კახა შენგელია საქართველოს კალათბურთის ფედერაციას უპირისპირდება და ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას ტოვებს
ფოტოზე: მიხეილ გაბრიჩიძე და კახა შენგელია

გუშინ, 1-ელ ივნისს, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა კახა შენგელიამ და გამგეობის წევრმა თემურ დათიკაშვილმა გამგეობის სხდომა სკანდალურად დატოვეს.

როგორც ირკვევა, შენგელია და დათიკაშვილი ფედერაციას მომავალი კალათბურთელებისათვის გამოყოფილი მილიონობით ლარის არამიზნობრივად გახარჯვაში ადანაშაულებენ! საუბარია ესპანურ კლუბ "სასკი ბასკონიასა" და საქართველოს კალათბურთის ფედერაციას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაზე, რომელიც ახალგაზრდა ქართველი კალათბურთელების ესპანეთში მომზადებას ითვალისწინებს.

რას აძლევს საქართველოს "ბასკონიასთან" გაფორმებული კონტრაქტი?

შეგახსენებთ, რომ "ბასკონიას" მთავარ გუნდში თორნიკე შენგელია თამაშობს, ასაკობრივ გუნდებში კი ლუკა ბულაშვილი, ნიკოლოზ დარბაიძე და გიორგი ტურძელაძე ირიცხებიან.

ვითარებაში გასარკვევად Sportall.ge კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ კახა შენგელიას დაუკავშირდა.

"ყველანაირი დოკუმენტაცია გამაჩნია ხელთ, მათ შორის, ფედერაციის მიერ მოცემულიც, სადაც ნათლად ჩანს ეს ყველაფერი.

რომ არა გენერალური მდივნის, გიორგი ქართველიშვილის საგაზეთო ინტერვიუ, დღემდე ვერ გავიგებდი სიმართლეს. სწორედ მანდ დაიწერა, რომ 1,5 მილიონი ლარი დაჯდებოდა ეს ყველაფერი ხუთ წელიწადში. არადა, კონტრაქტში წერია, რომ 2,5 მილიონი ევრო ჯდება, ანუ 6,5 მილიონი ლარი ხუთ წელიწადში.

სწორედ ამაზე გვქონდა საუბარი. ჩავატარე გამგეობის საგანგებო სხდომა, წერილით მივმართე ფედერაციის პრეზიდენტ მიხეილ გაბრიჩიძეს და განვიხილეთ ეს თემა. მან "ვარდისფერ ფერებში" დაგვიხატა ვითარება, რომ ეს ყველაფერი ჩვენთვის მომგებიანია, მაგრამ მე ამ ყველაფერს ვემიჯნები!

გაბრიჩიძემ თქვა, რომ უცხოელების გაყიდვიდან თანხის 30%-ს მივიღებთ, ქართველებიდან - 50%-ს. ეს არ არის განვითარებისთვის კარგი. ამას სჯობს, ფული აქ დაიხარჯოს, გვაქვს საამისოდ პირობები - კარგი ინფრასტრუქტურაც და, მათ შორის, კვალიფიციური მწვრთნელებიც, რომლებიც მიხედავდნენ ამ ყველაფერს და საბოლოოდ, დაგვიჯდებოდა ამ თანხის მესამედი.

ამიტომაც ვდებ ბრალს ფედერაციას თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში. და ეს ყველაფერი იმის ფონზე ხდება, როცა "ბ" ლიგაში სტატისტიკოსები მოაკლეს ეკონომიის მიზნით, კომისრები არ ესწრებიან თამაშებს, გოგონების ორ ნაკრებს ჰყავს ერთი ექიმი...

ნებისმიერი ჩემი წინადადება, რომელიც იწყებოდა ფრაზით: "მოდი, ეს გავაკეთოთ...", მთავრდება იმით, რომ "ფული არ არის"! არ იზიარებენ ჩემს კონცეფციას, ჩემს შეხედულებებს და პროტესტის ნიშნად ვიცე-პრეზიდენტის პოსტს ვტოვებ. ასევე, გამგეობის წევრობასაც. ეს ჯერ სიტყვიერად, მაგრამ ოფიციალურადაც ვაპირებ.

როცა იმ კონტრაქტის გაფორმება ხდებოდა, მე თან ვახლდი ფედერაციის წარმომადგენლებს ესპანეთში. წამიყვანეს, მაგრამ ახლა რომ ვუყურებ, ამ გადმოსახედიდან ისე ჩანს, რომ ჩემი წაყვანა გარანტიად სჭირდებოდათ - თორნიკე შენგელია "ბასკონიაში" თამაშობს, აგერ მამამისიც ჩვენთან არისო...

იმ შეხვედრაზეც მხოლოდ ზედაპირული საუბარი იყო. ითქვა ყოველწლიურად 15 ბავშვის გაგზავნაზე, საიდანაც მაქსიმუმ, 5-ს დაიტოვებდნენ. მას შემდეგ იმ ხალხთან შეხვედრაზე აღარასდროს ვყოფილვარ...

სადღეისო მდგომარეობით, ნახევარი მილიონი ევროა გადარიცხული, მაგრამ არცერთი ბავშვი არაა ესპანეთში. ლუკა ბულაშვილს სულაც მამამისი უხდიდა თანხას - მაქვს კლუბიდან გამოგზავნილი ინვოისი. ჯამში, 25 000 აქვს მამამისს გადახდილი და მაქვს ქვითრებიც კი...

ნიკა დარბაიძეც იყო ჩასული 2 თვით და ისეთი საშინელი პირობები იყო, გახედვაც აღარ უნდა ესპანეთისკენ.

Sportall.ge შეეცდება, საკითხთან დაკავშირებით მეორე მხარის, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პოზიციაც გაგაცნოთ.

dato
კახა ბავშვების მწვრთნელი იყო და ყველაფერს აკეთებდა რაც შეეძლო.შეიძლება დიდუბის დარბაზი მართლაც უნდოდა მაგრამ ფაჩულიას ვერ აჯობა.ამაში დანაშაული არაფერია.ხოლო თოკოს თუ არ ათამაშებენ ნაკრებში ვინ უფრო იზარალებს საკითხავი აი ეს არი.
goga
თემო 100%-ით მართალია. დიდუბის დარბაზის საკითხი მეც კარგად ვიცი. გეყოფა კახა რა..თოკოს ნუ უფუჭებ საქმეს.
maxo
ვიოცნებოთ როგორ გავაკეთოთ ფული.ყველგან კორუფცია და ფულის კეთებაა.გაგიჟდა ხალხი ფულზე.მარტო ეს უდევთ ტვინში.
თემო
აუფ, ეს კახა შენგელია როდის მერე გახდა კალათბურთზე მზრუნველი. სასაცილოა, ამ ტიპს სუპერლიგაში მისვლის დღიდან მისი ნათესავ-მეგობრების დასაქმება და პროფესიონალების გაშვება უნდოდა. მერე, როგორც ყველასთვის ცნობილია, დიდუბის საკალათბურთო დარბაზის მითვისებას ცდილობდა და როდესაც ის დარბაზი პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის განკარგულებიტ ზაზა ფაჩულიას საკალათბურთო სკოლისთვის გადაეცა, გამწარდა და ინტრიგების ხლართვა დაიწყო. ერთი კაცი არ არის საკალატბურტო სამყაროში, კახა შენგელიაზე რომ კარგი თქვას. მისი შვილი კარგი ბიჭია და მის ჩათრევასაც ცდილობს. ეუბნება, ნაკრებში არ ითამაშშო.
საქართველოს 3×3 ნაკრებებმა ევროპის თასის საკვალიფიკაციო ეტაპი დაასრულეს
თანამედროვე საკალათბურთო ტაბლო და ახალი შესაძლებლობები ახმეტელი მოზარდებისთვის
ვსა საქართველოს 22-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია!
7-კაცა ჰამბურგში გაემგზავრა
იამალმა ალვარესს "ბარსელონაში" გადასვლა ურჩია და მის ტრანსფერს მიესალმება
ნიდერლანდების ნაკრებს "ლივერპულიდან" დათხოვნილ სლოტს ჩააბარებენ
მუნდიალიდან გავარდნის შემდეგ: კუმანი გადადგა, თურქეთმა მონტელა არ გაუშვა
საქართველოს ნაკრებმა რიგაში ივარჯიშა - გუნდს მამუკელაშვილი ვერ დაეხმარება
ოფიციალურად - რამუში პსჟ-დან "მილანში" გადავიდა
[VIDEO] ჰოლანის გოლით ნორვეგიამ კოტ-დ'ივუარს სძლია და 1/8-ფინალში ბრაზილიას შეხვდება
ისტორია დაიწერა - მარიამ ბოლქვაძემ უიმბლდონის ძირითად ბადეში პირველი მატჩი მოიგო!
ოფიციალურად: ლებრონ ჯეიმსმა "ლოს ანჯელეს ლეიკერსი" დატოვა
პსჟ ბარკოლას 116 მილიონზე ნაკლებად არ გაყიდის
7-ქალა მოლდოვიდან ბრინჯაოთი ბრუნდება
"ყოველთვის იქნება ჩემი ისტორიის უმნიშვნელოვანესი ნაწილი" - საბა ხარებაშვილი თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
ლუკას კიდევ 1 წლით ვნახავთ? - მოდრიჩი შესაძლოა, "მილანში" დარჩეს
ოფიციალურად: მარესკა "სიტის" ახალი მთავარი მწვრთნელია
გადაწყდა - "ნაპოლის" ახალი მწვრთნელი ალეგრი იქნება
არ გაუშვებენ და ახალ კონტრაქტსაც შესთავაზებენ - პულიშიჩი "მილანში" დარჩება
"ეს გოლი გასაუქმებელი, რომ ყოფილიყო, მაშინ "არსენალი" პრემიერ ლიგას ვერ მოიგებდა!" - კლოპი მსაჯობით უკმაყოფილოა
[PHOTO] სამი ვარიანტი - როგორი იქნება პსჟ-ის შემადგენლობა დიომანდეს მისვლის შემდგომ და სად დადგება კვარაცხელია
მანუელ ნოიერმა კარბახალის ანტი-რეკორდი გაიმეორა
"ბარსელონამ" კეინის შესაძენად პირველი ნაბიჯები გადადგა
არჩევნები, კორუფცია და ნაკრების შეფასება - პრეზიდენტობის კანდიდატები გადაცემა "360 გრადუსში" [VIDEO]
შენგელიას 11 ქულა ტენერიფეში | ბარსელონა ესპანეთის ჩემპიონატის ფინალშია
ფიბა-ს ხელმძღვანელობამ თბილისში მშენებარე დარბაზი დაათვალიერა
ლეგენდარული თბილისის "დინამო" - 60-იანი წლები, ტრიუმფი, ქორქია და საკანდელიძე
დღეს საქართველოს კალათბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება
გარიგებული მატჩების საქმეზე დაკავებულმა მწვრთნელებმა და მსაჯმა დღევანდელ პროცესზე, შესაძლოა, დანაშაული აღიარონ
შენგელიას 9 ქულა | "ვალენსიამ" "ბარსას" ფინალური სერია გაუთანაბრა
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ახალი პრეზიდენტი პაატა გურასპაულია
პაატა გურასპაული: ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ქართული კალათბურთი წარმატებული იყოს
გარიგებული მატჩების საქმეზე ბრალდებულ მწვრთნელებსა და მსაჯს სპორტის სფეროს წარმომადგენლები თავდებში უდგებიან
მომავალი სეზონიდან სუპერლიგაში გუნდების რაოდენობა 10-მდე გაიზრდება
მიხეილ გაბრიჩიძე არჩევნების შემდეგ: პაატას გვერდში დგომა სჭირდება
გარიგებული მატჩების ბრალდებით დაკავებულ თემურ დათიკაშვილს ოპერაცია ჩაუტარდა
ნაკრების მოთამაშეები ჩვენს მხარეს არიან - შიო ხეცურიანი და კახა შენგელია გაერთიანდნენ
ქართული კალათბურთის გზა ევრობასკეტ 2021-მდე (VI ნაწილი)
პრო დე2 - პირველ ტურში ცხრამ ითამაშა
კალათბურთის გარიგებული მატჩების საქმეზე მსჯავრდებულებმა საპატიმრო დატოვეს
გარიგებული მატჩების საქმეზე ბრალდებული მწვრთნელი: ბოდიში ყველას, ვისაც იმედი გავუცრუე
კალათბურთის გარიგებული მატჩების საქმეზე ბრალდებულებთან საპროცესო შეთანხმება ფორმდება
კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საგანგებო განცხადება
"ბასკონიას" კემპი: 55-ით გაიხსნა
შენგელიას 25 ქულა და 30-იანი მარგი ქმედების კოეფიციენტი - "ბარსელონა" დრამატულ ბრძოლაში დამარცხდა
ღარიბაშვილი: ქართულ კალათბურთში 100 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაიდება
"მე დავიბადე ქართული სულით და აქ ბასკონიური სული განვავითარე" - "ბასკონიამ" თორნიკე შენგელიას ფილმი მიუძღვნა [VIDEO]
ლეგიონერები: ტური ტოპ 14-ში და გადადებული მატჩები პრო დე2-ში
ქართული კალათბურთის მიმართ განსაკუთრებული ყურადღება - დაგეგმილი ვიზიტები
[VIDEO] "ბარსელონამ" "ტენერიფეს" მეორე შეხვედრაც მოუგო და ფინალს მიუახლოვდა
ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში, კალათბურთელი გოგონები ადვოკატებს შეხვდნენ
ახალგაზრდულ ევროპირველობებზე ჩვენი მეტოქეები გამოვლინდა
გიორგი ქართველიშვილი ფიბა-ევროპის იურიდიული კომისიის პრეზიდენტი გახდა
ესპანური ვერცხლი შენგელიას | საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საკლუბო სეზონი დაასრულა
შენგელიას "ბარსელონამ" ესპანეთის ფინალური სერია ვალენსიაში გამარჯვებით დაიწყო
გიორგი ქართველიშვილი ფიბა-ევროპის აღმასრულებელი საბჭოს წევრად აირჩიეს
"უნდა მიგვეცა საშუალება, გამოესწორებინათ შეცდომა, თავისუფლებაზე და არა ციხეში ყოფნის დროს"
საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ FIBA-ს ბორდის სხდომას უმასპინძლა