საჩხერის "ჩიხურას" მთავარმა მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრის შედეგები შეაფასა.

შეგახსენებთ, რომ საჩხერის "ჩიხურა" პირველ შეხვედრას სტუმრად ლუქსემბურგული ეშის "ფოლასთან" გამართავს.

Sportall.ge სოსო ფრუიძეს ესაუბრა.

- როგორ შეაფასებთ კენჭისყრის შედეგს, რამდენად კმაყოფილი ხართ და მოწინააღმდეგეზე რას ფიქრობთ?

- რა მდგომარეობაშია ეს გუნდი ამ წუთში, არ ვიცი. ჩვენზე მეტი კოეფიციენტი რომ აქვს, ფაქტია. განთესილი იყო. მე არ მინდა, რაიმე წინასწარი დასკვნები გავაკეთო, რადგან ამ წუთში ამაზე კი არა, ჩემპიონატის თამაშებსა და ტრავმირებულ მოთამაშეებზე ვფიქრობ. ამის შემდეგ ნელ-ნელა, თანმიმდევრობით გავეცნობი მეტოქეს.

- მეტოქეს რომ თავი დავანებოთ, "ჩიხურა" რამდენად არის დღეის მდგომარეობით, ევროტურნირებზე სათამაშოდ მზად?

- მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრი ტრავმირებული მოთამაშე მყავს და ვისაც ვათამაშებ რეგულარულად, ამ მომენტისთვის მკურნალობს. ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად სწრაფად გამოჯანმრთელდებიან ისინი.

რა თქმა უნდა, თავს არ დავზოგავთ და ბოლომდე ვიბრძოლებთ, მაგრამ წინასწარ რაიმეს თქმა ზედმეტია.

- გეგმავთ ევროტურნირებამდე გაძლიერებას, იგეგმება ახალი ფეხბურთელების დამატება?

- ფული რომ გადავიხადოთ, ამის საშუალება არ გვაქვს. შეიძლება სხვა ქართულ კლუბებს დავესესხოთ ფეხბურთელები. ვნახოთ, რა იქნება.

საჩხერის "ჩიხურა" პირველ შეხვედრას სტუმრად, 11 ივლისს გამართავს, საპასუხოს კი 18 ივლისს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე.

ლაშა
კალაძემ ალბათ არ იცის საქართველოში ფეხბურთი რა დღეშია,თორე რაღაცას იზამდა:):)ბიძინას მაინც მიაწვდენდა ხმას მშობლიურ გუნდს დახმარება სჭირდებაო:):)
ხელფასი
ჩიხურაში ფეხბურთელების ხელფასები 800 ლარიდან 3500 ლარამე მერყეობს. ტრენერს მაქს 4000-5000 ქონდეს. რაც სხვა ქართულს კლუბებთან შედარებითაც დაბალია.
hm
დაახლოებით 3000 ფიქსირებული
ვაჟა
ლუქსემბურგის სან მარინოს და ანდრის გუნდებს მაინც უნდა ვათრევდეთ, სულ რომ უფულოდ ვთამაშობდეთ, მაგრამ რა გახდა ივანისვილისთვის ეს მისი მშობლიური საჩხერის ჩიხურა რო ცოტა მოაფერიანოს! ხალხიც გაიხარებს და ქვეყანას პრესტიჟიც მოემატება! გადაეცით თუ ვინმეს მიგიწვდებათ ბიძინას ხმა!
Mosexoneli
რაქნას Eსკაცი ახერხებს მაინც ბრდზოლას ყოველტვIს უფულოდ სხვას Uნდა დააკლოდა ამ Kაცს აყიდინო ფეხბურტელები
s..s
მე როგორც გადასახადების გადამხდელს რომელი პულითაც ეს გუნდი პინანსდება მაინტერესებს რამდენი აქვს ხელპასი ამ ადამიანს. იმედია ვინმე მიპასუხებს. მადლობა წინასწარ.
Kuteisi
სულ როგორ წუწუნებ არ დაიღალე? გუნდს მიხედე და თავი არ შეირცხვინოთ ჯობია.
auf
რა დღეშია ქართული ფეხბურთი აქ ჩანს
Kika
100 procentiani xar! Axla wuwunis dro araa!
ლევანი
აბა ბიძია თუ ფული არ გაქვს რაღას გადიხართ? რომ მერე იმიზეზოთ?
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასზე ბოლო მატჩი ჩაატარა
ისტორია დაიწერა - საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები მსოფლიო თასზე გავიდა!
წყალბურთი - საქართველოს ნაკრებმა უკრაინას მოუგო და ნახევარფინალში გავიდა
"ტოტენჰემთან" მატჩში გიორგი მამარდაშვილი სასტარტოშია
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
ლუის ენრიკემ ჰაკიმის ტრავმის შესახებ გააკეთა კომენტარი
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
ეროვნული ლიგა. პლეი-ოფი: "ჩიხურა" - "სამგურალი" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XVI ტური. "მერანი" - "ჩიხურა" [LIVE]
"ჩიხურამ" ძალიან ლამაზი გოლითა და მეკარის სასწაული "სეივებით" მოიგო [VIDEO]
"საქართველო არაჩვეულებრივი ქვეყანაა" - ჰამზიჩი ეროვნულ ლიგას უბრუნდება
საჩხერის "ჩიხურას" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს!
ფრუიძე: ეს იქნება ერთგვარი ილუსტრაცია იმ რეალობის, რომელიც დღეს საქართველოში დგას
ეროვნული ლიგა. XVII ტური. "ჩიხურა"-"დინამო თბ" [LIVE]
სოსო ფრუიძე: 6 ქულა კარგია, მაგრამ ყველაფერი თავიდან დასაწყებია
მხოლოდ 2 მატჩი გუნდის სათავეში - სოსო ფრუიძემ "ლოკომოტივი" დატოვა
"სოსო ფრუიძის მწვრთნელად მოსვლას არ დავუშვებთ" - "ტორპედოს" გულშემატკივრის განცხადება
სოსო ფრუიძე: მოსაგებად ძალა აღარ გვეყო
სოსო ფრუიძე ფეხბურთში დაბრუნდა და უმაღლესი ლიგის გუნდს ჩაიბარებს