<p>"დევისის თასის" ევროპა-აფრიკის III ჯგუფში საქართველოს ნაკრებმა (კაპიტანი ვიქტორ ბაქში) საბოლოოდ 12 ნაკრებში საზიარო მე-9 ადგილი (სან მარინოსთან ერთად!) დაიკავა <br> "დევისის თასის" ევროპა-აფრიკის III ჯგუფში საქართველოს ნაკრებმა (კაპიტანი ვიქტორ ბაქში) საბოლოოდ 12 ნაკრებში საზიარო მე-9 ადგილი (სან მარინოსთან ერთად!) დაიკავა. ჩვენი გუნდი გაისადაც ამავე ჯგუფში ითამაშებს. მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში ორგანიზატორებმა II ჯგუფის 2 საგზურისთვის მებრძოლი 12 გუნდი 4 3-ნაკრებიან ქვეჯგუფად დაჰყვეს, საიდანაც ბრძოლას პლეი ოფში მხოლოდ გამარჯვებულები აგრძელებდნენ. ჩვენ უკვე მოგითხრეთ საქართველოს ნაკრების ორი მარცხის შესახებ ც ქვეჯგუფში. დავამატებთ მხოლოდ, რომ სომხებთან მარცხში (1:2) ერთადერთი მოგება ნაკრებს ალექსანდრე მეტრეველმა მოუტანა. ჩვენი ქვეჯგუფის ბოლო მატჩში ჩერნოგორიამ 2:1 დაამარცხა სომხეთი და პლეი ოფში გავიდა.</p><p>ამის შემდეგ ჩვენებმა კიდევ ერთი მატჩი გამართეს - მე-9 ადგილისთვის ბრძოლაში მალტის ნაკრებს 3:0 მოუგეს. გიორგი ცივაძემ დენზილ აგიუსს სძლია - 6:2, 6:0. ხოლო ალექსანდრე მეტრეველმა მარკ გატს აჯობა - 6:1, 6:0. წყვილებში ნიკა დოლიძემ და ალექსანდრე მეტრეველმა აგიუსსა და გატს მოუგეს - 6:0, 6:3.</p><p>ევროპა-აფრიკის II ჯგუფის საგზურები თურქეთისა და მოლდოვის ნაკრებებმა მოიპოვეს. თურქებმა მასპინძელ მაკედონიელებს მოუგეს - 2:0, ხოლო მოლდოველებმა - ჩერნოგორიას - 2:1.</p>
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე