12 ივნისს "უმცროსი ბორჯღალოსნები" მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას შოტლანდიასთან გამართავს.

თამაში საქართველოს დროით 17:30 საათზე როსარიოში დაიწყება და გამარჯვებული გუნდი C ჯგუფს მესამე ადგილზე დაასრულებს.

შეგახსენებთ, სამი ჯგუფის ორი საუკეთესო მესამეადგილოსანი მეხუთე-მერვე ადგილებისთვის აგრძელებს ბრძოლას, ხოლო უარესი მესამეადგილოსანი მეცხრე-მეთორმეტე ადგილებისთვის ითამაშებს (ჯგუფის ბოლოადგილოსნებთან) და 12-გუნდა ელიტაში ადგილის შენარჩუნებას ეცდება.

განვლილ ორ ტურში შოტლანდია სამხრეთ აფრიკასთან და ახალ ზელანდიასთან დამარცხდა, თუმცა ერთი ბონუს-ქულის აღება მოახერხა. პირველ მატჩში მათ სამხრეთ აფრიკას 3 ლელო გაუტანეს და 19:43 წააგეს, 4 დღის წინ კი ახალ ზელანდიას 5 ლელო დაუდეს, რისთვისაც ბონუსი მიიღეს, თუმცა 33:52 დამარცხდნენ.

ჩემპიონატის პირველ შეხვედრაში ახალ ზელანდიასთან 60 წუთი იბრძოლა ჩვენმა გუნდმა, მაგრამ გამოცდილმა მეტოქემ დასკვნით მეოთხედში უპირატესობა მოიპოვა - 45:13. მეორე ტურში სამხრეთ აფრიკას სამი ლელო გავუტანეთ, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა - 48:20.

5 ხაზში და 5 შერკინებაში
წინა მატჩის შემდეგ, ჯგუფური ეტაპის დასკვნითი შეხვედრისთვის "უმცროსი ბორჯღალოსნების" სამწვრთნელო შტაბმა სასტარტო შემადგენლობის 2/3 შეცვალა - 5 ხაზში და ამდენივე შერკინებაში.

შერკინების პირველ ხაზში ადგილი შეინარჩუნა კვაჭმა ვანო კარკაძემ, თუმცა შეიცვალა ორივე ბურჯი. ძირითადში დაბრუნდა ნიკა ღვალაძე, ხოლო ზაურ თევდორაშვილი სასტარტოში პირველადაა. შეიცვალა ორივე მეორეხაზელი და ახალ ზელანდიასთან მატჩის მსგავსად, ძირითადში ლუკა გელაშვილი და ვახტანგ ჯინჭარაძე არიან.

მეორე ხაზიდან შერკინების შემკვრელად გადაინაცვლა იოანე იაშაღაშვილმა. ბექა ყორიაული ამჯერად ფლანკერი იქნება, ხოლო მეორე ფლანკერად პაატა ბურჭულაძე დადგება, რომელიც სასტარტოში პირველადაა.

სრულად შეიცვალა ღერძი და პირველად მიმდინარე ჩემპიონატზე, 9-10 ნომრებზე გიორგი მარგალიტაძე და სანდრო მარგიანი შეწყვილდებიან. ფულბეკის პოზიციაზე დამწყებთა შორის პირველად დაწინაურდა დაჩი პაპუნაშვილი.

შუამარბად იწყებს თამაშს ირაკლი სიმსივე, რომელიც გუნდის კაპიტანს, დემურ თაფლაძეს შეუწყვილდება. ფრთაზე ბრუნდება კოტე მარჯანიშვილი, ხოლო მეორე ფრთა ოთარ ლაშხი იქნება, რომელმაც აფრიკელებს ორი ლელო გაუტანა.

მარქაფაში არ გვყავს ზურა ქავთარაძე, რომელმაც წინა შეხვედრაში თავში დარტყმა მიიღო და მიუხედავად იმისა, რომ ტვინის შერყევა არ დაფიქსირდა, მწვრთნელებმა მას დასვენების საშუალება მისცეს. სასტარტო შემადგენლობაში ზედიზედ მესამე თამაშს იწყებენ თაფლაძე და ყორიაული.

"ტურნირის ფორმატიდან გამომდინარე, ძალების გადანაწილება უმნიშვნელოვანესია და შემადგენლობაში ცვლილებები სწორედ ამითაა განპირობებული. მსგავსი როტაცია თავიდანვე დაგეგმილი გვქონდა. ჩვენ კარგად ვიცით ამ ბიჭების შესაძლებლობები და მომავალ მატჩში მხოლოდ მოსაგებად ვიბრძოლებთ", - ამბობს ამონაშვილი.

C ჯგუფი

12 ივნისი

საქართველო - შოტლანდია (17:30)

საქართველო:

ხაზი

15. დაჩი პაპუნაშვილი, 14. ოთარ ლაშხი, 13. დემურ თაფლაძე, 12. ირაკლი სიმსივე, 11. კოტე მარჯანიშვილი, 10. სანდრო მარგიანი, 9. გიორგი მარგალიტაძე;

შერკინება

1. ნიკა ღვალაძე, 2. ვანო კარკაძე, 3. ზაურ თევდორაშვილი, 4. ლუკა გელაშვილი, 5. ვახტანგ ჯინჭარაძე, 6. პაატა ბურჭულაძე, 7. ბექა ყორიაული, 8. იოანე იაშაღაშვილი.

მარქაფა

16. ლუკა ნიორაძე, 17. ლუკა აზარიაშვილი, 18. გია ხარაიშვილი, 19. ტატო გვიმრაძე, 20. კობა კოლოტაური, 21. მიხეილ ალანია, 22. თედო აბჟანდაძე, 23. თემურ ჭიჭინაძე, 24. გივი ცინცაძე, 25. ლაშა ლომიძე, 27. იოსებ გუშარაშვილი, 28. ლუკა ჭელიძე.

ზურა ქავთარაძე ისვენებს

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

გელა 67
სკოტები სწრაფები არიან და ეს მათი პლიუსია, ახლა მეორე: არ გაგეცინოთ და ზელანდია წინ რომ გაიქცა ცოტა მოდუნდნენ და მაშინ დადეს 3 ლელო ერთხელ და მერე კიდევ მოუწყო ერთი გაქცევა და ბოლოს სულ მოეშვა და 2 ლელოც მაშინ დაუდო შოტლანდიამ, ამით იმის თქმა მინდა,რომ იმდენად საშინელი მოლოდინი არ უნდა გვქონდეს სკოტებისაგან,თუ კი დაცვაში მწყობრ თამაშს შესთავაზებენ და წინა მატჩების უუუამრავ შეცდომას გაითვალისწინებენ და აღმოფხვრიან. წარმატება ჩვენ ბიჭებს!!!
ლაშა
შარშანდელისგან განსხვავებით წელს შოტლანდია კარგად თამაშობს. ახალ ზელანდიასთან 5 ლელოს დამდები გუნდი ძალიან ძლიერი უნდა იყოს. უფრო მეტად სასიამოვნო იქნება ამათი შარშანდელივით დამარცხება.
soso
ასე მგონია ამ ტამაშზე არ ფიქრობენ და შEმდეგზე იბრძოლებენ))) კარგით რააა)))
Gio
მე4 თამაშზეა აქცენტი ??? ასე მგონია ამ თამაშის მოსაგებად არ გავდივართ
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
18 წ. | ვიწყებთ საფრანგეთით
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალისთვის 26 მოთამაშე შეირჩა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა