგორიის სტადიონი ჩვენს ქალაქშიც აშენდება. მანამდე კი, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე მინდორი იცვლება და ეს იქნება საუკეთესო მოედანი საქართველოშიო...

დაგვიანონსა, რომ ქუთაისში ასევე იგეგმება საფეხბურთო აკადემიის გახსნაც.

ჩვენთვის სასიამოვნო და სასიხარულოც იყო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის მსგავსი გამოხმაურება განცხადებაზე. კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით მას ამ "ჟესტისთვის" და იმედს ვიტოვებთ, რომ პირობა არ დარჩება მხოლოდ პირობად! ქუთაისელებს ნამდვილად არ გვშურს სხვა ქალაქების, სადაც ბოლო პერიოდში ბევრი სასიკეთო რამ ხდება, მაგრამ ქუთაისს საქართველოში "ფეხბურთის სამჭედლოდ" მოიხსენიებენ და ამ ქალაქს განსაკუთრებით სჭირდება ახალი თანამედროვე სტადიონი, აკადემია...

ასევე იმედს ვიტოვებთ, რომ "ტორპედო" არ დაიშლება და ხვალ-ზეგ იმაზე ბევრად ძლიერი იქნება, ვიდრე დღესაა. ჩვენი მხრივ, საამისოდ ყველაფერს ვიზამთ!!!" - ნათქვამია განცხადებაში.

გიორგი
რა მოსათხოვი, რას ბოდავ. რა თქვა ასეთი კობიაშვილმა რომ ამდენი ამბავი ატეხეს. მორჩნენ ქუთაისურ ბლატაობას.
გოჩა
ქუთაისს,რომ კარგი საფეხბურთო სკოლა ჰქონდა რათ უნდა ლაპარაკი,სტადიონიც უნდა აშენდეს და აკადემიაც,მაგრამ გუნდი სხვა თემაა აიღო ხომ პასუხისმგებლობა მომეცით გუნდი და მივხედავო,ჯერ გასარკვევია რატომ წავიდა ინვესტორი,შემდეგ ახალი უნდა მოიძებნოს,მე ბათუმელი ვარ და ნანახი მაქვს ქუთაისელი ფანების გულშემატკივრობა,ფეხბურთიც იციან და კაცური მოქცევაც ეს ხალხი ფეხბურთით ცოცხლობს ეკუთვნით ბატონო კარგი სტადიონიც და კარგი გუნდიც,უბრალოდ მოიძებნოს უნდა ინვესტორი რომელიც შეიძენს გუნდს და უპატრონებს.
zestafan
ზესტაფონშიც სულ სხვა რამე ილაპარაკა როცა ჩამოვიდა, მაგრამ მიიღო თვითონ რაც უნდოდა და შემდეგ პირიქით გააკეთა ყველაფერი
ნუკრი
კარგია, რომ ასე მოიქცა. ნეტავ სხვა ჩინოსნებმაც იაზროვნონ პრაგმატულად. ჩვენ ბრალია არ "ვახლით" ფულს ჩვენ გიხდითქო, ხოდა გაბლატავდნენ, ჩვეულებრივ " კრისებად" გადაიქცნენ.მოსათხოვი ყველას უნდა მოეთხოვოს თორემ დაიქცა ქვეყანა.
ზას.
მიხარია კობიაშვილის მოქმედება,ასეთი მიდგომით ფეხბურთი მოიგებს და იქნებ გვეშველოს რამე მომავალში.
sdfffff
გურიამ რა დააშავა? ერთი მოედანი ვნახო არ იYოს მანდ დაგებული 2 წელში.
წყალბურთი| სერბეთმა უნგრეთის ნაკრები დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები საფრანგეთთან დამარცხდა და მეათე ადგილი დაიკავა
[VIDEO] ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრებმა თურქეთი დაამარცხა და მეცხრე ადგილისთვის საფრანგეთს შეხვდება
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადება
კალათბურთის ფედერაციის ორგანიზებული ყველა მიმდინარე ტურნირი შეჩერებულია
ალვარესი წასვლას არ აპირებს - არგენტინელს "ატლეტიკოში" დარჩენა დიდი ხნით სურს
მუდმივი ლოდინით დაიღალნენ - "მილანი" ლეაოს გასხვისებაზე უარს არ იტყვის
როდრიმ მის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
სამიზნეში გრინვუდია - "იუვენტუსს" ზაფხულში დიდი გეგმები აქვს
FIFA უარზეა - მექსიკა მუნდიალზე ირანის მატჩების მასპინძლობის მზაობას გამოთქვამს
[VIDEOS] "არსენალი" და "რეალი" მეოთხედფინალში გავიდნენ
[VIDEO] ჩაკვეტაძის საგოლე პასი ქუსლით - "უოტფორდმა" "ვრექსჰემი" დაამარცხა
[VIDEO] კვარა დაფრინავს - ქართველმა "ჩელსის" სტუმრადაც გაუტანა
ლუის ენრიკემ "ჩელსისთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
რეგიონული ლიგა | "არწივები" პირველ ლიგაში აღზევდა
"მილანი" მზადაა ლეაოს დაემშვიდობოს
ხვალ შეიძლება სლოტს კარისაკენ მიუთითონ - მისი შესაძლო შემცვლელი ცნობილია
თბილისის "დინამომ" გამბიელი ფეხბურთელები დაიმატა
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
"ტორპედო" ფულის საჭრელი მანქანა არაა და მალე ამას ყველა გაიგებთ!" - ქუთაისელთა ფანების პროტესტი
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
ყველაზე ძვირადღირებული და ტიტულოვანი - საბა კვირკველია ყირგიზეთის ჩემპიონატში ითამაშებს
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
ლევან კობიაშვილი ფიფას ტექნიკური განვითარების კომიტეტს უხელმძღვანელებს
"მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ" - ლევან კობიაშვილის განცხადება
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა
უეფა-ს კომიტეტის სხდომას ლევან კობიაშვილმა უხელმძღვანელა
"ტორპედომ" კიევის "დინამოს" აღზრდილი ფეხბურთელი დაიმატა
ლევან კობიაშვილი: თუ ყველა ერთად იმუშავებს, წარმატებაც იქნება
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა