ფოტო: gbf.ge

17 ივნისს გიორგი ქართველიშვილი ფიბა-ევროპის იურიდიული კომისიის პრეზიდენტიც გახდა, ხოლო ჩვენი ფედერაციის პრეზიდენტი და კიდევ 2 წევრი ფიბა-ევროპის სხვადასხვა კომისიის წევრებად აირჩიეს. ბოლო თვეებში ქართულ კალათბურთში მნიშვნელოვანი მოვლენები განვითარდა: მარტში ჩვენმა ქვეყანამ ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის ერთ-ერთი ჯგუფის მასპინძლობაზე ოფიციალური განაცხადი გააკეთა, ხოლო მაისში ფიბა-ევროპის აღმასრულებელ საბჭოში საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივანი გიორგი ქართველიშვილი აირჩიეს. საერთაშორისო საკალათბურთო ასპარეზზე ქართველების ასეთი სიმრავლე და აქტივობა უპრეცედენტოა.

ამ მნიშვნელოვან ფაქტზე, აგრეთვე, ევრობასკეტის მასპინძლობის შანსებზე საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვებგვერდს ფედერაციის პრეზიდენტი პაატა გურასპაული ესაუბრა.

- 17 ივნისს ფიბა-ევროპის ახლად არჩეული აღმასრულებელი საბჭო პირველად შეიკრიბა და შეკრების ძირითადი მიზანი სამუშაო კომისიების დაკომპლექტება გახლდათ. შეგახსენებთ, რომ ეს ის აღმასრულებელი საბჭოა, რომლის წევრადაც საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივანი გიორგი ქართველიშვილი აირჩიეს. აღმასრულებელი საბჭოს პირველივე სამუშაო სხდომაზე ბატონი გიორგი ფიბა-ევროპის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ორგანოს - იურიდიული კომისიის პრეზიდენტი გახდა.

- ქართველებისთვის ფიბა-ევროპის კომისიის პრეზიდენტობა აქამდე უპრეცედენტო ფაქტია, თუმცა წინა წლებში ჩვენი წარმომადგენლები იყვნენ ფიბა-ევროპის სხვადასხვა კომისიის წევრები…

- მართალი ბრძანდებით. წინა, 2014-19 წლების მანდატისგან განსხვავებით, გიორგი ქართველიშვილი იურიდიული კომისიის წევრობიდან ამავე კომისიის პრეზიდენტი გახდა. ეროვნული ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი და ამჟამად ფედერაციის გამგეობის თავმჯდომარე მიხეილ გაბრიჩიძე, წინა მანდატის მსგავსად, კვლავინდებურად გააგრძელებს მუშაობას ფიბა-ევროპის ახალგაზრდულ კომისიაში. თუმცა, ამით საქართველოს წარმომადგენელთა ინტეგრაცია ფიბა-ევროპის სტრუქტურებში არ დასრულებულა: ტექნიკური კომისიის წევრი გახდა ფედერაციის ფიბასა და საერთაშორისო ურთიერთობათა დირექტორი, ფიბას კომისარი მერაბ რატიშვილი, ხოლო საშეჯიბრო კომისიის წევრი - თქვენი მონა-მორჩილი პაატა გურასპაული.

- კომისიები მუშაობას როდის დაიწყებენ?

- როგორც აღვნიშნე, აღმასრულებელი საბჭოს შეკრების მიზანი კომისიების დაკომპლექტება გახლდათ. ახლა კი განისაზღვრება მიმართულებები და ჩაინიშნება კომისიის შეკრების თარიღები. კომისიები პერიოდულად, წელიწადში რამდენჯერმე შეიკრიბება და ქართველებიც აქტიურად ვიქნებით მათ მუშაობაში ჩართულნი.

- საერთაშორისო საკალათბურთო სტრუქტურებში ქართველების გააქტიურება ღიად მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველოს პრესტიჟი გაიზარდა. რამდენად ზრდის ეს ფაქტი ჩვენი ქვეყნის შანსს, უმასპინძლოს ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთ ჯგუფს?

- ის ფაქტი, რომ დღეს უკვე 4 ქართველია ფიბა-ევროპის სტრუქტურებში და ერთ-ერთი მათგანი აღმასრულებელი საბჭოს წევრი და ამავდროულად, კომისიის პრეზიდენტია, ნათლად მიუთითებს საქართველოს როლის გაზრდას საკალათბურთო სამყაროში. ეს არის ძალიან დიდი აღიარება და დაფასება იმ სამუშაოსი, რაც ჩვენმა ფედერაციამ გასულ წლებში გასწია. შანსი, რომ ვუმასპინძლოთ ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთ ჯგუფს, რა თქმა უნდა, არსებობს და ის ახლა უფრო გაიზარდა.

- როდის გადაწყდება მასპინძლობის საკითხი და რა იქნება გადამწყვეტი ფაქტორი ამ საკითხში?

- საორგანიზაციო საკითხში უმნიშვნელოვანესი, გადამწყვეტი როლი სათამაშო არენას უკავია, რომლის აშენების გარანტიაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ფიბას წარმომადგენლებთან უკვე გასცა. შერჩეულია ადგილი, სადაც 15 000-იანი, ულტრათანამედროვე არენა აშენდება. არა მხოლოდ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის, არამედ ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელებს აქვთ გამოთქმული სრული მზადყოფნა იმის თაობაზე, რასაც ევრობასკეტის მასპინძლობა ჰქვია. მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამთავრობო სტრუქტურა, რომლის მონაწილეობაც აუცილებელია ევრობასკეტის მასპინძლობაში.

14 ივლისს ფიბა-ევროპის აღმასრულებელი საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართება, სადაც ევრობასკეტის მასპინძლობის საკითხზე იმსჯელებენ და 15 ივლისს საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ. ვერდიქტის გამოტანამდე ძალიან მნიშვნელოვანი პროცედურა გაიმართება: მასპინძლობის სურვილის მქონე ყველა ქვეყანა ეცდება დაარწმუნოს ევროკალათბურთის ხელმძღვანელები, რომ ისინი ამას იმსახურებენ. ამისთვის გამოიყენებენ ყველა იმ ბერკეტს, რომელიც არსებობს - იქნება ეს სარეკლამო რგოლების წარდგენა, სახელმწიფოს უმაღლესი პირების პრეზენტაციაში მონაწილეობა და მათ მიერ აღნიშნული ღონისძიების მასპინძლობისა და მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის მკაფიო მზაობის გამოხატვა.

საბოლოო გადაწყვეტილებას კი მიიღებს ფიბა-ევროპის აღმასრულებელი საბჭო. სწორედ მისი წევრი 25 პიროვნება, ფარული კენჭისყრით, შეარჩევს ევრობასკეტი 2021-ის 4 მასპინძელ ქვეყანას.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

კირილე თვაური ბრინჯაოს მატჩს იმსაჯებს, რომელიც ოქროდ ფასობს
შალამბერიძის ზედიზედ მეორე ფინალი და პირველად – მთავარი მსაჯის ამპლუაში
ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორები: U16 გოგონათა ნაკრებმა სომხეთი დაამარცხა
კირილე თვაური ბრინჯაოს მატჩს იმსაჯებს, რომელიც ოქროდ ფასობს
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის B დივიზიონი დანიის ძლევით, მე-15 ადგილზე დაასრულა
18-წლამდე 7-კაცა ალაფა 1-ში აღზევდა
"ხულიგნობისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის თითოეულ ფაქტზე განხორციელდება დაუყოვნებლივი და უმკაცრესი რეაგირება" - "ტორპედოს" განცხადება
შტორმის მოლოდინში და სრული დომინაციით - საქართველოს ნაკრებმა ერთა თასზე ჩილესაც მოუგო
"ნაპოლიში" 10 ვირი და მარადონა იყო - მესიმ აჯობა" - ამბობს დიეგოს მეგობარი
"მეშახტეს" ჩხეტიანი ჩაუდგა სათავეში
U20. საქართველოს ნაკრები ფიჯისთან დამარცხდა და ისტორიაში ყველაზე უარყოფითი შედეგი დააფიქსირა
პაატა ღუდუშაურმა "იბერია 1999" დატოვა
დავით ნინიაშვილი: მიზანი სამი მოგებაა
ქვიშის ფეხბურთის ევროპის ლიგა | საქართველოს ნაკრები ნახევარფინალშია
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილი ევროპის ღია პირველობის გამარჯვებულია!
"ეს დასასრული არ არის, მათ კიდევ შევხვდებით" - კონატე ესპანეთთან მარცხის შემდეგ
მუნდიალის აღმოჩენას, 40 წლის ვოზინიას, ისტორიულმა კლუბმა კონტრაქტი შესთავაზა
დიდი მატჩის დღე! მესი თუ იამალი, ორგანიზება თუ ბრძოლისუნარიანობა?
მსოფლიო რაგბისა და ჩილეს რაგბის კავშირის განცხადება
"შეუძლია თუ არა კვარაცხელიას "ოქროს ბურთის" მოგება? - ტოტიმ ქართველზე ისაუბრა
"სხეული თავად გაძლევს სიგნალს, როდესაც მოედანზე ძალების ბოლომდე გაღება აღარ შეგიძლია" - ბრაზილიელმა რონალდომ კრიშტიანოსა და ნეიმარზე ისაუბრა
18-წლამდე 7-კაცა - დიდი უპირატესობით ჯგუფურ ეტაპზე
სალაჰი შეიძლება პრემიერლიგიდან არ წავიდეს
მომავალი სეზონიდან სუპერლიგაში გუნდების რაოდენობა 10-მდე გაიზრდება
კოკოშკოვს საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის წოდება მიენიჭა
"ბასკონიას" კემპი: 55-ით გაიხსნა
გურასპაული VS სანიკიძე - პრეზიდენტობის მეორე მსურველიც ცნობილია
პაატა გურასპაული: ჩვენი მთავარი ამოცანა მხოლოდ ჯგუფიდან გასვლა არ არის
გიორგი ქართველიშვილი ფიბა-ევროპის აღმასრულებელი საბჭოს წევრად აირჩიეს
პრო დე2 - პირველ ტურში ცხრამ ითამაშა
გურასპაული: საქართველოს ნაკრები ყველასთან გამარჯვებისთვის გადის და არც ესპანეთი იქნება გამონაკლისი
პაატა გურასპაულის ოთხწლიანი ანგარიში
კახა შენგელია: კალათბურთის ფედერაცია 6,5 მლნ ლარს არამიზნობრივად ხარჯავს!
მოთამაშეთა განვითარების ლიგა 17 აგვისტოს დაიწყება (გუნდების შემადგენლობები)
ლეგიონერები: ტური ტოპ 14-ში და გადადებული მატჩები პრო დე2-ში