მოგეხსენებათ, რომ საჩხერის "ჩიხურა" ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ლუქსემბურგის "ფოლა ეშს" დაუპირისპირდება. "ფოლაზე" სტატია ამ ტექსტის ბოლოში შეგიძლიათ იხილოთ.

გუნდის მთავარი მწვრთნელი ლუქსემბურგელი ჯეფ სტრეისერია. სტრეისერი ლუქსემბურგის ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. ნაკრებში ჩატარებული მატჩებით ის აბსოლუტური რეკორდსმენია.

44 წლის ამპლუით ცენტრალურ მცველს საფრანგეთის თასი აქვს მოგებული, არის საფრანგეთის ვიცე-ჩემპიონი, წლების განმავლობაში გამოდიოდა მიუნხენგლადბახის "ბორუსიაში", სამწვრთნელო კარიერა კი ახალი დაწყებული აქვს.

თავიდან "ფოლას" წვრთნიდა, შემდეგ კი "კაიზერსლაუტერნის" მთავარ მწვრთნელად დანიშნეს, თუმცა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო გერმანული კლუბის დატოვება მოუწია და გარკვეული დროის შემდეგ ისევ "ფოლას" ჩაუდგა სათავეში.

Sportall.ge "ფოლას" მთავარ მწვრთნელს დაუკავშირდა და ინტერვიუ ჩაწერა.

- გამარჯობა, ბატონო ჯეფ, თუ შეიძლება გვითხარით, რა იყო პირველი რეაქცია, როცა გაიგეთ, რომ ქართულ "ჩიხურასთან" უნდა გეთამაშათ?

- პირველი, რაც გავაკეთეთ, ეს ინფორმაციის შეგროვება იყო. "ჩიხურას" შესახებ იქამდე არაფერი გამეგო და ეს ნორმალურიც არის, რადგან საქართველო და ლუქსემბურგი საკმაოდ შორს არიან ერთმანეთისაგან. ქართული კლუბებიდან მხოლოდ თბილისის "დინამო" ვიცოდი და ეს ჩემთვის სრულიად ახალი იყო.

ჩვენ ახლაც ვაგრძელებთ გუნდის თამაშის ანალიზს. ვიცით, რომ ამჟამად საქართველოში მიმდინარეობს ჩემპიონატი და ისინი მე-6 ადგილზე არიან. ის, რომ ისინი მიმდინარე ჩემპიონატში თამაშობენ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციაა ჩვენთვის. ეს გვაძლევს საშუალებას, ვნახოთ, თუ როგორ თამაშობს გუნდი, რა სტილით, რა სისტემით.

ჩვენამდე კიდევ 3 თამაში აქვთ ჩემპიონატში და თამაშების ნახვის შემდეგ უკეთ შემეძლება "ჩიხურას" შესახებ საუბარი.

- რა შეგიძლიათ თქვათ სავარაუდო გამარჯვებულის შესახებ, ვის უფრო მეტი შანსი აქვს, შემდეგ ეტაპზე გავიდეს?

- თავხედობაში არ ჩამითვალოთ, მაგრამ ნებისმიერი თამაშის წინ შანსები 50-50-ზეა. ჩემი მენტალობა ეს არის და არ აქვს მნიშვნელობა, ვის ვეთამაშებით, თუნდაც ეს "ბარსელონა" იყოს. ამ შემთხვევაში კი, ალბათ, მცირე უპირატესობა "ჩიხურას" აქვს, რადგან ისინი ახლა თამაშობენ ჩემპიონატში და ფორმაში არიან. თუმცა, აღსანიშნავია, რომ თბილისში ახლა საკმაოდ მაღალი ტემპერატურაა და გამიკვირდა, როცა თქვენი ქვეყნის ჩემპიონატის მიმდინარეობის შესახებ გავიგე.

ასევე, ვიცით, რომ "ჩიხურას" ევროპა ლიგაზე კარგი შედეგები ჰქონდა. შარშან მათ "ბეითარ იერუსალიმი" დამარცხეს, რომელიც ძლიერი გუნდია და ეს ძალიან კარგი შედეგი იყო. როცა შანსებზე მკითხეთ, 50-50-ზე შევაფასე და გითხარით, რომ ეს ჩემი მენტალობა არის, სხვანაირი განწყობით მე თამაშს ვერ დავიწყებ. თუმცა, რეალურად ვაფასებთ "ჩიხურას" და ვიცით, რომ კარგ გუნდთან გვაქვს საქმე.

ზედაპირული ანალიზით დავინახეთ, "ჩიხურა" უფრო დაცვითი სტილის გუნდია. ისინი კონტრშეტევებზე თამაშობენ და რამდენიმე სწრაფი და ტექნიკური ფეხბურთელი ჰყავთ.

- აღნიშნეთ, რომ თბილისში მაღალი ტემპერატურაა. ეს დამატებით პრობლემებს ხომ არ შეგიქმნით?

- დიახ, თბილისში საკმაოდ მაღალი ტემპერატურაა. ჩვენ უეფადან ჯერ ისევ ველოდებით ინფორმაციას მატჩის დროის შესახებ. როგორც ვიცი, შეხვედრა ხუთშაბათს არ გაიმართება, რადგან თამაში ეროვნულ სტადიონზე უნდა გაიმართოს და ხუთშაბათს ამავე მოედანზე თბილისის "დინამოს" აქვს მატჩი. ამიტომ შეხვედრას, ალბათ, 1 დღით გადაიტანენ. ჩვენთვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ტემპერატურის საკითხი, რადგან მოსამზადებელ პროცესში უნდა მივაქციოთ ამას ყურადღება. თუმცა, იმედი გვაქვს, შეხვედრა საღამოს იქნება, რადგან დღისით, მზის ფონზე თამაში ძნელი იქნება.

- 2 წლის წინ ბაქოს "ინტერი" დაამარცხეთ ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე. არის "ფოლა" იმაზე უკეთესი გუნდი, ვიდრე 2 წლის წინ იყო?

- ფეხბურთელების დიდი ნაწილი, რომლებიც მაშინ თამაშობდნენ, ახლაც გუნდშია. თან უკვე უფრო გამოცდილები ვართ, თან მომზადებისთვისაც საკმაო დრო გვაქვს. სამწუხაროდ, რამდენიმე მნიშვნელოვანმა ფეხბურთელმა დაგვტოვა, ახლები კი მოვიდნენ. ახლა ისინი ინტეგრაციის პროცესს გადიან, უნდა შეეგუონ გუნდის ფილოსოფიას, ფეხბურთელებს.

საბედნიეროდ, გუნდში ბევრი ისეთი ფეხბურთელია, რომლებიც დიდი ხანია აქ თამაშობენ და ყველაფრის ნულიდან დაწყება არ გვიწევს. ხოლო უკეთესები ვართ თუ არა 2 წლის წინანდელ გუნდზე, ამას შედეგი გვაჩვენებს.

- ბოლო დროს ლუქსემბურგის ფეხბურთში პროგრესი იგრძნობა. ეს როგორც კლუბურ ფეხბურთს, ისე ნაკრებსაც შეეხება. რას გვეტყვით, რა არის ამის მიზეზი?

- ეს ერთი წლის შედეგი არ გახლავთ. ფედერაციამ აკადემიებში მომზადების წესები შეცვალა, ბავშვთა ფეხბურთში მნიშვნელოვანი სისტემა დაინერგა. ასევე, ყურადღება დაეთმო მწვრთნელთა განათლებას და ახლა უფრო კვალიფიციური მწვრთნელები გვყავს. უკვე უფრო მეტი სავარჯიშო სესიები გვაქვს, კლუბების სისტემა გაიმართა. ასევე, ფეხბურთში უფრო მეტი ფული ტრიალებს, ვიდრე ადრე. როგორც ფედერაცია, ისე კლუბები ფულს დებენ განვითარებაში.

ასევე, ლუქსემბურგის ჩემპიონატის დონემ აიწია, ბევრი კვალიფიციური უცხოელი ფეხბურთელი თამაშობს ჩვენთან. ყველაფერი კი ფეხბურთის სისტემის უკეთ ორგანიზების შედეგია და მგონია, რომ მომავალში უკეთესი შედეგები გვექნება.

- ბოლოს გვინდა გკითხოთ, რა იცით ქართული ფეხბურთის შესახებ?

- სამწუხაროდ, ბევრი არაფერი ვიცი. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ სანაკრებო კარიერის დროს საქართველოს ეროვნული გუნდის წინააღმდეგ არასდროს მითამაშია. სამწუხაროდ, არც ქართული კლუბების წინააღმდეგ თამაშის გამოცდილება მაქვს. თუმცა, მახსოვს ის, რომ გერმანიაში თამაშის დროს რამდენიმე ძალიან კარგი ქართველი ფეხბურთელი "ფრაიბურგში" თამაშობდა. მათ წინააღმდეგ მითამაშია და ისინი ძალიან კარგი ფეხბურთელები იყვნენ. სწორედ ეს არის, რაც ჩემი პირადი გამოცდილებიდან ვიცი ქართული ფეხბურთის შესახებ.

რა თქმა უნდა, ვიცი რამდენიმე წარმატებული ქართველი ფეხბურთელი, თუმცა ეს ინდივიდუალური დონეა და ქვეყნის ფეხბურთზე ინდივიდუალური ფეხბურთელების შესახებ არსებული ინფორმაციით საუბარი ძნელია.

იმედია, "ჩიხურა" მოახერხებს ლუქსემბურგული ბარიერის გადალახვას და მეორე ეტაპზე გავა. ორმატჩიანი დუელის პირველი შეხვედრა ლუქსემბურგში 11 ივლისს გაიმართება. დაწყების დრო ჯერ გარკვეული არ არის.

შაკო
ჩიხურა 65% - ფოლა 35%
69 გოლი 2 მატჩში - საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპირველობის საგზური მოიპოვა
საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები, 2025 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე 1/4 ფინალში გავიდა
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები რუმინეთთან დამარცხდა
უკრაინელი თავდამსხმელი "ვილიარეალში" არ გადავა, რომელიც მიქაუტაძის შეძენას ცდილობს
"ყარაბაღი" მეორედ იასპარეზებს ჩემპიონთა ლიგაზე
ახალგაზრდული ახალ შესარჩევს ქუთაისში - ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩით დაიწყებს
დეშამმა საფრანგეთის ნაკრებში პსჟ-ს ხუთ ფეხბურთელს უხმო
ევრობასკეტი 2025. ჯიკიჩმა საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
იური ტაბატაძე "კადისის" ფეხბურთელი გახდა
ლიეტუვამ ევრობასკეტი მარტივი გამარჯვებით დაიწყო
2020 წლის ევროპის ჩემპიონმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
პსჟ-მა მეკარე გაასხვისა და საფონოვის წასვლა თითქმის გამოირიცხა
"ფიორენტინა" 24 წლის იტალიელი ფორვარდით გაძლიერდა
"ატალანტას" ახალგაზრდა ფორვარდი კარიერას თურქეთში განაგრძობს
სუდაკოვი, რომლის შეძენა "ნაპოლის" სურდა, შესაძლოა, პორტუგალიაში აღმოჩნდეს
"მარსელიდან" მოკვეთილი რაბიოს დამატება "მილანმა" მოინდომა
გოგლიჩიძის "უდინეზემ" პოლონელი გოლეადორი დაიმატა
რამდენი ქართველი ითამაშებს ჩემპიონთა ლიგაზე - 6 ინგლისიდან და ყაზახების გაზრდილი გეოგრაფია
კარგი ამბავი პარიზიდან - კვარაცხელიამ ვარჯიში დაიწყო
კიტეიშვილის "შტურმმა" მოიგო, თუმცა ევროპა ლიგაზე მოუწევს ასპარეზობა
ხარობს სრულიად ყაზახეთი - "კაირატი" ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა
დვალი სოფიის ცსკა 1948-სთან სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს
AS: მამარდაშვილმა საკუთარ თავს ყოველდღე უნდა დაუსვას კითხვა, მიიღო თუ არა საუკეთესო გადაწყვეტილება
ეროვნული ლიგა. პლეი-ოფი: "ჩიხურა" - "სამგურალი" [LIVE]
საჩხერის "ჩიხურა" ლუქსემბურგში ჩაფრინდა [VIDEO]
ეროვნული ლიგა. XVI ტური. "მერანი" - "ჩიხურა" [LIVE]
მასწავლებლის მიერ დაარსებული უძველესი კლუბი - რა გუნდია "ჩიხურას" მეტოქე "ფოლა ეში"
"ჩიხურამ" ძალიან ლამაზი გოლითა და მეკარის სასწაული "სეივებით" მოიგო [VIDEO]
"ჩიხურას" დირექტორი: "საბურთალოს" გამარჯვება გადამდები მუხტის მატარებელია
"საქართველო არაჩვეულებრივი ქვეყანაა" - ჰამზიჩი ეროვნულ ლიგას უბრუნდება
საჩხერის "ჩიხურას" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს!
ეროვნული ლიგა. XVII ტური. "ჩიხურა"-"დინამო თბ" [LIVE]
"მეგონა, დალეწილი იყო იქაურობა" - რა მდგომარეობაში დატოვეს ლუქსემბურგელებმა "დინამო არენის" გასახდელი?
"ჩიხურას" მეტოქის მწვრთნელი: კვირა დღის შემდეგ გეგმები შევცვალეთ