პაატა ღუდუშაურსა და ნოდარ კიკნაველიძეს არ მიუძღვით ისეთი ბრალი, რომ სამუდამო განაჩენი გამოეტანათ მათთვის, - ამის შესახებ საფეხბურთო კლუბ "ვიტ ჯორჯიას" ერთ-ერთმა ფეხბურთელმა გიორგი გეთიაშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა. ამით გეთიაშვილი გამოეხმაურა ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებას ხუთი ფეხბურთელისთვის საფეხბურთო საქმიანობის სამუდამოდ აკრძალვის შესახებ.

"ინტერპრესნიუსთან" საუბრისას გეთიაშვილი აღნიშნავს, რომ მასთან მიმართებაში ეს გადაწყვეტილება სამართლიანია, რადგან მისი თქმით, მატჩების გარიგების საქმეში ინიციატორი თავად იყო.

მისივე თქმით, მკაცრი სასჯელი მხოლოდ სამი ფეხბურთელისთვის უნდა დაეკისრებინათ, ვინაიდან ღუდუშაურისა და კიკნაველიძისგან განსხვავებით, ისინი ასაკით უფროსები არიან.

"ვფიქრობ, ეს განაჩენი, ჩემთან მიმართებაში სამართლიანია. ორ ფეხბურთელს - პაატა ღუდუშაურსა და ნოდარ კიკნაველიძეს არ მიუძღვით ისეთი ბრალი, რომ სამუდამო განაჩენი გამოეტანათ მათთვის. ამ კუთხით ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილება არასამართლიანად მიმაჩნია. რამდენად სამართლიანი იყო განაჩენი დანარჩენებთან მიმართებაში, ამაზე მერე შეიძლება დეტალურად მსჯელობა, თუმცა იმ ორ ფეხბურთელზე, რომელიც აღვნიშნე, განსაკუთრებულად მიმაჩნია, რომ უსამართლო გადაწყვეტილებაა. თუკი ისინი სამუდამოდ გაჩერდებიან, რამდენად დააზიანებს ეს ქართულ ფეხბურთს, ეს კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. რაც შემეხება მე, განცხადება გავაკეთე, რომ ამ საქმეში ინიციატორი ვიყავი და სამართლიანია ჩემთან მიმართებაში ეს გადაწყვეტილება. თუ მაინცდა მაინც მკაცრი სანქციებია გასატარებელი, უნდა გატარდეს სამ, ასაკით უფროს ფეხბურთელზე, რადგან მეტი პასუხისმგებლობა გვეკისრებოდა ჩვენ. კიკნაველიძე საერთოდ ბოლოსკენ შემოუერთდა ამ საკითხს და მიზერული ბრალი მიუძღვის", - განაცხადა გიორგი გეთიაშვილმა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, "ინტერპრესნიუსი" კიდევ ერთ ფეხბურთელს, ნიკა მაისურაძეს დაუკავშირდა. მისი შეფასებით, სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილება უსამართლოა, თუმცა მაისურაძე დამატებით დეტალებზე არ საუბრობს. როგორც მან აღნიშნა, ვინაიდან აღნიშნული საქმის გამოძიება გრძელდება, ადვოკატის რჩევით, მეტ დეტალზე ვერ ისაუბრებს.

ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა მატჩების გარიგების საქმის გამო თბილისის "ვიტ ჯორჯიას" ხუთ მოთამაშეს - გიორგი გეთიაშვილს, ჯონი შეროზიას, ნიკოლოზ მაისურაძეს, ნოდარ კიკნაველიძესა და პაატა ღუდუშაურს საფეხბურთო საქმიანობა სამუდამოდ აუკრძალა, ხოლო თავად კლუბს ექვსი ქულა დააკლდა და 50 ათასი ლარით დაჯარიმდა. აღსანიშნავია, რომ ყველა მათგანი საქმეზე ბრალდებულია, თუმცა აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს საფუძველზე გათავისუფლდნენ.

კომიტეტმა ასევე იმსჯელა ლანჩხუთის "გურიას" ორი მოთამაშის (რობერტ იმერლიშვილისა და ირაკლი ბაჯელიძის) საკითხზე, ისევე, როგორც, "ჭიათურის" მოთამაშის (ირაკლი ხუჭუას) საკითხზე და დაადგინა: საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, დროებით აეკრძალოთ საფეხბურთო მატჩებში მონაწილეობა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას თავად ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.

წყარო: IPN.GE

ილია
ეს არ არის თავის თავზე აღება
გ
საღოლ, კარგი კაცი ხარ, ვიღაცა ხარ, სპორტსმენობის რა გითხრა.
roma
თავზე აიღო ბიჭმა ყველაფერიი!
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
[VIDEO] არის თუ არა ესთერ ექსპოზიტო მისი შეყვარებული - მბაპეს საინტერესო რეაქცია ამ კითხვის დასმისას
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
ქოჩორაშვილმა ტრავმა მოირჩინა - "სპორტინგმა" გაიმარჯვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
"მკურნალობის კურსს გავდივარ, დავბრუნდები" - ალისონმა განცხადება გაავრცელა
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
მირჩა ლუჩესკუ სიკვდილს გადაურჩა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე შეცვალეს - "უოტფორდი" "ქუინზ პარკთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 2-1 რუსთავი. შემოტრიალება წყალტუბოურად
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 1-2 დილა. ის, რაც ფეხბურთში მთავარია...
Geo Team: პაატა ღუდუშაურმა ბათუმის "დინამო" დატოვა
"ერთი სული გვქონდა, როდის დასრულდებოდა ეს ყველაფერი" - ექსკლუზიური ინტერვიუ მატჩების გარიგებაში ბრალდებულ ფეხბურთელთან
ოფიციალურად - ღუდუშაური ისრაელის გუნდში გადავიდა
"გაგრა": ანატოლი პისკოვეცის ახალი ხუთეული
გიორგი გეთიაშვილი გარიგებულ მატჩებზე: ეს "ვერგაკეთებული თამაშის ვალი" იყო - ფული არ აგვიღია
პაატა ღუდუშაურის დედა: ჩემი შვილი თანაგუნდელების, გეთიაშვილისა და მაისურაძის მხრიდან ზეწოლის მსხვერპლია
გარიგებული მატჩების საქმე - ლაშა ჩაფიძეს გირაო შეეფარდა, 3 დაკავებული პატიმრობაში რჩება
ნიკა მაისურაძემ შესაძლოა, სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილება გაასაჩივროს
პაატა ღუდუშაური "ტორპედოში" გადავიდა
ჯონი შეროზიას ადვოკატი ფეხბურთის ფედერაციას უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაში ადანაშაულებს
ადვოკატი: ჯონი შეროზიამ გარიგებულ მატჩში მონაწილეობა სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად მიიღო
"თავს ვალდებულად ვთვლი, ე.წ. გარიგებული მატჩების საქმეზე გავაკეთო განცხადება და პირველ რიგში..."
"იბერია 1999"-მა ბართიშვილი და ღუდუშაური დაიმატა
ოფიციალურად: პაატა ღუდუშაური ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
Geo Team: ბათუმის "დინამო" მამუჩაშვილმაც დატოვა
გარიგებული მატჩების საქმეზე ბრალდებული 11 ფეხბურთელის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება