სანაკრებო პაუზის შემდეგ ეროვნული ლიგა მეორე წრის უკანასკნელი, მე-18 ტურით ბრუნდება.

ჩემპიონატის ნახევარი მიილია და უკვე ის ეტაპი იწყება, როდესაც კლუბებს უკვე განსაზღვრული მიზანი აქვთ, რისთვის მოუწევთ ბრძოლა ტურნირის დასრულებამდე.

რუსთავი-დილა

"რუსთავს" გარკვეული დროის განმავლობაში კარგი პერიოდი ჰქონდა, თუმცა შემდეგ ისევ წაგებათა სერია დაიწყო, რის გამოც კვლავ ბოლო, მე-10 პოზიციას იკავებს.

გასულ ტურში ქვემოქართლური კლუბი ბათუმს ეწვია და "დინამოსთან" მინიმალური სხვაობით, 1:2 დამარცხდა.

რუსთაველთა შემადგენლობაში არ იმყოფებოდნენ დისკვალიფიცირებული ლუკა გადრანი და ლაშა ქოჩლაძე, რომლებმაც წითელი ბარათები ბოლნისის "სიონთან" შეხვედრაში მიიღეს.

სფფ-ის დისციპლინარული კომიტეტის გადაწყვეტილებით, ისინი 4-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯნენ და შესაბამისად, არც მომავალ შეხვედრაში იქნებიან.

რაც შეეხება გორის "დილას", ისიც აუტსაიდერთა შორისაა და 19 ქულით მე-8 ადგილს იკავებს.

გასულ შეხვედრაში ეს კლუბიც "დინამოს" დაუპირისპირდა, ოღონდ გიორგი დეკანოსიძის შეგირდების მეტოქე დედაქალაქური გუნდი იყო. "დილა" 2:3 დამარცხდა.

პირველ წრეში ამ კლუბებს შორის გამართული დაპირისპირება გორელთა გამარჯვებით, 2:1 დასრულდა.

"რუსთავისა" და "დილას" მატჩი 14 ივნისს, 19:00 საათზე, რუსთავის ტექნიკურ ცენტრში გაიმართება.

საბურთალო-სიონი

ტურის მეორე შეხვედრა თბილისში გაიმართება, სადაც მოქმედი ჩემპიონი "საბურთალო" ბოლნისის "სიონს" მიიღებს.

ამ მომენტისთვის დედაქალაქურ კლუბს 35 ქულა აქვს და მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება ლიდერ ბათუმის "დინამოს".

გასულ ტურში გია ჭიაბრიშვილის შეგირდებმა საჩხერის "ჩიხურასთან" ნულოვანი ფრე ითამაშეს. "საბურთალოს" სანდრო ალთუნაშვილი აკლდა, რომელიც მომავალ შეხვედრაში ითამაშებს.

რაც შეეხება "სიონს", "რუსთავთან" მომხდარი ინციდენტის შემდეგ ბოლნისელთა ორი ფეხბურთელია დისკვალიფიცირებული - ვილი ისიანი და დავით თარგამაძე, დისკვალიფიცირებულია ლევან ხმალაძეც.

"სიონმა" გასულ ტურში თბილისის "ლოკომოტივს" ვერ სძლია და "საბურთალოს" მსგავსად, ნულოვან ფრეს დასჯერდა.

ამ გუნდების დაპირისპირება პირველ წრეში გია ჭიაბრიშვილის შეგირდების გამარჯვებით, 3:2 დასრულდა.

"საბურთალოსა" და "სიონის" დაპირისპირება 14 ივნისს, 21:30 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

ტორპედო-ჩიხურა

მეორე წრის ბოლო ტურში იმერული დერბი გაიმართება, სადაც ქუთაისის "ტორპედო" საჩხერის "ჩიხურას" წყალტუბოში უმასპინძლებს.

კახა ჩხეტიანის განკარგულებაში უკანასკნელ შეხვედრას გამართავს მამუკა კობახიძე, რომელიც მესამე წრიდან ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელი გახდება.

მას კლუბთან კონტრაქტი დაუმთავრდა, "ტორპედოს" დატოვების მიზეზი კი სწორედ ეს გახდა. ქუთაისურ კლუბში სიტუაცია არ გამოსწორებულა, თუმცა სხვა ფეხბურთელები ჯერჯერობით ქუთაისში რჩებიან.

კახა ჩხეტიანის გუნდმა ბოლო 3 შეხვედრაში ერთადერთი ქულა აიღო, წინა ტურში კი აუტსაიდერ "ვიტ ჯორჯიასთან" დიდი ანგარიშით დამარცხდა.

რაც შეეხება "ჩიხურას", საჩხერულმა კლუბმა წინა ტურში "საბურთალოსთან" ნულოვანი ფრე ითამაშა.

აღსანიშნავია, რომ სოსო ფრუიძე ნებისმიერი შემადგენლობით ახერხებს ბრძოლისუნარიანი გუნდის ჩამოყალიბებას.

პირველ წრეში ამ გუნდებს შორის ჩატარებული შეხვედრა ფრედ, 0:0 დასრულდა.

იმ შემთხვევაში, თუ "ტორპედო" სამი ქულის მოპოვებას ვერც ამ მატჩში მოახერხებს, ჩემპიონობისთვის მებრძოლ კონკურენტებს უკვე სერიოზულად ჩამორჩება.

ქუთაისის "ტორპედოსა" და საჩხერის "ჩიხურას" დაპირისპირება 15 ივნისს, 18:00 საათზე წყალტუბოში, 26 მაისის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

ლოკომოტივი-დინამო(ბთ)

ბოლო 5 ტურის განმავლობაში "ლოკომოტივი" საუკეთესო იყო. ამ დროში თბილისურმა კლუბმა 13 ქულა მოიპოვა და გასავარდნი ზონიდან მეექვსე ადგილამდე დაწინაურდა.

ლევან კორღალიძის შეგირდებმა გასულ ტურში ბოლნისის "სიონთან" ნულოვანი ფრე ითამაშეს.

ბათუმის "დინამო" კი ჩემპიონობისთვის იბრძვის და ამ დროისთვის, 37 ქულით ერთპიროვნული ლიდერია.

გასულ ტურში გია გეგუჩაძის გუნდმა "რუსთავს" 2:1 სძლია. ჯამში ბოლო 4 მატჩში 11 გოლი გაიტანა, საკუთარ კარში კი 3 მიიღო.

"დინამომ" პირველი ტრანსფერი უკვე განახორციელა და ქუთაისის "ტორპედოდან" ცენტრალური მცველი მამუკა კობახიძე დაიმატა, რომელიც მე-19 ტურში უკვე გია გეგუჩაძის განკარგულებაში იქნება.

პირველ წრეში ამ კლუბებს შორის გამართული შეხვედრა ბათუმელთა გამარჯვებით, 2:1 დასრულდა.

თბილისის "ლოკომოტივისა" და ბათუმის "დინამოს" დაპირისპირება 15 ივნისს, 21:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სათადარიგო მოედანზე გაიმართება.

დინამო(თბ)-ვიტ ჯორჯია

ტურის ბოლო შეხვედრას "დინამო არენა" უმასპინძლებს, სადაც თბილისის "დინამო" "ვიტ ჯორჯიას" მიიღებს.

თბილისურმა კლუბმა ცუდი პერიოდის შემდეგ ზედიზედ 3 შეხვედრა მოიგო და მესამე ადგილამდე აღზევდა.

"დინამოში" რამდენიმე ცვლილებაა. სერხიო ნოჩესა და ფრან კარბიას შემდეგ კლუბი ანტონიო როხანომაც დატოვა, სამაგიეროდ, სამედიცინო შემოწმება გაიარა არფან დაფემ, რომელმაც ბოლო სეზონი ირანულ "ნასაჯიში" გაატარა. ეროვნული ლიგის გასულ სეზონში ის ქუთაისის "ტორპედოს" ღირსებას იცავდა.

რაც შეეხება "ვიტ ჯორჯიას" ,"ვეტერინართა" ხუთ ფეხბურთელს (გიორგი გეთიაშვილი, ნიკოლოზ მაისურაძე, ჯონი შეროზია, პაატა ღუდუშაური, ნოდარ კიკნაველიძე) ე.წ გარიგებული მატჩების საქმის გამო სფფ-ის დისციპლინარულმა კომიტეტმა სამუდამო დისკვალიფიკაცია მისცა, რაც კლუბს მნიშვნელოვნად დააზარალებს.

თუმცა ეს ყველაფერი არ არის, "ვიტ ჯორჯია" 50 000 ლარითაც დაჯარიმდა და 6 ქულა ჩამოაკლდა, რაც ისედაც ცუდ მდგომარეობაში მყოფ კლუბს სერიოზულ პრობლემას შეუქმნის.

ამ ყველაფრის ფონზე, გასულ ტურში "ვეტერინარებმა", მოულოდნელად, ქუთაისის "ტორპედო" დიდი ანგარიშით დაამარცხეს - 3:0.

თბილისის "დინამოსა" და "ვიტ ჯორჯიას" დაპირისპირება 16 ივნისს, 19:00 საათზე "დინამო არენაზე" გაიმართება.

ლეონი
გეთანხმებით სოსო ფრუიძე ნებისმიერი შემადგენლობით აყენებს ბრძოლისუნარიან გუნდს ხოდა დააყენეთეგ დიდებული ადამიანი ვაისის ადგილზე
სიმართლე
რაც არ მოგწონთ არ აქვეყნებთ ხო?ნუ გამოაქვეყნებთ, თქვენ მაინც ხომ კითხულობთ და ზუსტად თქვენს წასაკითხად დავწერე.
ვაჟა
ხოდა ვიტ ჯორჯიას ექვსი ქულა რო დააკლდა ბოლოზე რუსთავი როგორაა. სანამ ტექსტს დადებთ გადახედეთ, პატივი ეცით მკითხველს
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასზე ბოლო მატჩი ჩაატარა
ისტორია დაიწერა - საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები მსოფლიო თასზე გავიდა!
წყალბურთი - საქართველოს ნაკრებმა უკრაინას მოუგო და ნახევარფინალში გავიდა
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"დილამ" 19 წლის ბურკინა ფასოელი მცველი დაიმატა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
ლევან შენგელია ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ეროვნული ლიგა. XXVIII ტური. "ლოკომოტივი" - "საბურთალო" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XVII ტური. "ჩიხურა"-"დინამო თბ" [LIVE]
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-1 რუსთავი. უფრო ახლოს გასავარდნ ზონასთან...
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 2-0 სამგურალი. დამსახურებული გამარჯვება, ბრძოლა გრძელდება!
"ლოკომოტივიდან" ფეხბურთელები მიდიან - 3 ახალწვეული "საბურთალოში"
ეროვნული ლიგა. XXX ტური. "სიონი" - "დინამო" თბ [LIVE]
საქართველოს ორი ჩემპიონი ერთმანეთის პირისპირ - შესამჩნევი იაპონელი და განელებზე კარგი შთაბეჭდილებით
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 0-2 იბერია 1999. მძიმე ყოფილა ლიდერის ტვირთი...
ეროვნული ლიგა. XV ტური: ლოკომოტივი - დინამო თბ [LIVE]
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
ევროტურნირების წინ, "საბურთალო" მთავარმა მწვრთნელმა დატოვა
"საბურთალო" ტრადიციას არ ღალატობს - 17 წლის ფეხბურთელის წარმატებული დებიუტი
ორი 11:0 ქართული კლუბების მონაწილეობით - მოსამზადებელი ეტაპი
ეროვნული ლიგა. XII ტური. "გაგრა" - "ლოკომოტივი" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XXXIII ტური. "ლოკომოტივი" - "დინამო" თბ [LIVE]
51..9% ხელფასებში - რაში დაიხარჯა 2019 წელს ფეხბურთის განვითარების ფონდის ფული?
სატრანსფერო კარუსელები - რა შეიცვალა ეროვნულ ლიგა 2-ში?
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
ვლადიმერ ხაჩიძე "ვიტ ჯორჯიას" მომავალზე: ჯერ არაფერია გადაწყვეტილი
ლორიას შეცვლის - თბილისის "დინამომ" ბრაზილიელი მეკარე დაიმატა
ბოლნისის "სიონმა" "საბურთალო" დაამარცხა [VIDEO]
ოდესის "ჩერნომორეცმა" სინჯებზე მყოფი გიორგი რობაქიძე გუნდში დაიტოვა
"გაგრამ " "ტორპედო" მინიმალური ანგარიშით დაამარცხა [VIDEO]
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
თბილისის "ლოკომოტივმა" ექვსი ზამბიელი ფეხბურთელი დაიმატა
თბილისის "დინამომ" ბერძენ მცველს გაუფორმა კონტრაქტი
ეროვნული ლიგა. XIV ტური. "სიონი" - "დილა" [LIVE]
ჩხუბი მწვრთნელსა და ფეხბურთელს შორის - "იბერიამ" ღუდუშაური მთავარი გუნდიდან მოკვეთა
"საქართველო არაჩვეულებრივი ქვეყანაა" - ჰამზიჩი ეროვნულ ლიგას უბრუნდება
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
[VIDEO] თბილისის "დინამომ" მინსკის "დინამოს" სძლია და უეფას ახალგაზრდული ლიგის მომდევნო ეტაპზე გავიდა
კუთხურიდან ჩახვეული ბურთი, წითელი ბარათები, პენალტები - ე-ლიგა 2-ის პლეი-აუტები დაძაბულად დასრულდა [VIDEO]
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
ქუთაისის "ტორპედო" საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს იმატებს
ქართველი ფეხბურთელი სინჯებზე "ჩერნომორეცში" იმყოფება
[VIDEO] ჩინებული იყო. თორნიკეს და თბილისის "დინამოს" შოუ - ჩვენმა გუნდმა "კოპენჰაგენი" დიდი ანგარიშით დაამარცხა
იაჰია კალეი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
კაცნაკლულმა თბილისის "დინამომ" "კოპენჰაგენს" პენალტების სერიაში მოუგო და მესამე ეტაპზე გავიდა
ეროვნული ლიგა. პლეი-ოფი: "ჩიხურა" - "სამგურალი" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XVI ტური. "მერანი" - "ჩიხურა" [LIVE]
"ტორპედო" ფულის საჭრელი მანქანა არაა და მალე ამას ყველა გაიგებთ!" - ქუთაისელთა ფანების პროტესტი
ბრუნდება თუ არა საქართველოში - ბათუმის "დინამოს" სპორტულმა დირექტორმა ჯოვინო ფლამარიონის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"ჩიხურამ" ძალიან ლამაზი გოლითა და მეკარის სასწაული "სეივებით" მოიგო [VIDEO]
ეროვნული ლიგა. XXX ტური. "ტორპედო" - "საბურთალო" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XVII ტური. "ტორპედო" - "სიონი" [LIVE]
ეროვნული ლიგა. X ტური. "თელავი" - "ლოკომოტივი" [LIVE]
საჩხერის "ჩიხურას" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს!
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
Geo Team: საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ბათუმის "დინამოში" ითამაშებს
ეროვნული ლიგა. XIII ტური. "ლოკომოტივი" - "ტორპედო" [LIVE]
"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა
"ყაზახეთის ლიგა საქართველოზე ძლიერი სწორედ ამიტომაა" - იონსენმა "ორდაბასიში" სასწაული მოახდინა და ჩვენს ჩემპიონატზე ისაუბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 3-1 დილა. ვის არგო და ვის აწყინა სანაკრებო პაუზამ?