პეკინის ოლიმპიადის ჩემპიონი, მარათონის მორბენალი სამუელ ვანჟირუ კენიის ქალაქ ნიაჰურურუში, საკუთარი სახლის ფანჯრიდან გადახტა და დაიღუპა
პეკინის ოლიმპიადის ჩემპიონი, მარათონის მორბენალი სამუელ ვანჟირუ კენიის ქალაქ ნიაჰურურუში, საკუთარი სახლის ფანჯრიდან გადახტა და დაიღუპა. სავარაუდოდ, 24 წლის სტაიერმა თავი მოიკლა, თუმცა პოლიცია მომხდარის სხვა ვერსიებსაც განიხილავს.

ნიაჰურურუს პოლიციის წარმომადგენლის თქმით, 15 მაისს შინდაბრუნებულმა სპორტსმენის მეუღლემ ქმარს სხვა ქალთან შეუსწრო. ამის შემდეგ მან საძინებლის კარი ჩაკეტა, რომელშიც წყვილი იმყოფებოდა და სახლიდან გაიქცა. სწორედ ამის შემდეგ გადავარდა ფანჯრიდან ვანჟირუ.

კენიელმა მორბენალმა 2008 წელს პეკინში ოლიმპიური რეკორდი დაამყარა, როცა მარათონული დისტანცია ორ საათში, 6 წუთსა და 32 წამში გაირბინა. გარდა ამისა, ვანჟირუ იყო ჩიკაგოსა (2009, 2010) და ლონდონის (2009) მარათონის გამარჯვებული.

2010 წლის დეკემბერში ვანჟირუ საკუთარ სახლში დააკავეს ცოლზე თავდასხმასა და იარაღის (კალაშნიკოვის ავტომატი) შენახვისთვის. სპორტსმენი ჯერ თავდებში გაუშვეს, შემდეგ კი ცოლმა უარი თქვა ბრალდებაზე. ამასთან, იარაღის უკანონო შენახვის ბრალდება აქამდე არ ჰქონდა მოხსნილი.

"სასქესო ორგანო გაჩვენოთ?" - ოლიმპიური ჩემპიონის სქესში ეჭვი შეიტანეს [PHOTO]
ვიქტორ სანეევის სახელობის ღია პირველობა
"თავმდაბლობას არ დავიწყებ, ვიცი, რომ წელსაც მეკუთვნოდა..." - ინტერვიუ ლაშა ტალახაძესთან
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა