ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

საქართველო XV ინგლისის საგრაფოებთან 15:28 დამარცხდა

საქართველო XV  ინგლისის საგრაფოებთან 15:28 დამარცხდა

საქართველო XV-მა ინგლისის საგრაფოების ნაკრებთან ეპიზოდებში კარგი რაგბი აჩვენა და ორი ლელოც გაიტანა, მაგრამ ტაიმის დასკვნითი წუთები მეტოქემ უკეთ ჩაატარა და 28:15 იმარჯვა.

ეს იყო სერიის პირველი მატჩი, რომელსაც ქუთაისმა, „აია არენამ“ უმასპინძლა. ოთხ დღეში (11 ივნისს) ეს გუნდები უკვე თბილისში, „ავჭალაზე“ ითამაშებენ, ეს შეხვედრაც 18 საათზე დაიწყება და მასზე დასწრება თავისუფალი იქნება.

თამაში სტუმართა შეტევებით დაიწყო. ისინი ხელდახელ, სწრაფად და მრავალფეროვნად უტევდნენ და რამდენჯერმე დავჯარიმდით, რის გამოც რეფერმა სულხან ჩიხლაძემ უკვე მე-5 წუთზე ლაშა ჯაიანი გაასინბინა. ინგლისელებმა დებიუტში ორი დარტყმა შეასრულეს ზუსტად და 6:0 დაწინაურდნენ.

საწყისი წუთების შემდეგ, საქართველო XV-მა დაცვაში თამაში გამოასწორა და თავადაც დაიწყო შეტევებზე ფიქრი. მე-12 წუთზე, ჩვენი 22-იდან ხელით დაწყებული შეტევა მეტოქემ საკუთარ ნახევარზე ჯარიმით შეაჩერა და ლელოს გადარჩა, თუმცა სინბინით მოთამაშე დაკარგა. მასპინძლებმა 3 ქულის აღებას ლელოზე თამაში არჩიეს, მოლით უპირატესობის მოპოვება ვერ მოხერხდა, ბურთი ხაზზე გავიდა, ბექა ურჯუკაშვილმა, დავით მოძღვრიშვილმა და მამუკა ნინიძემ ის მარჯვენა ფრთამდე ჩაათამაშეს, სადაც გურამ ქანდაურაშვილი გაიქცა და ალამთან ლელო გაიტანა.

გარდასახვა არაზუსტი იყო, თუმცა საქართველო XV მალე მაინც დაწინაურდა. პირველხაზელებმა - ბექა მამრიკიშვილმა და ზურა ერისთავმა ხაზი ერთმანეთის მიყოლებით გაჭრეს, მეტოქე საკუთარ 22-ში დაჯარიმდა და ნინიძემ კარის წინ 15 მეტრიდან გაიტანა - 8:6.

შესვენებამდე შედეგიანი შეტევების განხორციელების შანსი კიდევ გვქონდა, მაგრამ დაღლილობის ფონზე შეცდომებმა იმატა, დასკვნით 10 წუთში კი, ინგლისის საგრაფოებმა ორი ლელო გაიტანა. პირველ ჯერზე ისინი სწრაფად გადაეწყვნენ მარცხენა ფრთაზე, უპირატესობა შექმნეს და გამოიყენეს, მეორედ კი ხაზი მარტივად გაჭრეს და გარდასახვაც გამოიყენეს - 8:18.

მეორე ტაიმი საქართველო XV-მა აქტიურად დაიწყო, მარცხენა ფრთაზე ხაზის გაჭრის შემდეგ, ბურთი თითქმის ბოლომდე ჩათამაშდა, მცირე ხარვეზის მიუხედავად გურამ შენგელიამ მისი დაუფლება მოახერხა, ორი მბოჭავი კონტაქტით ჩამოიცილა და მისი ლელო ნინიძემ გარდასახა. სხვაობა 3 ქულამდე დავიდა, მაგრამ სტუმრებმა შეძლეს ტემპის დაგდება, რასაც ხელი სიცხემაც შეუწყო, დასკვნითი 10 წუთი კი, კვლავ ინგლისელების იყო.

სტუმრებმა ჯერ ჯარიმით გაზარდეს უპირატესობა, მერე მეტოქემ ცენტრში ჩაჭრა გადაცემა და ლელომდე ირბინა, ხოლო ზუსტმა გარდასახვამ საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 28:15 სტუმრების სასარგებლოდ.

საქართველო XV:

ხაზი

15. მამუკა ნინიძე (ბათუმი), 14. გურამ ქანდაურაშვილი (ხარები), 13. რევაზ ჯინჯიხაძე (ლელო-სარასენსი), 12. ბექა ურჯუკაშვილი (ბათუმი), 11. ალექსანდრე სვანიძე (არმაზი), 10. დავით მოძღვრიშვილი (აკადემია), 9. ვაჟა ხუციშვილი (ბათუმი);

შერკინება

1. ზურაბ ერისთავი (ბათუმი), 2. ბექა მამრიკიშვილი (ბათუმი), 3. რევაზ წიკლაური (აია), 4. ლაშა ჯაიანი (ექსეთერის უნივერსიტეტი, ინგლისი), 5. ალექსანდრე ქოიავა (ბათუმი), 6. გურამ შენგელია (ჯიქი), 7. კობა ჯიმშელეიშვილი (არმაზი), 8. თორნიკე აქუბარდია (ხარები).

მარქაფა

16. ლევან ლომაური (აკადემია), 17. ვახტანგ ქვათაძე (ლოკომოტივი), 18. ნოდარ მექერიშვილი (აკადემია), 19. მიხეილ ბაბუნაშვილი (აია), 20. ვანო ფუტკარაძე (ბათუმი), 21. ხვიჩა ბუჯიაშვილი (ბათუმი), 22. ბეჟან გავაშელიშვილი (ლელო-სარასენსი), 23. გიორგი ნათელაშვილი (ხარები).

2 ლელო: ქანდაურაშვილი, შენგელია

1 გარდასახვა: ნინიძე

1 ჯარიმა: ნინიძე

მთავარი მწვრთნელი: ბესიკ ხამაშურიძე

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

• გიო

ადრეც ვწერდი, რომ "ანტილოპა" ანუ ხამაშურიძე არ არის იმ დონის მწვრთნელი, რომ ჩააბარო მეორე ნაკრები! ან სადაა ლოგიკა? ჩემპიონი "ბათუმის" მწვრთნელი სად არის? მისი გუნდის მოთამაშეები სხვას ჩავაბარეთ! და შედეგიც! არავითარი ასეთი დონის გამოცდილება არა აქვს ბესიკს!

• Oxford .Great Br.

Eგ ვერ არის ქართული რაგბის წინსვლის გზა . სწორედ მასვი მაჭამე მალხინემ ქართველი ხალხის კისერზე, დაღუპა ქართული სპორტის წინსვლა რუსული-საბჭოთა იმპერიის დროსაც და ეხლაც რაგბის ფედერაციაც ნუ გაუდგება იმავე დეგრადაციის გზას მაგგვარი არაფრის მომცემი თამაშები რაგბი 15 ნაკრებისა მიუხედავად დიდი სიტყვიერი ამბიციებისა რესურსით ვერ გამაგრებულისა ,გინდაც რუსეთის ნაკრებთან წაგებით. გინდაც ბრიტანეთის საგრაფოების ნაკრებებთან წაგებით....უფრო მესამე ტაიმებისთვის და ფედერაციის წევრების და ვიღაც სპონსორების - წვრილ წვრილ ქართველ ჩინოვნიკების "ხალხის მსახურების მთავრობაში,სარგებლისთვის ტარდება და ეროვნულ რაგბის არ რგებს და პირიქით მაგრად ულახავს ქართულ რაგბის იმიჯს რუსები ცალკე გაჰკიოდენ მოუგეთო ქართველებს 25 წლის შემდეგო...და ეხლა საგრაფოების სუსტი ნახევრად მოყვარულთა გუნდიც მესამე ტაიმის მოლხენის შემდგომ იგივეს გაიმეორებენ თავისთა ჩასვლისას, სუსტებია ქართველებიო.....ჩვენი ეროვნული ნაკრები ფრანგული ტოპ ლიგის მოთამაშეებითაა მსოფლიო დონის გუნდი და ჯერ გავხადოთ ქართული ლიგა "დიდი ათი" რაღაც მოწინავე დონესთან მიახლოვებულ ლიგად ევროპაში და მერე ვაასPარეზოთ სათანადო დონეზე და მერე შევახვედროთ მეთხუთმეტე მეთექვსმეტე თუ სხვა ნუმერაციებით... შექმნილი ნაკრებები სხვათ. წინსვლითვის ასაკობრივი ნაკრებები უკვე გვყვავს და ოფიციალურ ტურნირებშიც მონაწილეობენ.....შეეშვით ამგვარად რაგბის "განვითარებას"-.....

• გიოშა

გასაგებია,რომ ინგლისის საგრაფოების ნაკრებს ვეთამაშეთ,მაგრამ რა კომენტარი უნდა გააკეთო როცა არ ვიცი ვინ იყვნენ მათი მორაგბეები? ხომ უნდა გვქონდეს ინფორმაცია რომელ გუნდებში თამაშობენ ისინი?

• ოდდსპორტალი

ჩვენებს კუში რამდენი ჰქონდათ ხო არ იცით ვინმემ?

7-კაცა | მზადება დაიწყო - ახალი მწვრთნელით, ახალი სისტემით და გაფართოებული შემადგენლობით

მოგებული პირველი ტაიმის შემდეგ "შავი ლომი" "ბენეტონთან" დამარცხდა

"შავი ლომი" | ორი ცვლილებით "ბენეტონთან"

"ატალანტასთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

WU17 | საქართველო 2:4 საბერძნეთი

კარგი ამბავი - ხვიჩა კვარაცხელია "ატალანტასთან" მატჩის განაცხადშია

ასაკობრივი ჩემპიონატების მონაწილე გუნდებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

[VIDEOS] ჩემპიონთა ლიგამ სტარტი აიღო - "არსენალმა" და "იუნიონმა" გაიმარჯვეს

"ტოტენჰემთან" მატჩში "ვილიარეალის" სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

ლუის ენრიკემ კვარაცხელიას მდგომარეობის შესახებ ისაუბრა - მიზანი ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მეორედ მოგებაა

ზივზივაძე მკაცრად დასაჯეს - ერთი თვე უქმობა მოუწევს

7-კაცა | მზადება დაიწყო - ახალი მწვრთნელით, ახალი სისტემით და გაფართოებული შემადგენლობით

ყველაფერს ითვლიან - მესი და რონალდო ერთმანეთს გაფუჭებულ პენალტებშიც მიუახლოვდნენ

"ბრაზილიის ნაკრების შემდეგ მხოლოდ ამ კლუბში დავბრუნდები" - კარლო ანჩელოტი

"ერთადერთია, ვინც "ოქროს ბურთს" იმსახურებს" - პსჟ-ის სპორტულმა დირექტორმა მისი გუნდიდან Golden Ball-ის ფავორიტი დაასახელა

ბუნდესლიგის გუნდებმა მიმდინარე სეზონში 3 ტურის შემდეგ უკვე მეორე მწვრთნელი დაითხოვეს

გვარდიოლამ მისთვის ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელი და ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირი დაასახელა

ამორიმი პრემიერ ლიგაში დათხოვნის პირველი კანდიდატია და პორტუგალიაში დაბრუნების ვარიანტიც გამოუჩნდა

უჩივლა თუ არა "ორბიმ" "პარი ნიჟნი ნოვგოროდს" - ბედოშვილის ტრანსფერიდან 1 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ რუსული კლუბის წარმომადგენელმა კომენტარი გააკეთა

"ბურთები ძალიან მიყვარს" - პორნომსახიობი, რომელიც ამბობს, რომ ღამეში 1000-ზე მეტ მამაკაცთან ეძინა, "რეინჯერსის" თამაშს დაესწრო და მიზეზიც ახსნა

ხვიჩა ლიგაზე ნაცნობი მეტოქით და მსაჯით იწყებს - მიქაუტაძე დღეს გატანას ლონდონში ეცდება

უმტიტიმ 31 წლის ასაკში კარიერა დაასრულა

დვალმა პირველივე მატჩში საგოლე გადაცემა გააკეთა

საქართველო XV-ის შემადგენლობა სერიის პირველი მატჩისთვის ცნობილია

საქართველო XV - შემადგენლობა არგენტინული სერიის პირველი მატჩისთვის

საქართველო XV-ის სამატჩო რაზმი "ხაგუარესთან" მატჩისთვის ცნობილია

საქართველო XV: ვეცდებით, მეორე მატჩი უკეთ ჩავატაროთ

ᓗᓑᓘᓚᓘᕡᓡ ᓘᕜᓒᓚᓘᓡ

ვიცე-ჩემპიონმა "ხაგუარესმა" საქართველო XV-ს გაკვეთილი ჩაუტარა და დიდი სხვაობით დაამარცხა

ბესიკ ხამაშურიძე: "საქართველო XV" ნაკრებისკენ გზაა

საქართველო XV-მა ამჯერად "ხაგუარესს" ლელო დაუდო, თუმცა მაინც დიდი ანგარიშით დამარცხდა [VIDEO]

ᕡᓐᕥᓐᓠᓗᓕᓔᕚᓝᕡ ᕠᕐᓒᕑᕘᓡ 19-ᓬᓚᓐᕛᓓᓔᓚᓗᓐ ᕜᕐᓙᓠᓔᓑᓘ: ᓕᓘᓜ ᓐᓠᓘᓐᓜ ᓩᓕᓔᓜᓘ ᓛᓔᕢᓝᓥᓔᓔᕑᓘ