ვერაფრით გამოიცნობთ, ვინ ითამაშა ამ სეზონში ყველაზე მეტი თამაში "ბარსელონას" მაისურით - სეიდუ კეიტამ! მან 55 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
"ბარსელონამ" სეზონის უკანასკნელი მატჩი "კამპ ნოუზე" უგოლოდ დაასრულა, მაგრამ, არა გვგონია, ეს "ბარსას" ფანებს ანაღვლებდეთ - კვირა საღამოს მატჩის შემდეგ (როცა კატალონიური გრანდი გავარდნის პირას მყოფ "დეპორტივოს" 0:0 დაუზავდა) გუნდმა ლა ლიგის ჩემპიონის თასი ჩაიბარა და სტადიონზე ნამდვილი ფიესტა მოეწყო.

შეხვედრა კი საპატიო დერეფნით დაიწყო, სტუმართა გუნდმა ის ჩემპიონს ტიტულის მოპოვებისთვის მოუწყო, თუმცა ამ დერეფანში ერთი-ორმა თუ გაიარა, ვის მხრებზეც გადაიარა მომქანცველმა სეზონმა. ხოსეპ გვარდიოლამ ძალზე გადახალისებული შემადგენლობა ათამაშა გალისიურ კლუბთან. მაგალითისთვის, ჯონათან დოს სანტოსმა მარჯვენა მცველად ითამაშა, დაცვის ცენტრში კი ფონტასი და ბარტრა ვიხილეთ. ტიაგო ალკანტარა პლეიმეიქერად მოგვევლინა, შეტევის ტრიო კი ასეთი იყო: ხეფრენი, კრკიჩი და აფელაი. მოკლედ, ძირითადში მხოლოდ 4 ფეხბურთელი ვიხილეთ "ნამდვილი" "ბარსადან". თანაც, ერიკ აბიდალი ახალი გამოჯანმრთელებულია და მას ახლა ჰაერივით სჭირდება სათამაშო პრაქტიკა. ასე რომ, სასტარტო შემადგენლობიდან მხოლოდ ვიქტორ ვალდესი, ხავიერ მასკერანო და სეიდუ კეიტა ვიხილეთ.

მართალია, ეს ის "ბარსა" არ იყო, მაგრამ ბურთის კონტროლი და პასები ისევ მასპინძელთა საკვანძო უპირატესობა იყო, მაგრამ საგოლე შანსები თითქმის არ იქმნებოდა - "დეპორტივოს" 5-კაციანი დაცვის ხაზი ძალზე ფრთხილობდა. გვარდიოლამ ლეო მესი სათადარიგოთა სკამზე დატოვა და ამით "პიჩიჩის" ტიტულისათვის ბრძოლაზე "კაპიტულაცია" გამოაცხადა.

* ვერაფრით გამოიცნობთ, ვინ ითამაშა ამ სეზონში ყველაზე მეტი თამაში "ბარსელონას" მაისურით - სეიდუ კეიტამ! მალელმა ნახევარმცველმა სეზონის 55 ოფიციალურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. თანაც, კლუბის ბოლო 28 მატჩში ის აუცილებლად გადიოდა მოედანზე. სულ "ბარსამ" 60 ოფიციალური მატჩი ითამაშა. გამოდის, რომ აფრიკელმა მხოლოდ 5 გააცდინა.

* ბოიან კრკიჩმა ერთთვიანი იძულებითი შესვენების შემდეგ ითამაშა, მაქსველიც დაუბრუნდა გუნდს ტრავმის მოშუშების შემდეგ.

* 19 წლის საყრდენ ნახევარმცველ ორიოლ რომეუს ლა ლიგაში დებიუტი ჰქონდა. აქამდე მას მხოლოდ ესპანეთის სუპერთასზე აქვს "ბარსას" ძირითად გუნდში ნათამაშები. სეზონში პირველად ითამაშეს ჩემპიონატში ჯონათან დოს სანტოსმა და ბარტრამ.

* "დეპორტივოსთან" თამაშში ყველაზე მეტჯერ ბურთი მეტოქეს ტიაგო ალკანტარამ და ბარტრამ აართვეს - 9-9-ჯერ.

* ამ სეზონში "კამპ ნოუზე" 19 მატჩიდან გუნდმა 10-ში გოლი არ გაუშვა, სულ კი "ბარსას" კარში ამ სტადიონზე 10 გოლი გაიტანეს.

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
[VIDEO] არის თუ არა ესთერ ექსპოზიტო მისი შეყვარებული - მბაპეს საინტერესო რეაქცია ამ კითხვის დასმისას
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე