ჰოკეი. მსოფლიოს ჩემპიონატი
ფინეთმა ოდნავ ანერვიულა თავისი გულშემატკივრები, მაგრამ ბოლოს მაინც კლასის ხარჯზე გაუსწორდა ნორვეგიას. ამასთან, "სუომიზე" დადებითად იმოქმედა მეორე პერიოდის დასაწყისში გაშვებულმა შაიბამ. ამ მომენტამდე ნორვეგია კარგად იდგა და ბევრით არაფრით ჩამორჩებოდა სახელოვან მეტოქეს, ბოლოს კი ანგარიშის გახსნაც მოახერხა. ობიმბი გავიდა მეკარე ვეჰანენთან პირისპირ და ის უხეში ილეთით შეაჩერეს - ნორვეგიელმა ბრწყინვალე სტილში გამოიყენა ბულიტი.

თუმცა "ვიკინგების" სიხარული დიდი ხანი არ გაგრძელებულა. ფინეთმა მაშინვე მოუმატა თამაშს, წესი დაარღვევინა მორტენ ოსკს და ეფექტურად გაითამაშა ზედმეტი მოთამაშე. იქვე ნორვეგიამაც მიიღო რიცხობრივი უპირატესობა, მაგრამ შანსი ვერ გამოიყენა, შემდეგ კვლავ უმცირესობაში აღმოჩნდა და ისევ გაუშვა შაიბა, ამჯერად ტუომო რუუტუსგან. გავიდა რამდენიმე წუთი და იმონენმა დუბლი შეასრულა (გოლი კვლავ რიცხობრივი უპირატესობისას გავიდა), ნორვეგიელთა იმედები კი ლაიუნენმა დაასამარა, ვინც ერთ ერთზე გასვლა გამოიყენა.

ამის შემდეგ ანგარიში აღარ შეცვლილა, თუმცა გუნდებმა მომენტები საკმარისად შექმნეს. მაგრამ ნორვეგიას აშკარად ეტყობოდა, რომ ბრძლისთვის თავი დანებებული ჰქონდა - გუნდი მეორე მეოთხედში გატყდა. ფინეთი მშვიდად გავიდა ნახევარფინალში და კანადისა და რუსეთის ნახევარფინალის შედეგს დაელოდა.

კანადურ-რუსული დაპირისპირება მეოთხედფინალური ეტაპის მთავარი ჰიტი იყო. ეს გუნდები ზედიზედ მესამე წელია სწორედ ამ ეტაპზე ხვდებიან ერთმანეთს. თავიდან იყო რუსეთის განადგურება ვანკუვერის ოლიმპიადაზე, შარშან კი მსოფლიოს ჩემპიონატზე რუსებმა რევანში აიღეს.

მესამე სერია კანადელთა აქტიურობით დაიწყო - კენ ჰიჩკოკის შეგირდებმა სწრაფ გოლზე გააკეთეს აქცენტი და რამდენიმე წუთი რუსების ზონიდან არ გამოსულან. მით უმეტეს, რომ კოვალჩუკმა უკვე მე-5 (!) წამზე დაიმსახურა ორწუთიანი ჯარიმა. ოკეანისგაღმელთა ჩანაფიქრმა არ გაამართლა. ყველაზე რეალური მომენტი ტავარესს ჰქონდა, რომელმაც ახლო მანძილიდან ისე დაარტყა, რომ ხელს არავინ უშლიდა, მაგრამ მეკარეს გაარტყა შაიბა.

მიუხედავად იმისა, რომ კანადამ მეტოქეზე 17 ზუსტი დარტყმით მეტი შეასრულა (37-20), თამაში თანაბარ ბრძოლასა და ორმხრივ იერიშებში განვითარდა. მაგალითად, ოვეჩკინმა ცარიელ კარში ვერ გაიტანა, ნეშმა ძელს გაარტყა... ბოლოს კი ყველაფერი სპეცას გოლით დასრულდა - კანადელი ფორვარდი მეკარესთან პირისპირ გავიდა და ფეხებს შუა გაუძვრინა შაიბა.

ამ მატჩში ორივე გუნდს ხუთ-ხუთჯერ ჰქონდა რიცხობრივი უპირატესობის გამოყენების საშუალება, მაგრამ არც ერთი ცდა წარმატებული არ აღმოჩნდა. სამაგიეროდ, რუსებმა რიცხობრივ უმცირესობაში გაიტანეს. მესამე პერიოდის შუაში კანადას ათი წამით ხუთი სამზე უპირატესობა მიიღო, მაგრამ რუსეთმა არათუ გაუძლო, არამედ ანგარიში გაათანაბრა - კაიგოროდოვმა სამ კანადელს აჯობა და მეკარესთან პირისპირ გაიქცა - 1:1. ეს იყო მატჩის გარდამტეხი მომენტი.

ამ გოლმა რუსებზე კარგად იმოქმედა, თუმცა თავიდან მათ კანადის რამდენიმე პოზიციური შეტევის მოგერიება მოუწიათ და როგორც კი თამაშმა კანადელთა ზონაში გადაინაცვლა, რადულოვმა კარის უკნიდან კოვალჩუკი მონახა და რუსების ვარსკვლავმა ამ ჩემპიონატში პირველი გოლი გაიტანა - 2:1. თამაშის სურათი კარდინალურად შეიცვალა. დაბნეული კანადელები შოკისგან ვეღარ გამოვიდნენ, რუსებმა კი იდეალურად "მოკლეს" დარჩენილი დრო და მოიპოვეს ნახევარფინალში თამაშის უფლება. იქ მათ ფინეთთან ელით შეხვედრა.

1/4 ფინალი

ფინეთი-ნორვეგია 4:1

0:0, 4:1, 0:0

გოლები: 0:1 ოლიმბი-3, 1:1 იმონენი-6 (გრანლუნდი-4, ნისკალა-3), 2:1 ტ. რუუტუ-6 (მ. კოივუ-4, პესონენი-4), 3:1 იმონენი-7 (გრანლუნდი-5, ვიალივაარა-3), 4:1 ლაიუნენი-1 (კომაროვი-1, იაკოლა-1).

კანადა-რუსეთი 1:2

(:0, 1:0, 0:2

გოლები: 1:0 სპეცა-4 (პიეტრანჯელო-3), 1:1 კაიგოროდოვი-1, 1:2 კოვალჩუკი-1 (რადულოვი-3, კალინინი-3).

1/2 ფინალი

13 მაისი

18:15 ჩეხეთი-შვედეთი

22:15 ფინეთი-რუსეთი

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა
"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ
"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
დავითაშვილი შეცვალეს - "სენტ-ეტიენი" სახლში "გენგამთან" დამარცხდა
პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ოსერს" 1:0 ამარცხებს
"ოსერთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" ნანატრი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] ხულიან ალვარესი მთელი თავისი ბრწყინვალებით - "ატლეტიკომ" მადრიდულ დერბიში "რეალი" გაანადგურა
[VIDEO] ნკეტიამ ალისონს ზედ საფინალო სასტვენის წინ გაუტანა - "ლივერპული" "კრისტალ პალასთანთან" დამარცხდა
გუნდია თუ საველე ჰოსპიტალი - პსჟ-ს კიდევ ერთი წამყვანი ფეხბურთელი გამოაკლდა
"იუნაიტედი" "ბრენტფორდთან" დამარცხდა - გაუშვებენ ამორიმს?
[VIDEO] კეინის ყველა დროის რეკორდი - "ბაიერნი" და ინგლისელი შეუჩერებლები არიან
FIFA-მ მალაიზიის ფეხბურთის ფედერაცია და 7 ფეხბურთელი მკაცრად დასაჯა
დუდუ დადიანის მემორიალის 24-ე გათამაშება ოლიმპიურ სასახლეში დაიწყო
"ერთად დასაწყისიდან დასასრულამდე" - მესი ბუსკეტსის გადაწყვეტილებას ემოციური წერილით გამოეხმაურა
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ
"პირველი იყო, ვინც "ოქროს ბურთის" მოგება მომილოცა" - უსმან დემბელემ ლიონელ მესიზე ისაუბრა