ფოტო: facebook.com/GeoWrestlingOfficial

7-8 ივნისს ქალაქ ნიმში ჭაბუკ მოჭიდავეთა შორის საფრანგეთის თასის გათამაშება გაიმართა. ამ ტრადიციულ და პრესტიჟულ შეჯიბრებაში საქართველოს ჭიდაობის ისტორიაში ლეგიონერების რანგში ქართველმა ჭაბუკებმა პირველად მიიღეს მონაწილეობა.

ნიკა ფესტვენიძე და ანზორ გოლუბიანი ლიონის გუნდის სახელით გავიდნენ ხალიჩაზე და სწორედ მათმა წარმატებულმა გამოსვლამ მოუტანა ლიონელებს ისტორიული შედეგი - ბრინჯაოს მედალი.

საინტერესოა, რომ გუნდურ შეჯიბრებაში სულ ხუთ წონით კატეგორიაში ტარდებოდა შეხვედრები და ორი ქართველის მიერ მოპოვებული ქულებით ლიონის გუნდმა თავისი 30-წლიანი არსებობის მანძილზე საპრიზო სამეულში მოხვედრა პირველად შეძლო.

ლიონში ქართველი სპორტსმენების ჩაყვანის ერთ-ერთი ინიციატორი და მასპინძელი ლევან ჩერტკოევი იყო, რომელსაც საფრანგეთში ტექნიკური ექსპერტის და ჭიდაობის პროფესორის წოდება აქვს. ხშირად უწევს კომუნიკაცია იქაურ კლუბებთან და ლიონში თავადაც ჩამოაყალიბა კლუბი, რომელშიც ძირითადად ქართველი ემიგრანტების შვილები ვარჯიშობენ.

"ეს ისეთი ასაკობრივი ჯგუფია, სპორტსმენებს ფსიქოლოგია ბოლომდე არ აქვთ ჩამოყალიბებული. ხშირად უცრუვდებათ გული და ძალიან ბევრი შემთხვევაა, როდესაც პერსპექტიული მოჭიდავეები სულ პატარა წარუმატებლობის თუ უიღბლობის შემდეგ ვარჯიშს თავს ანებებენ. კადეტი მოჭიდავეების უცხოეთში მივლინება ევროპის სხვადასხვა ლიგაში მონაწილეობის გამოცდილების მისაღებად არის საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის - გეგა გეგეშიძის ინიციატივით წამოწყებული პროექტის ნაწილი, რაც მიზნად ისახავს რაც შეიძლება მეტი სპორტსმენის დარჩენას აქტიურ სპორტში.

მისივე ინიციატივით, უცხოეთის კლუბებში ვარჯიშის და საკლუბო შეჯიბრებებში მონაწილეობის შანსი, ძირითადად, ასაკობრივი ნაკრების იმ კანდიდატებს მიეცემათ, რომლებიც ნაკრების პირველი ნომრები არ არიან. მათ უნდა იგრძნონ, რომ პატარა პრობლემების გამო მოტივაცია არ უნდა დაკარგონ. უნდა დაინახონ, რომ მათი იმედი გვაქვს და კიდევ უფრო დიდი შემართებით გააგრძელებენ ბრძოლას, რათა თავიანთი რეალური შესაძლებლობები ყველას დაანახონ.

ნიკა ფესტვენიძისა და ანზორ გოლუბიანის მაგალითი აუცილებლად ააგორებს პოზიტიურ ტალღას. მათ საფრანგეთში ძალიან დიდი დადებითი მუხტი მიიღეს. გარდა იმისა, რომ უშუალოდ პროფესიული კუთხით დაუმტკიცეს ადგილობრივებს თავიანთი ძალა, სასიამოვნო კულტურული და საგანმანათლებო ტურიც გამოუვიდათ. შევახვედრე ქართველ ემიგრანტებს, დავათვალიერებინე მუზეუმები და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები", - აღნიშნა ლევან ჩერტკოევმა.

მისივე განცხადებით, ახლო მომავალში იგეგმება მემორანდუმის გაფორმება საფრანგეთისა და გერმანიის კლუბებთან გაცვლითი პროგრამებისა და თანამშრომლობის მიზნით.

უკვე გავრცელდა ლიონის კლუბის პრეზიდენტის წერილი. რამსი ჯენდუბი მადლობას უხდის საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტს, ქართველ მწვრთნელებს და მოჭიდავეებს ლიონის კლუბის წარმატებაში შეტანილი წვლილისათვის და დარწმუნებულია, რომ ურთიერთთანამშრომლობა სამომავლოდაც გაგრძელდება. ფრანგული კლუბის პრეზიდენტი უახლოეს მომავალში თბილისში ჩამოსვლას და საქართველოს ჭიდაობის ფედერაციასთან ოფიციალური მემორანდუმის გაფორმებას გეგმავს.

მომზადებულია facebook.com/GeoWrestlingOfficial-ის მიხედვით

ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა
ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა
რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
ქალთა ნაკრებმა ფარერის კუნძულებთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. თანალიდერი და თითქმის ლიდერი
ბარკოლა ოპერაციას გადაურჩა
"ბარსელონა" - "ატლეტიკოს" მატჩის დელეგატი სფფ-ის წარმომადგენელი იქნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 0-3 დინამო (ბთ). "რუსთავის" მეორე ტაიმი, ბათუმის "დინამოს" პირველი მარცხი
ლიბერთიმ გრიფინი ბოლო წუთებზე გატეხა და ფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა
დარჩება "ბენფიკაში"? - მოურინიომ თავის მომავალზე ისაუბრა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
მოულოდნელი ამბავი - პსჟ-ის მეკარე კარიერას აზერბაიჯანულ გუნდში გააგრძელებს
რჩება თუ მიდის - ვინისიუსმა თავის მომავალზე განცხადება გააკეთა
იტალიაში იწვევენ - ბერნარდო სილვას სერია A-ში თამაშის ვარიანტი გამოუჩნდა
ვინ შეცვლის გვარდიოლას - "სიტის" სამი კანდიდატი ჰყავს
"ეს პსჟ-ს მიერ "ლივერპულის" ნამდვილი ხოცვა-ჟლეტა იქნება!" - ირწმუნება საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
18 წ. | როტაციით ინგლისთან
[VIDEO] "ნაპოლიმ" "მილანსაც" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა