"ტორპედომ" რევანში "ვიტ ჯორჯიასთან" ვერ მოახერხა, თუმცა მეოთხე საფეხური შეინარჩუნა და თასის ფინალისთვის მორიგი რეპეტიცია გაიარა

14.05. ქუთაისი. ცენტრალური. 1 500 მაყურებელი

ტორპედო-ვიტ ჯორჯია 0:0

ტორპედო ვიტ ჯორჯია

4-4-2 4-2-3-1

მიგინეიშვილი ა. მიქაბერიძე

დ. ფოფხაძე ხურცილავა

ს. თოდუა ადამაძე

ფარულავა გოგიაშვილი

ჩიკვილაძე ღანიაშვილი

დოლიძე ვასაძე

ქებაძე გურ. გურეშიძე

გ. დათუნაიშვილი კორიფაძე

სეთურიძე ჯანელიძე

ვ. კვარაცხელია ზაქრაძე

რ. გოცირიძე ჩიმაკაძე

მთ. მწვრთნელი მთ. მწვრთნელი

გ. გიგატაძე ზ. ბერიძე

ტორპედო

57. ქებაძე - დიღმელაშვილი

61. კვარაცხელია - საბანაძე

79. ჩიკვილაძე - კემუხტაშვილი

სათადარიგოები: ქვილითაია, მაჭავარიანი, თარხნიშვილი, ბაკურაძე

ვიტ ჯორჯია

62. ზაქრაძე - გიორგი გურეშიძე

90. ჯანელიძე - როსტიაშვილი

სათადარიგოები: ძაძამია, ჭანკვეტაძე, კასრაძე, დვალაშვილი, გაბრიჭიძე

გაფრთხილება: გურამ გურეშიძე (41), ზაქრაძე (44), მიქაბერიძე (67)

არბიტრი: გ. ვადაჭკორია

იმის მიუხედავად, რომ თასის წლევანდელმა გათამაშებამ ჩემპიონატის მეოთხე ადგილს ფასი დაუკარგა, "ტორპედოსა" და "ვიტ ჯორჯიას" დაპირისპირება უმოტივაციო სულაც არ ყოფილა. ამ გუნდების წევრებს საბრძოლოდ თუნდაც ის ფაქტი განაწყობდა, რომ ამ ჩემპიონატში ჩატარებული წინა სამი

ურთიერთშეხვედრიდან "ვიტ ჯორჯიამ" "ტორპედოს" სამივე მოუგო და ქუთაისელები რევანშისთვის ემზადებოდნენ, ვეტერინარები კი, თავის მხრივ, კიდევ ერთხელ შეეცადნენ იმის დამტკიცებას, რომ იმერლებზე არანაკლები გუნდი ჰყავთ.

მატჩი, რომელსაც "ტორპედოს" სათასო მეტოქის, "გაგრას" უკრაინელი მთავარი მწვრთნელი ანატოლი პისკოვეცი დაესწრო, არცთუ სანახაობრივი გამოდგა, მასპინძლებიცა და სტუმრებიც დაცვაში დიდი ყურადღებით თამაშობდნენ, ამავდროულად, შემტევები კი სცოდავდნენ. ამიტომაც დასამახსოვრებელი ეპიზოდი ბევრი არ გვინახავს.

პირველი ტაიმის მიწურულამდე გატანის რეალური შანსი არავის ჰქონია. ნახევარმომენტები ვერ გამოიყენეს ჯანელიძემ, კვარაცხელიამ და ფარულავამ. შესვენებამდე მცირე ხნით ადრე კი დაწინაურება ჯერ "ტორპედოს" შეეძლო, შემდეგ კი "ვიტ ჯორჯიას". მიქაბერიძემ გოცირიძის დარტყმა მოიგერია და დამატებაზე კვარაცხელიასაც აჯობა, სტუმართაგან კი ჩიმაკაძეს შეეძლო გატანა, მაგრამ ქუთაისელთა კარი ქებაძემ იხსნა.

მეორე ტაიმი მოსაწყენი გამოდგა და ანგარიშის გახსნის ხეირიანი შანსი აღარავის მისცემია. გასახსენენებლად მხოლოდ ვიტელთა მეკარის მიერ მოგერიებული დოლიძის ჯარიმა და სეთურიძისა და ჯანელიძის არაზუსტი დარტყმები ღირს.

შეხვედრის მიწურულს გიორგი დათუნაიშვილმა გაიტანა, მაგრამ, როგორც ვიდეოგამეორებამ აჩვენა, მსაჯებმა სავსებით სამართლიანად დააფიქსირეს თამაშგარე მდგომარეობა.

საბოლოოდ, მატჩი ლოგიკური შედეგით დასრულდა. "ტორპედომ" რევანში ვერც ამჯერად მოახერხა, სამაგიეროდ, მეოთხე საფეხური შეინარჩუნა და სეზონის მთავარი მატჩისთვის მორიგი რეპეტიცია გაიარა. "ტორპედოს" რეალური ძალა ყველაზე ცხადად სწორედ თასის ფინალში გამოჩნდება.

ნიგა გვათუა

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა