ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

სად წავა გოგა ბითაძე? - "სან ანტონიო", "ატლანტა", "ბოსტონი"...

სად წავა გოგა ბითაძე? - "სან ანტონიო", "ატლანტა", "ბოსტონი"...

13 ივნისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ გოგა ბითაძე "მწვანე ოთახში" მიიწვიეს. როგორც მოგეხსენებათ, "მწვანე ოთახში" იმ კალათბურთელებს იწვევენ, რომლებსაც NBA Draft-ის პირველ ნაწილში ირჩევენ. გოგასთან ერთად, წლევანდელი დრაფტის "მწვანე ოთახში" 16 კალათბურთელია მიწვეული.

ამას გარდა, ბითაძემ უკვე მოასწრო "ატლანტა ჰოუკსის" რიგებში ვარჯიშში. თუმცა, როგორც "ატლანტას" მიმომხილველი კევინ შინარდი წერს, გოგა შემდეგ ვარჯიშს "სან ანტონიო სპურსში" ჩაატარებს, ამის შემდეგ - "ბოსტონში", "დეტროიტსა" და "შარლოტში".

კლუბებში გამართული ვარჯიშების შემდეგ ბითაძე ნიუ-იორკში ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის დრაფტის ცერემონიას დაესწრება.

გოგას სტატია მიუძღვნა გამოცემა USA Today-ს "ბოსტონ სელტიკსის" გვერდმა. ჟურნალისტ ქუენტონ ალბერტის თქმით, გოგას ფიზიკური მონაცემები მხოლოდ დაცვითი ფუნქციების შესრულებისას იწვევს ეჭვებს, რადგან საკმარისად სწრაფი და ძლიერი არაა. თუმცა, სხვა მხრივ, ძალიან კარგი მოთამაშეა.

სტატიის მიხედვით, "ბოსტონს" არ დასჭირდებოდა წელს ბითაძე, თუმცა ცენტრ ერონ ბეინსს 2020 წლის ბოლოს გასდის კონტრაქტის ვადა, ხოლო მეორე ცენტრფორვარდი ალ ჰორფორდიც, დიდი ალბათობით, 2020-ში გუნდიდან წავა. თან ორივე ტრავმებისკენაა მიდრეკილი.

ამის ფონზე, "ბოსტონს" წელს ბითაძის გაშვება NBA G-ის გუნდ "მეინ რედ ქლოუსში" შეუძლია, როგორც რობერტ უილიამსის შემთხვევაში, ხოლო 2020-ში ან ნებისმიერი საჭიროების დროს უკან დაიბრუნებს.

სხვათა შორის, იმავე სტატიის მიხედვით, ბოსტონელებს უილიამსის ჩართვა ენტონი დევისის შეძენის საქმეში სურთ და ამ ყველაფრის ფონზე, ბითაძე საჭირო კალათბურთელი ხდება.

ჟურნალისტი იმასაც აღნიშნავს, რომ ატლანტაში გამართული ვარჯიშის შემდეგ ბითაძემ თქვა, რომ მოზარდობისას მისი საყვარელი ცენტრი კევინ გარნეტი იყო.

news4sanantonio.com-ის მიხედვით, ბითაძე ერთ-ერთი საუკეთესო უცხოელი კალათბურთელია წლევანდელ დრაფტზე და ის "სპურსის" მომავალი სეზონის საჭიროებებს სრულად შეესაბამება.

თუმცა, ჟურნალისტი წერს, რომ "სან ანტონიოს" დრაფტზე მე-19, 29-ე და 49-ე პიკი ეკუთვნის და ამით ბითაძის "სპურსში" მოხვედრის შანსები მცირდება.

sportstalkatl.com-ზე გამოქვეყნდა "ჰოუკსის" მიმომხილველი ჩეის ირლის სტატია, რომლის თქმითაც, სწორედ ბითაძის პოზიციაზე სჭირდება "ატლანტას" გაძლიერება და ბითაძე არის ის კალათბურთელი, რომელსაც შეუძლია გუნდს ბევრი პოზიტივი შემატოს.

ამასთანავე, ავტორი აღნიშნავს, რომ ბითაძე NBA-ს ცენტრის კვალობაზე საკმარისად ძლიერი არაა და ფიზიკაში მომატება სჭირდება. ასევე დასძენს, რომ ახალგაზრდა ცენტრს ჯარიმების მხრივ დიდი პრობლემები აქვს და ეს გამოსასწორებელი მხარეა. თუმცა, ამის ფონზე ძალიან კარგად შეუძლია სროლა პარკეტის ნებისმიერი წერტილიდან. ამ სტილითა და გაბარიტებით ის საუკეთესო ევროპელ კალათბურთელ დირკ ნოვიცკის ჰგავს.

მიუხედავად იმისა, ნოვიცკის დონემდე ბევრი მუშაობა აკლია, ის ძალიან კარგია შეტევაში, როგორც შანსების შექმნის მხრივ, ისე მათ გამოყენებაში. ასევე, დღევანდელი მონაცემებით, ბითაძე საშუალოზე კარგი მეპასეა მისი სიმაღლის კალათბურთელისთვის და ამ მხრივ მომატება აშკარად შეუძლია.

საერთო ჯამში, ბითაძე სრულად შეესაბამება "ატლანტა ჰოუკსის" თავდასხმის სტილს და შესანიშნავი "ბლოკერია". ჟურნალისტი ამ ფრაზით ასრულებს სტატიას: "მიეცით ბითაძეს ერთი წელი ლოიდ პირსთან და "ჰოუკსის" პერსონალთან და ის 2020 წლის სეზონში ძირითადი ცენტრი გახდება."

NBA-ს წლევანდელი დრაფტი 20 ივნისს გაიმართება. გოგა ბითაძეს წინ საინტერესო პერსპექტივა აქვს და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.

altbleacherreport-ის NBA-ს წინასადრაფტო რეიტინგში გოგა ბითაძე უკვე მეექვსეა.

• emigranti

საუკეთესო ვარიანტი "სან ანტონიოა". გრეგ პოპოვიჩი ძალიან ბევრს ასწავლის, უყვარს ახალგაზრდა კალათბურთელები და დიდ ყურადღებას აქცევს. დაცვაში თამაშს ასწავლის რაც მთავარია და უნდა მომავალი დანკანი იზრდება...პოპოვიჩს ნამდვილად ექნება მისი ნოსტალგია.

• USA

რაც უფრო სწრაფად რიგითობით და რაც უფრო ძლიერი გუნდი აიყვანს 2019 წლის შედეგის მიხედვით,მით უფრო კარგია და დანარჩენი კი თვით ქართველ მომავალ "გარნეტზე" იქნება დამოკიდებული და იღბალიც მისხალი

• aburjga

ამ კაცს ნბა-ში არ გაახარებენ! უმჯობესი იქნება ევროპაში ივარსკვლავოს კიდევ 1 წელი

• reali

მათავრია სათამაშო დრო რო მისცენ და თავი გამოიჩინოს .. რომელ გუნდში იქნება მაგას არსებითი მნიშვნელობა არაქ მტავრია ნბაში იქნება... და პირველ რიგში დრო უნდა მისცენ რო თავისი თავი წარმოიაჩინოს... ესა მთავრი

• rr

ატლანტა იდეალური ვარიანტი მგონია. დრო ექნება სათამაშო რაც მთავარია და მერე უკვე მასზე იქნება ყველაფერი დამოკიდებული. წარმატებები გოგას

• irakli

მაინტერესებს კომენტარები ვინც ამ საქმეში ჩახედული ხართ. ჯერ ისედაც ვგულშემატკივრობდი ბოსტონს, თუ ბითაძეს იქ დაიტოვებენ ხომ საერთოდ

ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა

"ხშირად ამბობენ, რომ კალათბურთი არ მაინტერესებს, მაგრამ..." - ნიკოლა იოკიჩი

[VIDEO] NBA-ის ყველა ვარსკვლავის მატჩის MVP ენტონი ედვარდსი გახდა

მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს

კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა

საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში

გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია

ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია

"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა

კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს

პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე

ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს

ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს

15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით

20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან

კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?

"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო

"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ

L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული

ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა

თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა

"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა

[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა

[VIDEO] მამუკელაშვილი "ბოსტონთან" სასტარტოში იყო - სანდროს ორმაგ დუბლამდე ორი მოხსნა დააკლდა

"ორლანდო მეჯიქი" გოგა ბითაძის გასაცვლელად ემზადება

[VIDEO] ბითაძე კვლავ როტაციის მიღმა - მამუკელაშვილის 24 წუთი "ორლანდოსთან"

[VIDEO] მამუკელაშვილს სამმაგ დუბლამდე სულ ცოტა დააკლდა - სანდროს ბრწყინვალე მატჩი "ატლანტა ჰოუქსთან"

[VIDEO] ბითაძის 3 დაფარება 14 წუთში - "ორლანდო მეჯიქი" "ბოსტონ სელტიქსთან" დამარცხდა

4 დღეში ყველაფერი უნდა გაირკვეს - სად გააგრძელებს კარიერას გოგა ბითაძე?

16 ქულა - მამუკელაშვილმა NBA-ში სეზონის ბოლოსწინა მატჩი ჩაატარა [VIDEO]

ტეიტუმის ისტორიული საღამო, რეკორდი, 32 ქულიანი გაქცევა და მნიშვნელოვანი გამარჯვება "სპურსთან" [VIDEO]

[VIDEO] 3-მატჩიანი უქმობის შემდეგ ბითაძე "სან ანტონიოსთან" ათამაშეს - "ორლანდო" ტეხასში დამარცხდა

[VIDEOS] მამუკელაშვილის წარმატებული დებიუტი - ბითაძეს ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა

[VIDEO] მამუკელაშვილის 22 წუთი "ბოსტონთან" - "ტორონტო" "TD Garden-ში" 2 ქულით დამარცხდა

[VIDEO] ლეგენდარული ჩემბერლენის შემდეგ პირველი - "ფილას" ახალწვეულის ისტორიული მატჩი და დამარცხებული "ბოსტონი"

[VIDEO] მამუკელაშვილის 22 წუთი "ატლანტასთან" - "ტორონტომ" ზედიზედ მეორედ გაიმარჯვა

[VIDEO] მამუკელაშვილის საუკეთესო მატჩი "ტორონტოში" - კანადელები "ბოსტონთან" დამარცხდნენ

მამუკელაშვილის 2-ში 2 სამქულიანი და 16-წუთიანი დებიუტი "სან ანტონიოში" [VIDEO]

მამუკელაშვილის 22 წუთი - "სან ანტონიო" "დეტროიტთან" დამარცხდა [VIDEO]

[VIDEO] ბითაძე "ორლანდოს" როტაციაში დაბრუნდა - გოგამ "ფინიქსთან" 9 წუთი ითამაშა

[VIDEOS] გოგასგან და სანდროსგან მეტს ველით - ქართველების გუნდები დამარცხდნენ

[VIDEO] სანდროს მორიგი კარგი მატჩი და ეფექტური ჩატენვები - "ტორონტო" ზედიზედ მესამედ დამარცხდა

დონჩიჩის სამმაგი და მნიშვნელოვანი გამარჯვება [VIDEO]

[VIDEOS] ბითაძეს სათამაშო დრო აღარ ეძლევა, მამუკელაშვილის სამი დაფარება "ნიუ იორკ ნიქსთან"

წლის პირველი ხმაურიანი გაცვლა - ტრეი იანგი "ვაშინგტონ ვიზარდსში" ითამაშებს

[VIDEO] მამუკელაშვილის კარგი მატჩი - "ტორონტომ" ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგო

სანდრო მამუკელაშვილის პირადი რეკორდი NBA-ში - 14 მოხსნა "მემფისთან"