მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე "უმცროსი ბორჯღალოსნების" ასპარეზობას წერილი rugbypass.com-მა მიუძღვნა და უნდა ითქვას, ჩვენი გუნდი ერთობ დადებითად დაახასიათა. გთავაზობთ მცირედი შემოკლებით:

"შოტლანდიელთა დამარცხება ამტკიცებს, რომ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები სწრაფად პროგრესირებს.

დომინანტური შერკინება და ძლიერი წინა ხაზი უკვე კარგა ხანია ქართული რაგბის მთავარი კოზირებია. თუმცა, ძალის ფილოსოფიის გარდა, "ლელოელების" თამაშში ევოლუციის სხვა ნიშნებსაც ვხედავთ. ქართველებმა ტურნირზე ორი მარცხი განიცადეს, რაც გასაკვირი სულაც არაა, რადგან მათი მეტოქეები სამხრეთი აფრიკა და ახალი ზელანდია იყვნენ.

თუმცა შემდეგ შოტლანდიას 17:12 მოუგეს. საქმე მხოლოდ იმაში როდი მდგომარეობს, რომ წინა ხაზში გამოირჩეოდნენ, არამედ შემოქმედებითად უკანახაზელებიც გამოიყურებოდნენ, ეს კი ქართველთა ძლიერი მხარე ყოველთვის არ გახლდათ. როგორც ადრე ითქვა, საქართველოს მორაგბეთა თანმიმდევრობა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა და 20-წლამდელებში შესუსტების არავითარი ნიშნები არ შეინიშნება.

19 წლის ნახევარმცველი თედო აბჟანდაძე ევოლუციას განიცდის, რევოლუციას თუ არა და პირველი ნაკრების მწვრთნელი მილტონ ჰეიგი იაპონიაში მსოფლიოს თასზე იახლებს.

ამა ქვეყნის ძლიერთა შორის მოსახვედრად ქართველებს ორი მნიშვნელოვანი ნაკლის გამოსწორება მართებთ - ათლეტური ცენტრი, უკანა ხაზი და სწრაფი ფლანგები.

კარგი შთაბეჭდილება მოახდინეს იოანე იაშაღიშვილმა, ლაშა ლომიძემ, დემურ თაფლაძემ, დაჩი პაპუნაშვილმა, თეიმურაზ ჭიჭინაძემ, ოთარ ლაშხმა და კოტე მარჯანიშვილმა. მათ ჰყავთ მოთამაშეები, რომელთაც თავიანთი უპირატესობის გამოყენება შეუძლიათ.

ამ ბიჭებს საერთაშორისო დონის მისაღწევად დრო სჭირდებათ, მაგრამ კალიბრის და უნარების გათვალისწინებით, "ლელოელებს" ნათელი მომავალი აქვთ. თუ ჰეიგს უნდა, ბალანსირებური და უნივერსალური რაზმი ჰყავდეს, კონკურენცია უფრო მაღალ დონეზე უნდა აიყვანოს.

საქართველოს უმაღლეს დონეზე თამაშის ამბიცია გააჩნია, მათი პროგრესი ასაკობრივი გუნდებიდან მომდინარეობს და კარგ წინაპირობას წარმოადგენს".

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
18 წ. | ვიწყებთ საფრანგეთით
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალისთვის 26 მოთამაშე შეირჩა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე