მე-13 ტური A ჯგუფის ლიდერის ბრიბენის "რედსისა" და B ჯგუფის პირველადგილოსან ოქლენდის "ბლუზის" დაპირისპირებით გაიხსნა
ზე რაგბის გათამაშების მე-13 ტური ცენტრალური შეხვედრით, A ჯგუფის ლიდერის ბრიბენის "რედსისა" და B ჯგუფის პირველადგილოსან ოქლენდის "ბლუზის" დაპირისპირებით გაიხნსა. მატჩი, როგორც მოსალოდნელი იყო საკმაოდ საინტერესო გამოდგა და ბრისბენელთა გამარჯვებით 37:31 დასრულდა.

"წითლებმა" თამაში შესანშნავად დაიწყეს და 31- ე წუთისთვის უკვე 24:0-ს იგებდნენ. მასპინძლებმა საქმე მოთავებულად ჩათვალეს და პირველი ტაიმის დარჩენილ დროში ოქლენდელებს ორი ლელოს გატანის საშუალება მისცეს. თვითონ კი მონაგარს საჯარიმოთი მხოლოდ სამი ქულა მიუმატეს - 27:14.

მეორე ნახევარი უკვე "ბლუზის" უპირატესობით წარიმართა, თუმცა /რედსმა" გამარჯვების მოპოვება მაინც შეძლო. გუნდებმა ოთხ-ოთხი ლელო გაიტანეს და, ისე გამოვიდა, რომ მასპინძლებმა ორით მეტი საჯარამოს წყალობით მოიგეს.

ყველაზე მეტი ქულა "რედსს" მგეზავმა ქუადე კუპერმა მოუტანა, მის ანგარიშზე ოთხი გარდასახვა და სამი საჯარიმოა (17 ქულა). მისმა ვიზავი ლუკ მაკალისტერმა კი ოთხი გარდასახვა და ერთი საჯარიმო მიითვალა.

კიდევ ერთი შეხვედრა დანიდინში გაიმართა, სადაც ერთმანეთს B ჯგუფის წარმომადგენლები, "ჰაილენდერზი" და ველინგთონის "ჰარკენზი" დაუპირისპირდნენ. თამაში კარგი სანახავი ვერ გამოდგა და მასპინძლებმა 13:6 მოიგეს.

დღეს ჩ ჯგუფის ლიდერი კეიპთაუნის "სტორმერზი" სტუმრად ეთამაშება ჰემილთონის "ჩიფსს", რომელიც B ჯგუფში 25 ქულით მე-4 ადგილზეა. სტორმერზელები წლეულს "ჩიფსს" პირველად დაუპირისპირდებიან. შარშანდელ სეზონში კი "ვაიკატოს" სტადიონზე 45:17 მოიგო.

"შეცდომა იქნება თუ ვიფიქრებთ, რომ ჰემილთონელები უბრძოლველად რამეს დაგვითმობენ. ჩვენთან გამარჯვების შემთხვევაში მათ შანსი ეძლევათ პლეი ოფში გააღწიონ. ასე რომ, უმძიმესი ბრძოლა გველის. ჩვენ კარგად მოვემზადეთ რათა გამარჯვებას მივაღწიოთ, რადგან მომდევნო ტურში გაცილებით ძლიერ მეტოქეს, ოქლენდის "ბლუზს" უნდა დავუპირისპირდეთ" - თქვა "სტორმერზის" მწვრთნელმა ალისტერ კუციამ.

ზე რაგბის შარშანდელი ჩემპიონი პრეტორიის "ბლუ ბულზი" წლევადელი გათამაშების დებიუტანტ "მელბურნ რებლზს" მასპინძლობს. "ლურჯმა ხარებმა ასპარეზობა წარუმატებლად დაიწყეს, პირველ ცხრა შეხვედრაში ხუთი მატჩი წააგეს და ახლა ყველა დარჩენილი თამაშის მოგება მართებთ, რათა პლეი ოფში თამაშის უფელბა მოიპოვოს.

წინა ტურში პრეტორიელებმა შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვეს "ჩიფსთან" - 43:27. კვლავ ძველებურად ათამაშდნენ "ბლუ ბულზის" ლიდერები მესამე ხაზელი პიერ სპისი და ცხრა ნომერი ფური დუ პრი, ისევ შესანისნავად ითამაშა ფეხით მგეზავმა მორნი სტეინმა.

მელბურნელებს, რომელთა გუნდიც ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია, კრიზისი დაეწყოთ. ბოლო სამ ტურში მათ ზედიზედ სამი შეხევდრა წააგეს, "რედსთან", "ჰაილენდრზთან" და "ვორათაზთან". მთავარმა მწვრთნელმა როდ მაკქუინმა ინგლისელი მგეზავი შემადგენლობდან ამოაგდო, თუმცა "ახალბედებს" ამან ვერაფერი უშველა.

ტურნირის კიდევ ერთი ფავორიტი ქრაისთჩერჩის "კრუსეიდერზი" სტუმრად ეთამაშება ბლუმფონტეინის "ჩიტაზს". მასპინძლებმა მეტოქე ორი წლის წინ შინ მათთვის უმნიშვნელოვანეს მატჩში 20:13 დაამარცხეს და ახლა კრაისთჩერჩელები რევანშის აღებას ეცდებიან. არადა, ჩიტაზელები 25 ქულით მე-9 ადგილზე არიან და პლეი ოფში მოხვედრის შანსი აქვთ.

"კრუსეიდერზს" დაუბრუნდა მგეზავი დენ კარტერი, ჩვეულ ფორმაში შედის ახალი ზელანდიის ნაკრების კაპიტანი რიჩი მაკქოუც.

XIII ტური

A ჯგუფი

რედსი-ბლუზი 37:31, ბრამბიზი-ლაიონზი

სატურნირო მდგომარეობა

1. რედსი - 50 ქულა, 2. ვორათაზი - 40, 3. ფორსი - 25, 4. ბრამბიზი - 22, 5. მელბურნ რებლზი - 19

B ჯგუფი

ჰაილენდერზი-ჰარიკენზი 13:6, ჩიფსი-სტორმერზი

სატურნირო მდგომარეობა

1. ბლუზი - 49 ქულა, 2. კრისეიდერზი - 44, 3. ჰაილენდერზი - 39, 4. ჩიფსი - 25, 5. ჰარიკენზი - 25.

C ჯგუფი

ბლუ ბულზი-მელბურნ რებლზი, ჩიტაზი-კრუსეიდერზი

სატურნირო მდგომარეობა

1. სტორმერზი - 43 ქულა, 2. ნატალ შარქსი - 43, 3. ბლუ ბულზი - 31, 4. ჩიტაზი - 25, 5. ლაიონზი - 14.

4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა