შაბათს დასრულდა პორტუგალიის რიგით 77-ე ჩემპიონატი, რომელსაც სპონსორის სახელის გამო ოფიციალურად ლიგა ზონ საგრეში ეწოდება
ოლანენშე-რიუ ავე 2:2

გოლები: 0:1 იაზალდე (10), 1:1 იონჩა (57), 1:2 ჟოაო ტომაში (61), 2:2 დადი (80)

ბეირა მარი-ნასიონალი 0:2

გოლები: 0:1 ბარსელოსი (4), 0:2 მადეირა (82)

ნავალი-გიმარაეში 0:3

გოლები: 0:1 ჟორჟე რიბეირო (33), 0:2 ჟორჟე რიბეირო (41), 0:3 ედგარ სილვა (78)

ბენფიკა-ლეირია 3:3

გოლები: 1:0 კარდოსო (41), 1:1 ჟოაო სილვა (45), 2:1 ხავი გარსია (58), 3:1 ხარა (64), 3:2 ლიმა (75), 3:3 ჟოაო სილვა (89)

გაძევება: ლუიზაო (81. ბენფიკა)

ფერეირა-აკადემიკა 5:1

გოლები: 1:0 რონდონი (21), 2:0 ოზეია (24), 3:0 პედრინიო (26 ს.კ.), 4:0 რონდონი (33), 5:0 პიცი (43), 5:1 ედერი (81)

მარიტიმუ-პორტუ 0:2

გოლები: 0:1 ვარელა (21), 0:2 ვალტერი (32)

სეტუბალი-პორტიმონენშე 3:1

გოლები: 0:1 პედრო სილვა (18), 1:1 ნეკა (31-პენ), 2:1 პიტბული (56), 3:1 მიჩელი (75)

გაძევება: რიკარდო (86. პორტიმონენშე)

ბრაგა-სპორტინგი 0:1

გოლი: 0:1 დიალო (5)

ჰალკი ეუსებიოს ნაკვალევზე

შაბათს დასრულდა პორტუგალიის რიგით 77-ე ჩემპიონატი, რომელსაც სპონსორის სახელის გამო ოფიციალურად ლიგა ზონ საგრეში ეწოდება. ქვეყნის ჩემპიონი 25-ედ გახდა "პორტუ", თუმცა ამაში ეჭვი დიდი ხანია, არავის ეპარებოდა, ხოლო აპრილში 33 წლის ანდრე ვილას ბოასის გუნდმა ოფიციალურადაც გაიფორმა ტიტული. ბოლო ტურში, კუნძულ მადეირაზე "პორტუმ" 2:0 დაამარცხა ადგილობრივი "მარიტიმუ" და ისტორიაში შევიდა - გუნდმა ჩემპიონატი დაუმარცხებლად განვლო - 30 მატჩიდან 27 მოიგო და 3 ფრედ დაასრულა!

თუმცა ამბიციურ ახალგაზრდა მწვრთნელს ჯერ არ შეუძლია შვებით ამოისუნთქოს, ჟოზე მოურინიოს ყოფილ ასისტენტსა და მოწაფეს ერთი, მთავარი ამოცანა დარჩა შესასრულებელი - 18 მაისს დუბლინში "პორტუ" ევროპის ლიგის ფინალში პორტუგალიურსავე "ბრაგას" შეხვდება. არც პორტუგალიის საფეხბურთო სეზონია ჯერ დასრულებული - 22 მაისს ოიერაშში "ესტადიუ ნასიონალზე" თასის ფინალია, სადაც "პორტუ" გიმარაეშის "ვიტორიას" შეხვდება. მოკლედ, ანდრე ვილას-ბოასს ეგრეთ წოდებული თრებლის (სამი ტიტული) მოპოვების შანსი აქვს, თანაც ბრწყინვალე.

ერთადერთი გუნდი, რომელსაც აქამდე პორტუგალიის ჩემპიონატი დაუმარცხებლად დაუმთავრებია - 1972/73 წლების სეზონის "ბენფიკა" იყო, სადაც ლეგენდარული ეუსებიო ბრწყინავდა.

"დღეს ჩვენ შევძელით რაღაც ძალიან რთულის მიღწევა. გავა წლები და ჩვენ ამ დაუმარცხებელი ჩემპიონატით ვიამაყებთ და ის ჩვენ გულებში სამუდამოდ დარჩება", - განუცხადა ვილას-ბოასმა "სპორტ ტვ-ის". საბოლოოდ, "პორტუმ" მეორეადგილოსან "ბენფიკას" 21 ქულით გაუსწრო! ჩემპიონატის ბომბარდირი "პორტუს" ბრაზილიელი ფორვარდი ჟივანილდო ვიეირა დე სოუზამ გაიტანა, რომელსაც საფეხბურთო სამყარო ჰალკის სახელით იცნობს. 24 წლის ჰალკმა 26 თამაშში 23 გოლი გაიტანა და კოლუმბიელ თანაგუნდელ რადამელ ფალკაოს 7 გოლით გაუსწრო.

პორტუს გარეუბან ბრაგაში მესამე ადგილის ბედი წყდებოდა - "სპორტინგის" 25 წლის ფორვარდმა იანიკ დიალომ მატჩის დასაწყისშივე გაიტანა გამარჯვების გოლი, რომლის წყალობითაც ლისაბონურმა კლუბმა "ბრაგას" გადაასწრო და მესამე ადგილი დაიკავა.

მართალია, გაირკვა ევროთასების მონაწილეთა ვინაობა ("პორტუ" და "ბენფიკა ჩემპიონთა ლიგაზე, "სპორტინგი", "ბრაგა", "გიმარაეში" და "ნასიონალი" - ევროპის ლიგაზე), მაგრამ ჯერ დასაზუსტებელია დეტალები. მაგალითად, თუკი "ბრაგა" ევროპის ლიგას მოიგებს - ის ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ავტომატურად "ჩაჯდება". თუკი "ბრაგა" დუბლინში დამარცხდება, მაშინ უკვე პორტუგალიის თასის ფინალზე იქნება დამოკიდებული გუნდი მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაებმება ევროპის ლიგაზე, თუ პლეი ოფიდან.

მადეირულმა "ნასიონალმა" ევროთასების ბოლო საგზური სტუმრად "ბეირა მარის" 2:0 ძლევით მოიპოვა. "ბენფიკამ", რომელიც ჩემპიონთა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყებს, სეზონი ცუდად დაასრულა - "არწივები" მშობლიურ "და ლუჟზე" 3:1-ს იგებდნენ, მაგრამ "ლეირიასთან" უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს (3:3) და ბოლოს თამაში კაპიტან ლუიზაოს გარეშე ჩაამთავრეს.

ბოლო ტურის წინ ჩემპიონმა ბომბარდირი შეინარჩუნა - "პორტუმ" ურუგვაულ "ატლეტიკო რენტისტასს" 13,5 მილიონი ევრო გადაუხადა ფეხბურთელზე უფლებების 40%-ის სანაცვლოდ. ახლა "პორტუ" ჰალკის კონტრაქტის 85%-ის ბატონ-პატრონი გახდა და ბრაზილიელმაც 2016 წლამდე გააგრძელა კლუბთან ხელშეკრულება. დღეიდან კლუბს, რომელიც "პორტუს" ჰალკის ყიდვაზე სიტყვას ჩამოუგდებს, 100 მილიონი ევრო უნდა ჰქონდეს საამისოდ გამზადებული!

თუკი ჩემპიონმა მთავარი მეგოლე შეინარჩუნა, მას ძალზე გაუჭირდება ამ წარმატების მთავარი შემოქმედის დატოვება - 33 წლის ვილას-ბოასი ძალიან ბევრ კლუბს სურს ევროპაში. ყველაზე მეტად, თურმე, "იუვენტუსი" აქტიურობს...

ლიგა საგრეში დატოვეს "პორტიმონენშემ" და "ნავალმა", ვინ შემოვა მათ ნაცვლად ჯერ ცნობილი არ არის, თუმცა ერთ-ერთი კანდიდატი "ჟილ ვისენტეა". ჩემპიონატის 240 მატჩში 584 გოლი გავიდა (2,43 საშუალოდ). შინ ყველაზე დიდი ანგარიშით "პორტუმ" მოიგო, Yთანაც "ბენფიკასთან" (5:0). "პორტუს" ეკუთვნის 16-მატჩიანი მოგებათა სერია, რომელიც 6 დეკემბერს დაიწყო და 1 მაისს შეწყდა. ყველაზე მეტი მაყურებელი "ბენფიკა"-"მარიტიმუს" თამაშზე მივიდა - 54 991, ყველაზე ცოტა - "ნავალი"-"პორტიმონენშეს" შეხვედრაზე - 316 ადამიანი.

თ მ ფ წ ბ ქ

1. პორტუ 30 27 3 0 73-16 84

2. ბენფიკა 30 20 3 7 61-31 63

3. სპორტინგი 30 13 9 8 41-31 48

4. ბრაგა 30 13 7 10 45-33 46

5. გიმარაეში 30 12 7 11 36-37 43

6. ნასიონალი 30 11 9 10 28-31 42

7. ფერეირა 30 10 11 9 35-42 41

8. რიუ ავე 30 10 8 12 35-33 38

9. მარიტიმუ 30 9 8 13 33-32 35

10. ლეირია 30 9 8 13 25-38 35

11. ოლანენშე 30 7 13 10 24-34 34

12. სეტუბალი 30 8 10 12 29-42 34

13. ბეირა მარი 30 7 12 11 32-36 33

14. აკადემიკა 30 7 9 14 32-48 30

15. პორტიმონენშე 30 6 7 17 29-49 25

16. ნავალი 30 5 8 17 26-51 23

ბომბარდირები: 23 - ჰალკი (პორტუ); 16 - ფალკაო (პორტუ), ჟოაო ტომაში (რიუ ავე); 12 - კარდოსო (ბენფიკა); 11 - დიავარა (მარიტიმუ); 10 - ვარელა (პორტუ), ედგარ სილვა (გიმარაეში).

"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
"თუ ასე თამაშს გავაგრძელებთ, კონფერენს ლიგაზე გასვლითაც ბედნიერები უნდა ვიყოთ" - სობოსლაი საკუთარი გუნდის თამაშით აღშფოთებულია
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის