საფრანგეთის ჩემპიონატის ელიტურ დივიზიონში ნახევარფინალში გასასავლელი პლეი ოფის ორი მატჩიდან ორივე ქართველ მორაგბეთა გუნდებმა "მონპელიემ და "კლერმონმა" მოიგეს
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში დასკვნითი ეტაპი დაიწყო. ნახევარფინალში გასასავლელი პლეი ოფის ორი მატჩიდან ორივე ქართველ მორაგბეთა გუნდებმა "მონპელიემ და "კლერმონმა" მოიგეს.

დავით ზირაქაშვილის "კლერმონი" შინ ბასკურ "ბიარიცს" დაუპირისპირდა 27:17და სძლია. "ვულკანებმა", როგორც ჩანს, მეტოქეს ალმაცერად შეხედს, რისთვისაც კინაღამ სასტიკად დაისაჯნენ. პირველ ტაიმში ქვეყნის ჩემპიონები საკუთარ თავს არ ჰგავდნენ. ბასკებმა მასპინძლები შეცდომებზე დაიჭირეს ორი ლელო გაუტანეს, აქედან ერთი ქართული წარმოშობის ცხრა ნომრის, დიმიტრი იაშვილის ანგარიშზეა. შედაგად, კლერმონელებმა პირველი ნახევარი 3:17 წააგეს.

მეორე ტაიმში, მას შემდეგ რაც 44-ე წუთზე თამაშში საქართველოს ნაკრების შერკინების ბურჯი დავით ზირაქაშვილი ჩაერთო, "ვულკანები" მართლაც ვულკანს დაემსგავსნენ. თამაშის სადავეები მთლიანად ჩვენებურის გუნდმა იგდო ხელთ, რაშიც "ზირაქას" საკმაოდ დიდი წვლილი მიუძღვის.

მასპინძლებმა ორი ლელო გაიტანეს და ანგარიშში დაწინაურება 68-ე წუთზე შეძლეს 18:17. თამაშის დამთავრებმადე ოთხი წუთით ადრე კი გარემარბმა ჟულიენ მალზიომ გამარჯების ლელო მიითვალა.

"კლერმონი" ნახევარფინალში 27 მაისს დაუპირისპირდება რეგულარული გათამაშების გამარჯვებულ "ტულუზს", რომელიც ჩემპიონობიოს ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტია. თამაში მარსელში "სტად ველოდრომზე" გაიმართება.

ამავე სტადიონზე, ოღონ მეორე დღეს ითამაშებს პარიზულ "მეტრო რასინგთან" მამუკა გორგოძის, გიორგი ჟღენტის, გოდერძი შველიძის, გიორგი ჩხაიძისა და მიხეილ ნარიაშვილის "მონპელიე". ჩვენებურთა გუნდმა უმძიმეს შეხვედრაში მოუგო სტუმრად ანტონ ფეიქრიშვილისა და აქვსენტი გიორგაძის "კასტრს" - 18:17.

კასტრელებმა, რომლებმაც მთელის სეზონი სტაბილურად ლიდერებში გაატარეს, სტუმართა გუნდს, ფაქტობრივად, ვერაფერში აჯობეს. "მონპელიეს" მატჩის არბიტრმა არგენტინელი პირველხაზელი ხუან გილერმო და მეორეხაზელი ალიკი ფაკატე გაასინბინა, ასე რომ, სტუმრებს 20 წუთი კაცნაკლულებს მოუწიათ თამაშმა.

პირველი ნახევარი "კასტრმა" 12:9 მოიგო. შესვენების შემდეგ თამაში ქულა-ქულაში მიდიოდა და, საბოლოოდ, მონპელიელებმა არგენტინელი გარემარბის მარტინ ბუსტოს მოიანოს ფეხჩუბინობის წყალობით მოიგეს 18:17.

ჟღენტმა სრულად ითამაშა, გორგოძემ მხარი დაიშავა და 67-ე წუთზე შეცვალეს, შველიძე, ჩხაიძე, ნარიაშვილი, ფეიქრიშვილი და გიორგაძე განაცხადში არ იყვნენ.

I დივიზიონი

პლეი ოფი

კლერმონი-ბიარიცი 27:17, კასტრი-მონპელიე 17:18

ნახევარფინალი

კლერმონი-ტულუზი, მონპელიე-მეტრო რასინგი

მეორე დივიზიონში, როგორც უკვე ვიუწყებოდით, ელიტური, პირველი დივიზიონის ერთი საგზური ავტომატურად მოიპოვა გურამ კავთიძის "ლიონმა", რომელმაც რეგულარული გათამაშება მოიგო.

კიდევ ერთი, მეორე საგზურისთვის პლეი ოფში გიორგი მენაბდიშვილის "გრენობლი" იბრძოდა. "ალპელებმა" ნახევარფინალში "ბორდოსთან" 12:19 წააგეს და ბრძოლას გამოეთიშნენ. მენაბდიშვილს არ უთამაშია.

მეორე ნახევარფინალურ წყვილში "ალბიმ" შინ "მონ დე მარსანს" სძლია - 21:16.

II დივიზიონი

ნახევარფინალი

გრენობლი-ბორდო 12:19, ალბი-მონ დე მარსანი 21:16

ფინალი

ალბი-ბორდო

ფედერალ 1 დივიზიონში პლეი ოფის მერვედფინალის განმეორებითი შეხვედრები გაიმართა. ქართველ მორაგბეთა ხუთი გუნდიდან მეოთხედფინალში მხოლოდ სამმა, "მასიმ", "ბეზიემ" და "პერიგომ" გააღწია.

ყველაზე მოულოდნელი შედეგი მონტობანში დაფიქსირდა. "მწვანეებმა", რომელთა ძირითად შემადგენლობაშიც გიორგი ნემსაძემ 75 წუთი ითამაშა, შინ წააგეს "ვანთან" - 20:22. არადა, "მონტობანს" პირველი შეხვედრა მინიმალური სხვაობით 20:21 ჰქონდა წაგებული და შინ ორი ქულით მოგებაც ჰყოფნიდა. მოხდა პირიქით, ორი ქულით მეტოქემ გაიმარჯვა და ნემსაძე და კომპანია შეჯიბრებას გამოეთიშა.

პლეი ოფს გამოეთიშა დავით კაჭარავას "ნიცაც", რომელმაც მერვედფინალის განმეორებით შეხვედრაში სტუმრად წააგო "ლიმოჟთან" - 6:28. ნიცელებს პირველი მატჩიც წაგებული ჰქონდათ - 20:26.

დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა შინ "ლავორთან" თედო ზიბზიბაძის, ალექსანდე მარგველაშვილის, ირაკლი ნინიძისა და დავით დადუნაშვილის "პერიგომ" - 56:10. ჩვენებურთა გუნდმა პირველი შეხვედრაც მოიგო სტუმრად 32:12, რითაც დაამტკიცა, რომ პლეი ოფის ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტია.

"პერიგო" მეოთხედფინალში ითამაშებს "ბობინისთან". პირველ შეხვედრას ჩვენებურთა გუნდი სტუმრად 22 მაისს გამართავს. საპასუხოს კი შინ ითამაშებს ერთი კვირის თავზე.

ორი შეხვედრიდან ორივე მოიგო "მარმანდს" ლაშა მალაღურაძისა და გიორგი მჭედლიშვილის "ბეზიემ". ლანგედოკელებმა პირველ მატჩში, სტუმრად 25:22 იმარჯვეს, შინ კი მეტოქე 19:13 დაამარცხეს. "ბეზიეს" მეტოქე მეოთხედფინალში "ბურგ ან ბრესი" იქნება, რომელთანაც პირველ მატჩს ჩვენებურთა გუნდი სტუმრად გამართავს.

მეოთხედფინალში გააღწია შალვა სუთიაშვილის, სანდრო ესაკიას, დავით აშვეთიასა და არჩილ კობაურის "მასიმ". პარიზელებმა განმეორებით შეხვედრაში შინ მოუგეს "ლანამეზანს" - 27:9. მაშინ როცა, პირველი მატჩი კი სამი ქულის სხვაობით ჰქონდათ წაგებული - 29:26. "მასის" მეოთხედფინალში სერიოზული მეტოქე "ლიმოჟი" ერგო. პირველი მატჩი ჩვენებურთა მოედანზე გაიმართება.

ფედერალ 1

მერვედფინალი

მასი-ლანამეზანი 27:9 (26:29), ლიმოჟი-ნიცა 28:6 (26:20), ბობინი-ლილი 27:15(3:15), პერიგო-ლავორი 56:10 (32:12), კასტანე-ბურგ ან ბრესი 20:16 (23:28), ბეზიე-მარმანდი 19:13 (25:22), ტიროსი-დიჟონი 23:3 (23:14), მონტობანი-ვანი 20:22 (20:21)

მეოთხედფინალი

მასი-ლიმოჟი, ბობინი-პერიგო, ბურგ ან ბრესი-ბეზიე, ტიროსი-ვანი

ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
ბაჩუკი ჭუმბაძე - ინგლისური გამოცდილებით ნოემბრის ტესტებისთვის
ქართველები ევროტურნირების ფინალში
მოემზადეთ საგულშემატკივროდ - გულიაშვილი "ბარსელონას" პირველივე წუთებიდან შეუტევს
"ნოტინგემს ფორესტს" ზინჩენკოს იჯარის ვადაზე შეწყვეტა სურს
პარატიჩი კვლავ სამშობლოში - საფეხბურთო ფუნქციონერი იტალიაში დაბრუნდა
ოფიციალურად: კონორ გალაჰერი ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის 18 ფეხბურთელით ემზადება
[VIDEO] ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამა პირველ ადგილზე დაასრულეს
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
დიდი დებიუტის მოლოდინში - გულიაშვილი "ბარსელონასთან" სათამაშოდ მზადაა
"იბერია 1999"-მა ბართიშვილი და ღუდუშაური დაიმატა
"რუსეთში დაბრუნების ვარიანტს არ განვიხილავთ" - საზონოვის მამა შვილის შესაძლო ტრანსფერზე
"ვიღაც ნახევრად მელოტმა ბეჰემოთმა ხვიჩაზე ეს თქვა" - ძიუბა კვარაცხელიას განვითარებაში სლუცკის წვლილზე
"ნებისმიერი თანხა მოითხოვოს" - საუდის არაბეთის კლუბის პრეზიდენტის შეთავაზება მესის
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
უარი ბერძნულ გრანდს - დავითაშვილისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის
ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს
ალონსოს პენალტით "ვიგომ" "სევილია" მატჩის მიწურულს დაამარცხა
[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა