სუპერლიგა. 1/2 ფინალი: "სოხუმმა" საოცრება მოახდინა, "არმიასთან" 21-ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა და 5-ბალიანი უპირატესობით გაიმარჯვა (82:77)

სუპერლიგა. 1/2 ფინალი

13 მაისი, თბილისი, სპორტის სასახლე

სოხუმი-არმია 82:77

15:23, 11:14, 23:26, 33:14

მსაჯები: დ. ბერეკაშვილი, დ. ბერიშვილი

სერიას იგებს არმია - 2:1

სოხუმი წთ მ პ ფ შ ჩ დ ქ

ფარღალავა 39:08 6 7 3 3 3 0 18

ჰარისი 30:25 5 5 1 2 1 0 15

ჩლაიძე 04:04 1 0 3 1 0 0 0

კვეტენაძე 01:12 0 0 0 0 0 0 0

შანიძე 23:58 6 0 3 2 1 0 19

სორდია 05:54 1 0 3 0 0 0 0

კანკია 16:24 2 1 5 2 3 0 2

კ. დამუსი 31:57 11 1 3 3 3 2 20

რ. დამუსი 13:52 4 0 5 0 0 1 0

ფაცაცია 33:06 6 2 2 0 2 0 8

არმია წთ მ პ ფ შ ჩ დ ქ

ბაქრაძე 15:17 0 1 2 4 0 0 0

ბაბიაშვილი 33:09 6 1 2 2 1 1 21

ბოისა 35:31 8 3 5 2 4 0 8

ტუღუში 36:04 8 3 2 5 1 0 15

პირველაშვილი 05:35 0 0 2 1 0 1 6

ათანელიშვილი 03:53 2 0 1 1 0 1 0

ათუაშვილი 03:26 1 0 1 0 1 1 0

შარაბიძე 34:03 3 0 2 2 0 2 11

ბ. ბერიშვილი 33:02 7 4 5 2 1 0 16

საოცარი, შთამბეჭდავი, შეუდარებელი... არ მახსოვს ასეთი ეპითეტები საგაზეთო სტატიებში გამომეყენებინოს. ზედმეტობებს ყოველთვის ვერიდები, მაგრამ ამჯერად თამამად დავწერ - "სოხუმმა" საოცრება მოახდინა, "არმიასთან" 21-ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა და 5-ბალიანი უპირატესობით გაიმარჯვა (82:77).

21 ქულა 15 წუთში... თანაც "არმიასთან", სუპერლიგის ყველაზე გამოცდილ გუნდთან... წარმოუდგენელია. მეოთხე პერიოდამდე ისევე დაუჯერებელი იყო "სოხუმის" გამარჯვებაზე ფიქრი, როგორც ბურთის საკუთარი საჯარიმოდან მეტოქის კალათში ჩაგდება. მით უმეტეს, რომ "არმია" ჩვეული სიდინჯით უტევდა და თავსაც კარგად იცავდა.

მაგრამ კარგად გვახსოვს "სოხუმის" მწვრთნელის, აინარს ბაგაცკისის სიტყვები: ჩემი გუნდი ამოუცნობი ფენომენია, ზოგჯერ საკუთარი თავისთვისაც არაპროგნოზირებადები ვართო. ჰოდა, მწვრთნელის მითითებით სოხუმელებმა თამაშის ტემპს უმატეს, შედეგად არმიელები დაცვაში მწყობრში ჩადგომას ვერ ახერხებდნენ, ხოლო მეოთხე პერიოდში ბაგაცკისის შეგირდებმა დაცვაში რომ ითამაშეს, მსგავსი გარჯა ამ ჩემპიონატში ნამდვილად არ მახსოვს. როგორც ჩანს, მხოლოდ "სოხუმის" კალათბურთელებსღა სჯეროდათ, რომ იმ მატჩის შემოტრიალება შეიძლებოდა.

მეოთხე რაუნდი კარლ დამუსმა ორი ორქულიანით გახსნა. ამას მოჰყვა ლაშა ფარღალავას ორი ზუსტი სამქულიანი, რითაც "სოხუმის" 11:0 გაქცევას ჩაეყარა საფუძველი. სპურტი შანიძის სამქულიანმა და ჰარისის ორიანმა დაასრულა და - 73:69 "სოხუმის" სასარგებლოდ.

აფეთქებული სოხუმელების შემჩერებელი იმ დღეს არავინ იყო. აინარს ბაგაცკისმა საკუთარი კლასი კიდევ ერთხელ დაგვანახა და სერიაში სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა - 1:2. მომდევნო შეხვედრა დღეს სპორტის სასახლეში 14 საათზე გაიმართება.

ლუკა შანიძე: "ბედნიერი ვარ, რომ ჩვენი ექვსთვიანი შრომა წყალში არ ჩაიყარა. მიუხედავად იმისა, რომ მეტოქემ 21 ქულით გაგვასწრო, გამარჯვების რწმენა არ დავკარგეთ და შეუძლებელი შევძელით. 2:1-ს ვაგებთ, ერთი გამარჯვებაც და ანგარიში გათანაბრდება. შაბათსაც ბოლომდე ვიბრძოლებთ, დანარჩენს დრო გვიჩვენებს."

გთავაზობთ ბოლო წუთების ქრონოლოგიას:

5:09 შანიძე 3ქ (65:69)

4:17 ფაცაცია 2ქ (67:69)

3:49 ჰარისი 2ქ (69:69)

3:26 შანიძე 2ქ (71:69)

2:42 ჰარისი 2ქ (73:69)

1:41 ბოისა 1ქ (73:70)

1:15 კ. დამუსი 2+1ქ (76:70)

1:09 პირველაშვილი 2+1ქ (76:73)

0:33 კ. დამუსი 1+1ქ (78:73)

0:29 ბოისა 1ქ (78:74)

0:26 ჰარისი 1+1ქ (80:74)

0:10 ფარღალავა 1+1ქ (82:74)

0:04 პირველაშვილი 3ქ (82:77)

13 მაისი, ქუთაისი, სპორტის სასახლე

ქუთაისი-თსუ 66:77

25;22, 15:22, 11:21, 15:12

"ქუთაისი" - "თსუ" ძალიან საინტერესო ნახევარფინალური წყვილი აღმოჩნდა. პირველ შეხვედრაში სტუდენტებმა დამაჯერებლად გაიმარჯვეს, მეორე კი "ქუთაისის" გამარჯვებით დასრულდა. ამდენად, გუშინდელ შეხვედრამდე ნახევარფინალურ სერიაში ანგარიში 1:1 იყო და პირველ ქუთაისურ დაპირისპირებას ორივე გუნდისთვის ძალზედ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.

იმერეთის ცენტრში კალათბურთის მიმართ ინტერესი ისედაც დიდია, მაგრამ გუშინ, გულშემატკივართა რაოდენობამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. სრული პასუხისმგებლობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქუთაისის სპორტის სასახლის 1500-კაციან დარბაზში სულ მცირე - 2000 მაყურებელი მაინც იყო. დარბაზში ფეხზე მდგომთათვისაც აღარ მოიძებნებოდა ადგილი და VIP და პრეს ლოჟებიც გადავსებული იყო. ასეთი გულშემატკივრობის ფონზე ისედაც საინტერესო და დაძაბული პაექრობა კიდევ უფრო კარგი საცქერი გამოდგა.

პირველ პერიოდში მცირეოდენ უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ. ფარქვეშ შეუჩერებელი იყო მამუკა ბოლქვაძე, რომელმაც საბოლოოდ ორმაგი დუბლი შეასრულა (15ქ. 11მ.) და ქუთაისელთაგან საუკეთესო მაჩვენებელი ჰქონდა. კარგად გამოიყურებოდნენ სასტარტო ხუთეულის სხვა წევრებიც: რევაზ დიდია, ბუბა კვიმსაძე, გოგა ბარბაქაძე და გიორგი ცეკვავა. პირველი ათწუთეული ქუთაისელთა სამქულიანი უპირატესობით დასრულდა-25:22. მეორე პერიოდში უპირატესობას "თსუ" დაეუფლა. თბილისელებს ფარქვეშაც კარგად წაუვიდათ შეტევები და რამდენჯერმე სამქულიანიც ზუსტად ისროლეს. ქუთათურებს ძალიან უჭირდათ თბილსელთა ცენტრის, რიჩარდ მათიაშვილის შეჩერება, რომელმაც თავისი გუნდის გამარჯვებაში დიდი წვილილი შეიტანა. მის ანგარიშზე 19 ქულა და 8 მოხსნაა.

თბილისელთაგან ორმაგი დუბლი შეასრულეს მიხეილ ბერიშვილმა (12ქ. 11მ.) და ილია ლონდარიძემ (17ქ. 10მ.) საერთოდაც, უნდა ითქვას, რომ ჭეიშვილის შეგირდები ძალიან კარგად თამაშობდნენ დაცვაში, ისინი მეტოქეს ხშირად აიძულებდნენ შეცდომის დაშვებას და ამის გამო მასპინძელთა არერთი მწვავე შეტევა ჩაიშალა. ამ პერიოდში აღსანიშნავია ახალგაზრდა გიორგი გაფრინდაშვილის კარგი თამაშიც, რომლის სამქულიანმაც სტუმრები დააწინაურა და "თსუ" დიდ შესვენებაზე 4-ქულიანი უპირატესონით გავიდა (40:44). თბილისელებმა ყველაზე კარგად და ქუთათურებმა ყველაზე ცუდად მესამე პერიოდი ჩაატარეს. თუ იქამდე თამაში ძირითადად ქულა-ქულაში მიმდინარეობდა მესამე მეოთხედში "თსუმ" მეტოქე აშკარად დასჯაბნა. ანგარიში არითმეტიკული პროგრესიით იზრდებოდა და გიორგი მარხვაშვილის სამქულიანის შემდეგ ტაბლოზე 49:61 გამოისახა "თსუს" სასარგებლოდ.

მალე კი სხვაობა 14 ქულამდეც გაიზარდა (51:65). ბოლო მეოთხედში ქუთაისმა კიდევ გაიბრძოლა. კვიმსაძის ორი სამქულიანისა და ბოლქვაძის ორქულიანის შემდეგ სხვაობა 8 ქულამდე შემცირდა (59:67), თუმცა ქუთათურებმა მეტის გაკეთება ვეღარ მოახრეხეს. "თსუმ" უშეცდომოდ ითამაშა და საბოლოოდ 11 ქულით გაიმარჯვა. ხვალ ამ გუნდებს შორის ქუთაისშივე კიდევ ერთი მატჩი გაიმართება და გამარჯვების შემთხვევაში "თსუ" ფინალის საგზურს მოიპოვებს. "ქუთაისის" მოგების შემთხვევაში კი ფინალისტის გამოსავლენად კიდევ ერთი თამაში იქნება საჭირო.

ნუგზარ ჭეიშვილი (თსუ): "ქუთაისი ძალიან ძლიერი გუნდია. მასთან სამი შეხვედრა გვქონდა წაგებული და ვიცოდით, რომ ძალიან რთული თამაში გველოდა. მძიმე მატჩი გამოვიდა. მეტოქე კარგად თამაშობდა, მაგრამ გასაღები მოვუძებნეთ და ამჯერად გამარჯვება ჩვენ დაგვრჩა. ხვალ კიდევ ერთი რთული გამოცდა გველის..."

ზესტაფონის მარგვეთმა ბათუმში იმარჯვა და სუპერლიგაში გალიდერდა
ვსა-მ ბათუმს პირველი მარცხი აგემა, გორელებმა რუსთავში 2 ქულით იმარჯვეს
ორბმა და თსუ-მ იმარჯვეს და სუპერლიგის ცხრილში გალიდერდნენ
14 ქულა და გამარჯვება "ბურგოსთან" | შერმადინი ახალ რეკორდს მიუახლოვდა
ერთი მწვრთნელის ხელმძღვანელობით ყველაზე მეტი გოლი - გრიზმანმა მესის გადაასწრო
დოვბიკმა შესაძლოა, იტალია დატოვოს - უკრაინელის დამატება თურქულ გუნდს სურს
“მილანს” ლევანდოვსკი სურს - აგენტმა საუდის არაბეთის ვარიანტი გამორიცხა
ვიქტორ სანიკიძე საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს
[VIDEO] ზივზივაძის 33 წუთი და "ჰაიდენჰაიმის" 0:6 "ბაიერთან"
[VIDEO] "ბაიერნის" 16-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყდა - "რეკორდმაისტერმა" "უნიონ ბერლინი" ვერ დაამარცხა
[VIDEO. ეროვნული ლიგა] უცვლელი ამოცანები! "თელავს" ძალა და კლასი არ ეყო...
4-გოლიანი თრილერი - 10-კაციანმა "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ტოტენჰემს" დაუქამბექა
საქართველოს ნაკრებს ძირითადი შემადგენლობის ორი ფეხბურთელი გამოაკლდა
ზესტაფონის მარგვეთმა ბათუმში იმარჯვა და სუპერლიგაში გალიდერდა
კალათბურთის განვითარების პროგრამის ახალი სეზონი ქართლ-კახეთიდან დაიწყო
მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა - "რეალი" ვინისიუსის გასაყიდად მზადაა
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
"უკან პასის გაკეთება რომ ავკრძალოთ, რას იტყვით?" - პელეგრინიმ ორიგინალური იდეა გააჟღერა
[VIDEO] მამუკელაშვილის კარგი მატჩი - "ტორონტომ" ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგო
19-წლამდელების შემადგენლობა საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩებისთვის
[VIDEO] შენგელიას 13 ქულა "რეალთან" - "ბარსელონა" კლასიკოში დამარცხდა
მიქაუტაძემ შიძლება "ესპანიოლთან" ვერ ითამაშოს
[VIDEO] ანდრია ბართიშვილის ჯადოსნური მომენტი! ამ ბიჭს მართლა კოჭებში ეტყობა...