კაცს, რომელმაც ახალზელანდიელთა დაცვაში თამაშის სქემები ფოტოზე დააფიქსირა და ავსტრალიურ მასმედიას მიჰყიდა, სამი ერის გათამაშების მატჩებზე დასწრების უფლება არ მისცეს...

კაცს, რომელმაც ახალზელანდიელთა დაცვაში თამაშის სქემები ფოტოზე დააფიქსირა და ავსტრალიურ მასმედიას მიჰყიდა, სამი ერის გათამაშების მატჩებზე დასწრების უფლება არ მისცეს. შესაბამისად, ის ამ თემაზე ვერ იმუშავებს. ეს აკრძალვა ხვალ მელბურნში და მომავალ უქმეებზე ქრაისთჩერჩში გასამართ შეხვედრებზე ვრცელდება.

სკოტ ბარბიერიმ, რომელიც ქრაისთჩერჩშია დაბადებული და ამჟამად მელბურნში ცხოვრობს, "ოლ ბლექსის" მწვრთნელ გრემ ჰენრის ნდობით ისარგებლა და საკმაოდ ხარისხიანი ფოტოები გადაიღო, სადაც გუნდის დაცვის სქემები მკვეთრად იყო გამოსახული.

მსგავსივე სანქციები, რაც ბარბიერის წინააღმდეგ გამოიყენეს, შესაძლებელია შეეხოს საინფორმაციო სააგენტო "გეთი იმიჯს", რომელმაც ეს ფოტოები ბარბიერისგან შეიძინა და გაავრცელა. თუმცა აკრძალვა მხოლოდ ქრაისთჩერჩულ მატჩს შეეხება, რადგან მელბურნის თამაში ავსტრალიის რაგბის კავშირის იურისდიქციაშია და ახალი ზელანდიის რაგბის კავშირის ძალაუფლება არ ვრცელდება.

სამაგიეროდ, ახალი ზელანდიის რაგბის კავშირის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი "გეთი იმიჯის" ხელმძღვანელებს დაუკავშირდა და მომხდარის გამო აღშფოთება გამოხატა.

"სასამართლოში სარჩელის შეტანას არ ვაპირებთ. ჩვენ საკმაოდ მწვავე საუბარი გვქონდა ამ საინფორმაციო სააგენტოსთან და მკაფიოდ განვუმარტეთ მათი საქციელის არაკორექტულობა. თუ მსგავსი რამ კიდევ განმეორდება, "გეთი იმიჯისთან" ხელშეკრულების გადახედვა მოგვიწევს. ამჯერად კი რაიმე რადიკალური ქმედებებისგან თავს შევიკავებთ" - თქვა მან.

ყოველივე ამაზე ავსტრალიის ნაკრების თავკაცმა რობი დინსმა სარკასტულად განაცხადა:

"საოცარია, მაგრამ ფოტოგრაფი ხომ ახალზელანდიელია!"

ბარბიერის კომენტარი არ გაუკეთებია.

4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა