7 ივნისს საქართველო XV ინგლისის საგრაფოებთან სერიის პირველ მატჩს გამართავს. შეხვედრა ქუთაისის "აია არენაზე" 18:00 საათზე დაიწყება და მასზე დასწრება თავისუფალია.

საქართველო XV (ყოფილი მზარდი საქართველო, საქართველოს მეორე ეროვნული ნაკრები) ამ სახელით შარშან ზაფხულში ჩამოყალიბდა და "რაგბის ზაფხულის თასზე" არგენტინა XV-ს და ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებს, ხოლო მარტში რუსეთის "ა" ნაკრებს ეთამაშა.

11 ივნისს, ჩვენი გუნდი ინგლისის საგრაფოებთან სერიის მეორე, ხოლო წლის განმავლობაში მეხუთე თამაშს გამართავს. შეხვედრა თბილისის "ავჭალის" სტადიონზე 18:00 საათზე დაიწყება და მასზე დასწრება თავისუფალი იქნება.

ინგლისელებთან ერთი ლეგიონერით
წინა თამაშებისგან განსხვავებით, 7 ივნისს საქართველო XV-ის შემადგენლობაში ერთი ლეგიონერი იქნება - "ექსეთერის უნივერსიტეტის" ახალგაზრდა მეორეხაზელი ლაშა ჯაიანი, რომლის სიმაღლე 201 სანტიმეტრია და რომელმაც სახელი "უმცროს ბორჯღალოსნებში" თამაშით გაითქვა. ის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე საქართველოს ღირსებას 2017-18 წლებში იცავდა და გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო.

სასტარტო 15-ში ოთხი ისეთი მორაგბეა, რომელთაც სხვადასხვა დროს "ბორჯღალოსნების" კვართით უთამაშიათ. მათგან ყველაზე გამოცდილი 9 ნომერი ვაჟა ხუციშვილია, რომლის ანგარიშზე 24 სანაკრებო კეპია. ნაკრების მაისურით 2011 წელს 7-ჯერ უთამაშია და ორი ლელო აქვს გატანილი შუამარბ ბექა ურჯუკაშვილს; 3-ჯერ მამუკა ნინიძეს (ბოლოს 2015 წელს) და შარშან ორჯერ გურამ შენგელიას (საქართველო XV-ის კაპიტანი).

სასტარტო 15-ში ყველაზე მეტი, 6 მოთამაშე დიდი 10-ის ჩემპიონ "ბათუმიდანაა", რომლის კიდევ ორი მორაგბე მარქაფაშია; თამაშს იწყებენ "ხარების" და "არმაზის" ორ-ორი მოთამაშე, ხოლო "ლელო-სარასენსი", "აკადემია", "აია" და "ჯიქი" თითო მოთამაშით იქნება წარმოდგენილი.

შერკინება | ფორვარდები

1. ზურაბ ერისთავი (ბათუმი), 2. ბექა მამრიკიშვილი (ბათუმი), 3. რევაზ წიკლაური (აია), 4. ლაშა ჯაიანი (ექსეთერის უნივერსიტეტი, ინგლისი), 5. ალექსანდრე ქოიავა (ბათუმი), 6. გურამ შენგელია (კაპიტანი, ჯიქი), 7. კობა ჯიმშელეიშვილი (არმაზი), 8. თორნიკე აქუბარდია (ხარები).

ხაზი | ბექები

15. მამუკა ნინიძე (ბათუმი), 14. გურამ ქანდაურაშვილი (ხარები), 13. რევაზ ჯინჯიხაძე (ლელო-სარასენსი), 12. ბექა ურჯუკაშვილი (ბათუმი), 11. ალექსანდრე სვანიძე (არმაზი), 10. დავით მოძღვრიშვილი (აკადემია), 9. ვაჟა ხუციშვილი (ბათუმი);

მარქაფა

16. ლევან ლომაური (აკადემია),17. ვახტანგ ქვათაძე (ლოკომოტივი), 18.ნოდარ მექერიშვილი (აკადემია), 19. მიხეილ ბაბუნაშვილი (აია), 20. ვანო ფუტკარაძე (ბათუმი), 21. ხვიჩა ბუჯიაშვილი (ბათუმი), 22. ბეჟან გავაშელიშვილი (ლელო-სარასენსი), 23. გიორგი ნათელაშვილი (ხარები).

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

[VIDEO] "შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ჩელენჯ თასი | საბრძოლო რაზმით "ძებრესთან"
"შავი ლომი" | ფინალი "ძებრესთან" ჯგუფიდან გასასვლელად - შაბათს "მიხეილ მესხზე"
COPE: "რეალის" ფეხბურთელები ფანების ქმედებით იმედგაცრუებულები არიან
ალონსო თუ გლასნერი? - "ტოტენჰემი" ფრანკის გათავისუფლებისთვის ემზადება
ევრო 2026 | ფუტსალის ნაკრებმა რიგაში პირველი ვარჯიში ჩაატარა
ერთი კატალონიური გუნდიდან მეორეში - ტერ შტეგენს მუნდიალამდე სათამაშო პრაქტიკა სჭირდება
არტეტა მთავარი სამიზნეა - "რეალს" მწვრთნელის პოსტზე რამდენიმე ვარიანტი აქვს
კონტრაქტი შეწყდა - ბოვე "რომას" ფეხბურთელი აღარაა
"ეს გუნდზე უარყოფითად აისახება" - ფიგუ ხაბი ალონსოს გათავისუფლებაზე
ფრანკის სამსახური დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა - ყველაფერს დირექტორთა საბჭო გადაწყვეტს
ყველაფერი მოგვარებულია - პსჟ "ბარსელონას" ახალგაზრდა ფეხბურთელს იმატებს
[VIDEO] ეგოიანის გოლი და წაგებას გადარჩენილი "ექსელსიორი"
[VIDEO] მიქაუტაძის სრული მატჩი და კაცნაკლული "ვილიარეალის" მარცხი "ბეტისთან"
ევრო 2026 | ფუტსალის ნაკრებმა თბილისური შეკრება დაასრულა
[VIDEO] ...აი, რატომ არ უნდა გააბრაზო "ბაიერნი" - საშინელი სამსჯავრო ლაიპციგში
[VIDEO] "არსენალმა" გაქცევის შანსი დაკარგა - ნულები ნოტინგემში
სამი ფრის შემდეგ - ლობოტკამ "ნაპოლის" გამარჯვება მოუპოვა
[VIDEO] ალისონი ისევ არადამაჯერებელია - "ლივერპულმა" "ენფილდზე" აუტსაიდერს ვერ მოუგო
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" "გლადბახს" დაუზავდა
[VIDEO] კვერნაძის საგოლე პასი - "ფროზინონემ" "მონცასთან" ფრეს მიაღწია და ისევ ლიდერია
[VIDEO] ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები იტალიასთან ბრძოლაში დამარცხდა
[VIDEOS] "რეალის" ფანების პროტესტსა და სტვენაზე პერესმა სიცილი ვერ შეიკავა - "ბლანკოსმა" ორმატჩიანი მოუგებელი სერია "ლევანტესთან" დაასრულა
საქართველო XV - შემადგენლობა არგენტინული სერიის პირველი მატჩისთვის
საქართველო XV-ის სამატჩო რაზმი "ხაგუარესთან" მატჩისთვის ცნობილია
საქართველო XV: ვეცდებით, მეორე მატჩი უკეთ ჩავატაროთ
ᓗᓑᓘᓚᓘᕡᓡ ᓘᕜᓒᓚᓘᓡ
ვიცე-ჩემპიონმა "ხაგუარესმა" საქართველო XV-ს გაკვეთილი ჩაუტარა და დიდი სხვაობით დაამარცხა
საქართველო XV ინგლისის საგრაფოებთან 15:28 დამარცხდა
ბესიკ ხამაშურიძე: "საქართველო XV" ნაკრებისკენ გზაა
საქართველო XV-მა ამჯერად "ხაგუარესს" ლელო დაუდო, თუმცა მაინც დიდი ანგარიშით დამარცხდა [VIDEO]
ᕡᓐᕥᓐᓠᓗᓕᓔᕚᓝᕡ ᕠᕐᓒᕑᕘᓡ 19-ᓬᓚᓐᕛᓓᓔᓚᓗᓐ ᕜᕐᓙᓠᓔᓑᓘ: ᓕᓘᓜ ᓐᓠᓘᓐᓜ ᓩᓕᓔᓜᓘ ᓛᓔᕢᓝᓥᓔᓔᕑᓘ