უკრაინის დედაქალაქ კიევში მიმდინარე საერთაშორისო ამხანაგურ ტურნირზე საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა მორიგი გამარჯვება მოიპოვა.

მილოშ გლიგორიევიჩის, ირაკლი ძიძიგურისა და ჯაბა ბაქრაძის გაწვრთნილმა გუნდმა ჯერ უკრაინის 18-წლამდელთა ნაკრები 16 ქულით დაამარცხა, შემდეგ კი სლოვაკეთის 20-წლამდელთა ნაკრებს შეხვდა და 85:71 სძლია.

ქართველებმა მეტოქეს თავიდანვე აჯობეს. პირველი პერიოდი ჩვენებმა 28:14 მოიგეს და მოპოვებული უპირატესობა თამაშის ბოლომდე არ დაუთმიათ. საქართველოს ნაკრებში 25 ქულით და 7 მოხსნით საუკეთესო იყო ნიკა მეცხვარიშვილი. 20 ქულა რატი ანდრონიკაშვილმა, ხოლო 10 - ლუკა კალატოზიშვილმა მიითვალა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის "ბ" დივიზიონისთვის ემზადება, რომელიც 12-21 ივლისს პორტუგალიის ქალაქ პორტოში გაიმართება. ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში 21 გუნდია, რომლებიც 4 ჯგუფში არიან განაწილებულნი. საქართველო 6-გუნდიან, ჩ ჯგუფში მოხვდა შვედეთთან, ჰოლანდიასთან, ესტონეთთან, კოსოვოსა და სომხეთთან ერთად. თითო ჯგუფიდან პლეი ოფში 2 საუკეთესო გადის და აგრძელებს ბრძოლას ტურნირის სამეულში მოსახვედრად. გათამაშების ფორმატის თანახმად, B დივიზიონის საუკეთესო 3 გუნდი შემდეგი, 2020-2021 წლების სეზონისთვის ელიტარულ, A დივიზიონში იასპარეზებს.

გლიგორიევიჩის თაოსნობით საქართველოს ნაკრებმა საწვრთნელი შეკრება გაიარა სლოვენიაში, სადაც ქალაქ ლაშკოსა და როგლაში - 14 და 16 ივნისს 2 სპარინგ-მატჩი გამართა სლოვენიის 20 და 18-წლამდელთა ნაკრებებთან. ორივე მატჩი ჩვენმა ნაკრებმა ბრძოლაში დათმო.

ქართველებმა სლოვენიიდან უკრაინაში გადაინაცვლეს და კიევში ამხანაგურ ტურნირში მონაწილეობენ. 2 გამარჯვების შემდეგ გლიგორიევიჩის გუნდი ლიდერია და ტურნის საჩემპიონო მატჩს უკრაინის 20-წლამდელთა ნაკრებთან 22 ივნისს გამართავს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

ddgfdf
დანიისნაირ ბანძ გუნდებთან რომ არ აგებდეთ 5:1ს შეიძლება იყოს თქვენი აზრი საინტერესო.
ddgfdf
მაგარი დავით აღმაშენებელი იყო.მეტი მაგარი არ გამიგია მე.
ddgfdf
იმიტომ ხართ ყველა კონტინენტზე დაწიოკებულები.
ddgfdf
ვინც მაგრები იყავით დაგადებილეს მიუხედავად იმისა რომ არ გადაუჭარბებიათ კი არა ცოთა ძალა გამოიყენეს.თქვენი შესაძლებლობების სწორი ანალიზი უნდა შეგეძლოთ.
ddgfdf
რატომ უნდა ვუგებდე მაგათ სიხარულით სავსე ბავშვები არიან და ენერგიით.
ddgfdf
თუ დაეჭვდები უყურე კოლუმბიის თამაშს და მერე არგენტინისას მიუხედავად იმისა რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ყავთ.
ddgfdf
არ თქვა ეხლა ვალდერამას ჯობიაო.ან მარადონა ჯობიაო.
დსსდ
და ჯამარაულს ასფალტის ფეხბურთში.
ddgfdf
და გორგოძეს რაგბში ვაჯობებ.
დსსდ
შენ მაგათაც ვერ მოუგებ. მე ტკაჩენკოსაც მაგათ დავაყოლებ ზედ კიდევ.
ddgfdf
მაგათაც უკრაინელებსაც და ფაჩულიასაც და ჩერქეზიშვილსაც დავადებილებ კიდევ კაპუსტინთან ერთად.

ამათი მოგება არ ნიშნავს რომ მაგარი ხარ. ამათ ბევრი ნოუგებს.
ddgfdf
ხუთივეს მოვუგებ.
წილისყრა ფიბა-ში | საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მეტოქეები გაირკვნენ
ასაკობრივ B ლიგებში მოსახვედრად საკვალიფიკაციო ტურნირები ჩატარდება
დონჩიჩის 39 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - სლოვენია საფრანგეთთანაც დამარცხდა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე