სატურნირო ვითარებიდან გამომდინარე, "სპარტაკი"-"ბაიას" შეხვედრის შედეგის წინასწარ განჭვრეტას დიდი მისნობა არ სჭირდებოდა
სატურნირო ვითარებიდან გამომდინარე შეხვედრის შედეგის წინასწარ განჭვრეტას დიდი მისნობა არ სჭირდებოდა. უმაღლესი ლიგის დატოვების საფრთხის წინაშე მყოფი "სპარტაკი" მხოლოდ მოსაგებად უნდა გარჯილიყო, თითქმის უმოტივაციოდ დარჩენილი "ბაია" კი მატჩის გადასაგორებლად.

შეხვედრა თავიდანვე სწორედ ასეთ დინამიკაში წარიმართა. ფეხბურთელები თავიდანვე ტემპიანად კი შეუდგნენ თამაშს, მაგრამ გოლამდე არც ერთ კართან არ გვინახავს ხიფათი. მე-16 წუთზე "ბაიას" კარიდან 30 მეტრში მსაჯმა წესის დარღვევა აღნიშნა, ვარლამ კილასონიას ჩაწოდებული ბურთი თემურ შონიამ თავით გაახვია ბადეში 1 : 0.

ანგარიშში დაწინაურებულმა მასპინძლებმა, უმალ თამაშიც დაალეგეს. მოედნის ცენტრში "სპარტაკის" ნახევარმცვლები დომინირებდნენ, განსაკუთრებით ლაშა ჯაკობიას გარჯას გვინდა გავუსვათ ხაზი, ჩანს, იგი თანდათან იბრუნებს ოპტიმალურ ფორმას. მასპინძლებმა ანგარიშის გაზრდა შესვენების შემდეგღა შეძლეს.

შეცვლაზე შესულმა ილია ბუზალაძემ პენალტი "მოინადირა", რომელიც გოლად ჯაკობიამ გარდასახა - 2 : 0. ამის მერე "სპარტაკს" თავდაჯერებულობა მოემატა და დარჩენილ წუთებში იმასღა ველოდით, მესამე გოლი როდის გავიდოდა. სამბურთიანი სხვაობა 67-ე წუთზე დაფიქსირდა. მასპინძლების მორიგი შეტევისას ბესიკ დეკანოიძემ დაახლოებით 20 მეტრიდან დაარტყა კარისკენ, ბურთი გზად ზუგდიდელ მცველ აფაქიძეს მოხვდა, მიმართულება ოდნავ შეიცვალა და ბადეში აღმოჩნდა, სომხიშვილი, რომელსაც რეაქცია უკვე გაკეთებული ჰქონდა, უშანსოდ იყო - 3:0.

"ბაიამ" მხოლოდ ბოლოსკენ გაიბრძოლა პრესტიჟის გოლის გასატანად და ესაც ვერ შესძლო, "სპარტაკის" დაცვის ხაზი ბოიომო ფრიდოლინის მეთაურობით უშეცდომოდ მოქმედებდა. სხვათა შორის ცხინვალელთა ლეგიონერი ტრავმირებული სოსო გრიშიკაშვილის არყოფნაში გუნდის კაპიტანი გახლდათ, რაც, ვფიქრობთ, აღსანიშნავი ფაქტია, ვინაიდან ლეგიონერი კაპიტანი ჩვენი ფეხბურთისთვის იშვიათი შემთხვევაა.

14. 05. ქართლი. 100 მაყურებელი

სპარტაკი-ბაია 3:0

1:0. თ. შონია (16, კილასონიას პასით), 2:0. ჯაკობია (51, პენალტით), 3:0. დეკანოიძე (67)

სპარტაკი ბაია

(4-5-1-) (4-5-1)

დაუშვილი სომხიშვილი

ჭაფოძე რიგვავა

ბოიომო აფაქიძე

მგელაძე ქვარცხავა

მანჩხავა გამრეკელიძე

მამუჩიშვილი სამუშია

თ. შონია ნ. შონია

ჯაკობია სიხარულია

დეკანოიძე ეხვაია

კილასონია წურწუმია

მეტრეველი ქობალია

46. მეტრეველი - ბუზალაძე

73. დეკანოიძე - ვ. ბოლქვაძე

84. მამუჩიშვილი - ბურძენაძე

სათადარიგოები: გრიშიკაშვილი, ალავიძე, ზერეკიძე, ოთარიშვილი

68. ეხვაია - ენდელაძე

68. სამუშია - კ. ახალაია

83. სიხარულია - ჩანგელია

სათადარიგოები: ზაუტაშვილი, მამულია, კუკავა, კალანდია

გაფრთხილება: აფაქიძე (52), ენდელაძე (88)

არბიტრი: მ. ბეუქლიშვილი (ყვარელი)

ვასილ ბალახაძე გორიდან

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა