დღეს, 7 ივნისს, 20:00 საათზე, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურის მატჩში გიბრალტარს უმასპინძლებს.

პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს "საზოგადოებრივი მაუწყებელი" წარმოგვიდგენს.

ჩვენი გუნდი ამ მატჩში უდავო ფავორიტია, თუმცა გიბრალტარს სიურპრიზების შეთავაზება უყვარს.

ის, რომ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ჩვენთვის ერთა ლიგის ნახევარფინალისთვის მოსამზადებელი ეტაპია, თვითონ ვლადიმირ ვაისმაც არაერთხელ აღნიშნა.

ამ მომენტისთვის "ჯვაროსნებს" 2 შეხვედრა აქვს გამართული და ორივეში დამარცხდა, თან ისე, რომ გოლის გატანა ვერ მოახერხა - ჯერ თბილისში შვეიცარიასთან (0:2), შემდეგ კი სტუმრად ირლანდიასთან (0:1), თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეს გუნდები ერთა ლიგის მეტოქეებზე რამდენიმე თავით მაღლა დგანან.

საქართველოს ნაკრებს აუცილებლად სჭირდება პირველი გოლებისა და ქულების მოპოვება და დიდი ალბათობით, ეს დღეს მოხდება.

ახალი შემადგენლობა

მატჩის წინა დღეს ორივე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა პრესკონფერენცია გამართა.

ვლადიმირ ვაისმა თქვა, რომ გიბრალტართან მატჩში შანსი იმ ფეხბურთელებს მიეცემათ, რომლებიც სათამაშოდ ასი პროცენტით მზად არიან.

მისივე თქმით, დებიუტი ექნება 18 წლის ხვიჩა კვარაცხელიასაც, რომელიც, შესაძლოა, სასტარტო შემადგენლობაშიც ვიხილოთ.

ტრავმების გამო ნაკრებს რამდენიმე წამყვანი შემტევი მოთამაშე აკლია - ჯანო ანანიძე, გიორგი ჩაკვეტაძე, თორნიკე ოქრიაშვილი. მწვრთნელის გადაწყვეტილებით, არ არის ვაკო ყაზაიშვილიც.

ამას ემატება შეკრებაზე დაზიანებული გიორგი ქვილითაია; ბოლო დღემდე ინდივიდუალურად ვარჯიშობდა საბა კვირკველია, რომელიც სავარაუდოდ, არ ითამაშებს.

მცირე დაზიანება აქვთ გიორგი ნავალოვსკისა და დავით ხოჭოლავასაც.

თუმცა სხვა, ნაკლები პრაქტიკის მქონე მოთამაშეებისთვის ეს არის შანსი საკუთარი შესაძლებლობების დამტკიცებისთვის.

ვაისმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ლევან მჭედლიძეს, შესაძლოა, 15-20 წუთი მიეცეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯერ კიდევ "ემპოლის" თავდამსხმელი ძირითად შემადგენლობაში არ იქნება.

დიდი ალბათობით, სასტარტოში ელგუჯა ლობჯანიძე უნდა ვიხილოთ. ვაისის თქმით, ის სწორედ ისეთი ფეხბურთელია, რომელიც საქართველოს დღევანდელ ტაქტიკას მოუხდება.

გიბრალტარის ნაკრები

გიბრალტარელთა მთავარმა მწვრთნელმა ჟულიო სეზარ რიბასმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ მის გუნდში დანაკლისები არ არის.

რიბასს დიდი არჩევანი არ აქვს, თუმცა ის მოთამაშეები, რომლებიც აქამდე გადიოდნენ მოედანზე, ახლაც მის განკარგულებაში არიან.

გიბრალტარის ნაკრებისთვის ეს ტურნირის მეორე მატჩია. პირველ შეხვედრაში ირლანდიასთან მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.

ამ 30 000-იანი ქვეყნის ისტორიაში, რომელიც უეფას წევრი 2013 წელს გახდა, სულ ორი მოგებაა, ორივე გასულ წელს ერთა ლიგაზე.

რიბასის შეგირდებმა ჯერ სომხეთს სძლიეს სტუმრად (1:0) და ჩვენი მეზობლების ჯგუფში ჩარჩენაში დიდი წვლილი შეიტანეს, შემდეგ კი ლიხტენშტეინი დაამარცხეს საკუთარ მოედანზე (2:1).

ფაქტები

საქართველოს ნაკრები გიბრალტარს ისტორიაში ორჯერ შეხვდა და ორივეჯერ დიდი ანგარიშით გაიმარჯვა (3:0, 4:0).

იმ შემთხვევაში, თუ საქართველო გაიმარჯვებს, ვაისს საქართველოს ნაკრებში ყველაზე მეტი მოგება დაუგროვდება (13 მოგება, 9 ფრე, 11 წაგება)

ამ მომენტისთვის სლოვაკს, თემურ ქეცბაიას და ალექსანდრე ჩივაძეს თანაბარი, 13-13 გამარჯვება აქვთ.

გიბრალტარის 31 წლის ფეხბურთელი ჟოზეფ ჩიპოლინა პირველია, ვინც ოფიციალურ მატჩში გაიტანა. მან გოლი სომხეთსაც გაუტანა და ლიხტენშტეინსაც.

გიბრალტარის ნაკრებმა სტუმრად ჩატარებული შეხვედრებიდან მხოლოდ ერთხელ (სომხეთთან მატჩში) შეინახა კარი მშრალად.

მატჩის დასრულებიდან 2 დღეში საქართველოს ნაკრები კოპენჰაგენში გაემგზავრება, სადაც დანიის ნაკრებს დაუპირისპირდება.

ლუკა
ეს გუნდის ექიმის ბრალია, თუ ექიმი ყავთ
va-le
25 კაციდან 10 კაცი დისკომფორტს განიცდის, რომ ვერ მოვიგოთ ტავი უნდა იმართლოს მერე ვაისსმა ეს გვაკლდა ის გვაკლდა, ძალიან დაბალი დინეა , აგერ დანიის ნაკრების თავდამსხმელი ფორმაში არ არის ძირითადი ფეხბურთელი და გამოიძახა სხვა ფორვარდი, აა იმატ ყავთ შემცვლელი ფეხბურთელები და ჩვენ არ გვყავს, გვყავს მარა გამოუცდელები არიანო, ჯერ საფეხბურთო პენსიაზე უნდა გავიდნენ რომ გამოცდილება მიიგონ, ამ კაცს ვინმე ამოცმებს რამეს ხო არ ეცევა )))))
alex
მაკარიძე-კაკაბაძე,კვირკველია(ხოჭოლავა),დვალი,ხარაბაძე-კანკავა,აბურჯანია-ხარაიშვილი,კვარაცხელია,პაპუნაშვილი(ს.ლობჟანიძე)-არველაძე ამ გუნდის ოპტიმალური შემადგელობა ჩემი აზრით, კვირკველია-პაპუნაშვილის თამაში საეჭვოა, ასევე შანსი ეკუთვნის მერებაშვილს-კიტეიშვილს-პარუნაშვილს თამაშიდან გამომდინარე თუ არ მისდის თამაში ფეხბურთელს შეცვლა გააკეთოს დროულად.
კარგით რა
ერთი ჩაკვეტაძე არის კარგი ისიც დათარსეთ.სამწუხაროდ მართალია აგრეთვე, რომ გიბრალტარისნაირ გუნდთან(არავის არ შეურაცხვყობ) იმის ლაპარაკი გვქონდეს მოვუგებთ თუ ვერა.გირჩევნიათ პლანის წევას მოეშვათ და ფეხბურთი ითამაშოთ ზოგ-ზოგიერთბმა ნაკრებში.ამაზრზენია უკვე ეს ყველაფერი,არადა რამდენი ტალანტი გააფუჭა ფულზე დახარბებამ და დღევანდელი "ქართულ ფეხბურთულმა" მენტალიტეტმა.ძალიან სამწუხაროა
სპორტის დამსახურებული ვოსტატი
რას ამბობ შვილო მაგ სიურპრიზი ს იმედზე ვარ იქნება და მოვიგოთ!!

პორტალ კომენტარებზე ლიმიტი გაქვს დაწესებული?
მ. ტ.
ფეხბურთზე მაქვს საუბარი, პატივცემულო ფეხბურთის თავგადაკლულო ქომაგო, არაფერი გსმენია მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე?!... ბევრი დაგიკარგავს, მშვენიერი თამაშებია...
irakli
მოგება მხოლოდ დამაჯერებელი, სხვა შედეგი უარყოფითი იქნება
თაზო
ჩემს კორპუსში უფრო მეტი ხალხი ცხოვრობს ვიდრე გიბრალტარში ერთად. სირცხვილია რა ასეთი დამოკიდებულება. სიურპრიზის შემოთავაზება არა გოგრა... ეს წინასწარ თადარიგის დაკავება რა პონტია? ამათაც თუ ვერ მოუგეს დაახვიონ მწვრთნელიან-ფეხბურთელებიანად ერთად ყველამ..დავიღალეთ რა ამდენი უნიათობით!
goga
რა სურპრიზი, რის სურპრიზი, ქვეყანა 6 კვ.კილომეტრია, 30 ათასიანი მოსახლეობით სირცხვილია უბრალოდ...
აჩი
რაგბი ტვ აჩვენებს ყველა თამაშს მსოფლიო ჩემპიონატის თან იდეალური ხარისხით, და არაა საჭირო რაგბის ვითომ დაჩაგრულ როლში გამოყვანა
a,
კითხვის ნიშნის ქვეშ მყოფ ფეხბურთელებს რატომ იძახებთ? გამოიძახეთ ისეთები ვისაც უნდა და შეუძლია თამაში, გიბლარტართან თუ არ ათამაშებ ახალგარდებს აბა ვისთან უნდა ათამაშო?
მ. ტ.
ძალიან კარგია, რომ რეპორტაჟი იგეგმება და თანაც პირდაპირი, მაგრამ 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს რატომ არავინ აშუქებს?!..
წყალბურთი| სერბეთმა უნგრეთის ნაკრები დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები საფრანგეთთან დამარცხდა და მეათე ადგილი დაიკავა
[VIDEO] ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრებმა თურქეთი დაამარცხა და მეცხრე ადგილისთვის საფრანგეთს შეხვდება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს
საფრანგეთის 14:0 - ევრო 2024-ის კიდევ სამი მონაწილე გაირკვა [VIDEO]
კაშია: თექვსმეტი ქულის აღება ძალიან რთულია
კვეკვესკირი: ეს გუნდი განსაკუთრებულია და მიზნის მიღწევა შეგვიძლია
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ბრიტანული მედია: მამარდაშვილი მოულოდნელად "ლივერპულის" საკვანძო ფეხბურთელი გახდა - კარიერაში უმნიშვნელოვანესი კვირა ელოდება
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები გიბრალტარს 1:0 ამარცხებს
"ჯვაროსანთა" მორიგი გამარჯვება (არადამაჯერებელი), რეკორდი და პლეი-ოფის ნახევარფინალის მასპინძლობა [VIDEO]
სანიოლი: ვთქვი, რომ "ჩაეძინათ" - ცვლილებაზე შესულებმა შესაძლებლობები სრულად ვერ გამოავლინეს
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
გიზო მამაგეიშვილი: სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ