NBA. პლეი ოფი. 1/4 ფინალი: "მემფისმა" მეექვსე შეხვედრაში საკუთარ მოედანზე დაამარცხა "ოკლაჰომა სიტი" და სერიაში ანგარიში გაათანაბრა
"მემფისმა" მეექვსე შეხვედრაში საკუთარ მოედანზე დაამარცხა "ოკლაჰომა სიტი" და სერიაში ანგარიში გაათანაბრა. შესაბამისად, დასავლეთი კონფერენციის ფინალში "დალასის" მეტოქეს მეშვიდე მატჩი გაარკვევს.

წინა შეხვედრის ჩაგდების შემდეგ "მემფისის" 30 წლის ლიდერი ზაკ რენდოლფი ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო იყო. მეექვსე მატჩში მისი მონაგარი 30 ქულა (თამაშიდან - 12/22, საჯარიმოებიდან - 6/8), 13 მოხსნა და ორი დაფარება გახლდათ. სხვათა შორის, მაჩვენებელი "30+10" ზაკმა მეოთხედ დააფიქსირა, რითაც პლეი ოფის ლიდერი გახდა. ასეთი შედეგი არც "სუპერმენ" დუაიტ ჰოვარდს, არც დუეინ უეიდსა ან სხვა მეგავარსკვლავს აქვს.

თუმცა მეექვსე მატჩში ქება მხოლოდ რენდოლფს არ დაუმსახურებია. უნდა აღვნიშნოთ ო ჯეი მაიო, რომელიც "დათვების" მთავარმა მწვრთნელმა ჰოლინზმა სასტარტო ხუთეულში გადაიყვანა - სემ იანგის ნაცვლად. მცველმა, რომელიც თითქმის მთელი სეზონი მწვრთნელს მოკვეთილი ჰყავდა, ამჯერად გაამართლა ნდობა - 39 წუთი ითამაშა, 16 ქულა დააგროვა და ამას 4 მოხსნა, ამდენივე ჩაჭრა და ორი შედეგიანი პასი დაუმატა.

კიდევ ერთ გმირად გამთამაშებელი მაიკ კონლი უნდა გამოვაცხადოთ, ვინც საკლუბო რეკორდი დაამყარა პლეი ოფში პასების რაოდენობით - 12 შედეგიანი გადაცემა. დაცვაში, როგორც ყოველთვის, კარგად გამოიყურებოდნენ ტონი ალენი და შეინ ბატიე. სასარგებლო იყო მარკ გასოლიც. შესაძლოა, მისი სტატისტიკა (8 ქულა, 9 მოხსნა, 3 დაფარება) შთამბეჭდავად ვერ გამოიყურება, მაგრამ ესპანელს საუკეთესო მაჩვენებელი ჰქონდა "პლუს-მინუსის" მიხედვით - "+17".

"თანდერის" ვარსკვლავები კი ამჯერად ჩრდილში მოექცნენ. ამ მხრივ "რეკორდსმენი" აღმოჩნდა რასელ უესტბრუკი. მიუხედავად იმისა, რომ 27 ქულა დააგროვა, მისი ნაყოფიერების კოეფიციენტი ("-19") აბსოლუტურად უარესი იყო ყველა კალათბურთელს შორის. საშინელი მატჩი ჩაატარა დურანტმა. მისგან, უპირველეს ყოვლისა, ქულების დაგროვებას ითხოვენ, მან კი 37 წუთის განმავლობაში თამაშიდან მხოლოდ სამი ბურთი (14 სროლიდან) ჩააგდო და პლეი ოფში შედეგიანობის პირადი ანტირეკორდი დაამყარა.

მატჩი ნერვულ ატმოსფეროში მიმდინარეობდა და რამდენჯერმე საქმე კინაღამ ჩხუბამდე მივიდა. ამ მხრივ ყველაზე მეტად სერჟ იბაკა და ზაკ რენდოლფი აქტიურობდნენ.

რაც შეეხება მატჩის მსვლელობას, პირველ ტაიმი სტუმრების კატასტროფას არ მოასწავებდა. პირიქით, დიდი შესვენების წინ "ოკლაჰომამ" 13 ქულით წაიყვანა ანგარიში - 54:41. სულ ცოტაც და მასპინძლები საბოლოოდ გატყდებოდნენ, თუმცა "მემფისმა" დაამტკიცა, რომ არც ერთ სიტუაციაში არ შეიძლება ამ გუნდის ჩამოწერა.

მეორე მეოთხედი ბატიეს ზუსტი სამქულიანით დასრულდა და სწორედ ამ ტყორცნამ დაუდო სათავე 18:5 გაქცევას. მესამე 12-წუთეულში "ოკლაჰომამ" მხოლოდ 6 ბურთი ჩააგდო (22-დან), მისმა მეტოქემ - 10 (18-დან). ბოლო შესვენებამდე 5 წუთითა და 19 წამით ადრე ანგარიში თანაბარი იყო - 59:59.

ნერვულმა დაძაბულობამ პიკს სწორედ მეოთხე მეოთხედში მიაღწია და ამან მხოლოდ "ოკლაჰომას" შეუშალა ხელი. გადამწყვეტი მომენტი გახდა კონლის გარღვევა მატჩის დასრულებამდე ორი წუთით ადრე - 90:79 "მემფისის" სასარგებლოდ.

სტუმრებს თამაშის გადასარჩენად არც დრო ეყოთ და არც ძალა. ამიტომაც ახლა დურანტსა და კომპანიას შინ მეშვიდე მატჩში მოუწევს "მემფისის" წინააღმდეგობის გადალახვა, რაც იოლი არ იქნება.

დასავლეთი

მემფისი-ოკლაჰომა 95:83

23:21, 21:33, 28:14, 23:15

მ: რენდოლფი (30+13 მოხსნა+2 დაფარება), მაიო (16+4 ჩაჭრა), კონლი (11+12 პასი), ალენი (10+5 მოხსნა), არტური (8), მ. გასოლი (8+9 მოხსნა+3 დაფარება), იანგი (7), ბატიე (5+5 მოხსნა).

ო: უესტბრუკი (27+4 პასი), ჰარდენი (14+6 მოხსნა+5 პასი), დურანტი (11+7 მოხსნა), იბაკა (8+5 მოხსნა), პერკინსი (6+7 მოხსნა+2 დაფარება), კოლისონი (6), მეინორი (6), სეფოლოშა (4), მოჰამედი (1).

სერია: 3-3.

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა