ბელა ხოტენაშვილმა მეცხრე ტურში ორგზის ევროპის ჩემპიონ კატერინა ლახნოსთან პარტია, ფატქობრივად, უბრძოლველად დათმო

ევროპელ მოჭადრაკე ქალთა წინა ჩემპიონატებში ლიტველმა დიდოსტატმა ვიქტორია ჩმილიტემ სამჯერ (2003, 2008, 2010 წ.წ.) მეორე ადგილი დაიკავა. შარშან იგი შვედ პია კრამლინგს ჩამორჩა. გუშინ "შერატონ მეტეხი პალასში" სწორედ ევროპის მოქმედი ჩემპიონი და ვიცე-ჩემპიონი დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.

განვლილ რვა ტურში ბალტიისპირელმა მეტოქეზე ნახევარი ქულით მეტი მოაგროვა, თანაც თეთრებით თამაშის უპირატესობაც მის მხარეს იყო. მან დებიუტიდანვე შესანიშნავად ითამაშა და ტურნირზე მეშვიდე გამარჯვებას მიაღწია, რითაც კვლავ ერთპიროვნულად დაწინაურდა.

მეცხრე ტურის წინ 6,5 ქულით ვიქტორიასთან პირველ-მეორე ადგილებს იყოფდა ბელა ხოტენაშვილი, რომელმაც მსოფლიოს და ევროპის ექსჩემპიონ ანტოანეტა სტეფანოვასა და ჩმილიტესთან პაექრობას დიდი ენერგია შეალია, ალბათ, ამიტომ მეცხრე ტურში ორგზის ევროპის ჩემპიონ კატერინა ლახნოსთან (უკრაინა) დაპირისპირებისას, ფაქტობრივად, უბრძოლველად დათმო პარტია 21-ე სვლაზე.

სამწუხაროდ, ვერც თეთრებით მოთამაშე ლელა ჯავახიშვილმა შეძლო პოზიციების განმტკიცება - სტეფანოვასთან დამარცხდა.

ლიდერთა დანარჩენი პარტიები ასე დამთავრდა: ელინა დანიელიანი (სომხეთი)-ტატიანა კოსინცევა (რუსეთი) 0,5:0,5, ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი)-ქეთევან არახამია-გრანტი (შოტლანდია) 0:1, ნადეჟდა კოსინცევა (რუსეთი)-ანასტასია სავინა (რუსეთი) 1:0, ევგენია ოვიდი (რუსეთი)-ანა მუზიჩუკი (სლოვენია) 0,5:0,5, ნინო ბაციაშვილი-ნინო ხურციძე 0,5:0,5, სვეტლანა მატვეევა (რუსეთი)-ნაზი პაიკიძე 1:0...

გაუწყებთ ჩვენებურთა რამდენიმე შეხვედრის შედეგსაც:

სოფიკო გურამიშვილი-ჰოანგ თან თრანგი (უნგრეთი) 0,5:0,5, ნათია ჯანჯღავა-ევა მოზერი (ავსტრია) 0,5:0,5, სალომე მელია-ირინა ბულმაგა (ლატვია) 0,5:0,5, მერი არაბიძე-ნანა ძაგნიძე 0,5:0,5, სოფიო გვეტაძე-ინა გაპონენკო (უკრაინა) 0:1, სოფიკო ხუხაშვილი-ინგა ხურცილავა 1:0, ქეთი წაწალაშვილი-მაკა ფურცელაძე 1:0.

ცხრა ტურის შემდეგ: ჩმილიტე-7,5, ლახნო, სტეფანოვა, არახამია-გრანტი-7-7, დანიელიანი, ხოტენაშვილი, ტატიანა და ნადეჟდა კოსინცევები, სვეტლანა მატვეევა-6,5-6,5 ქულა. ნახევარ-ნახევარი ქულით ნაკლები მოაგროვეს ჯავახიშვილმა, ხურციძემ და ბაციაშვილმა.

მე-10 ტურში ინტერესს იწვევს მეწინავეთა შემდეგი შეხვედრები: არახამია-ჩმილიტე, სტეფანოვა-ლახნო, ნ. კოსინცევა-დანიელიანი, ტ. კოსინცევა-ხოტენაშვილი, მ. მუზიჩუკი-მატვეევა, ა. მუზიჩუკი-ზავადსკა, კრამლინგი-ფოიშორი, ჯავახიშვილი-ოვიდი, ხურციძე-აბდულა, ბაციაშვილი-ბოდნარუკი.

- დღეს ძალიან მძიმე ტური გვქონდა, - გვითხრა შეჯიბრების მთავარმა მსაჯმა ნანა ალექსანდრიამ. - ხოტენაშვილი და ჯავახიშვილი თითქმის უბრძოლველად დანებდნენ მეტოქეებს და ლიდერთა კვარტეტიდან ამოვარდნენ. ერთადერთი ედინბურგში გათხოვილმა ქეთევან არახამიამ გაგვახარა. მართალია, მას ორმაგი მოქალაქეობა აქვს, მაგრამ ამ ჩემპიონატზე შოტლანდიის სახელით გამოდის.

საგულისხმოა, რომ 2001 წელს საქართველოს სახელით მოიპოვა კონტინენტის პირველობაზე ბრინჯაოს მედალი. რაც შეეხება შერატონში მიმდინარე ტურნირს, მის შედეგებზე გადაჭრით ჯერ რამის თქმა ძნელია, რადგან მეწინავეთა ჯგუფში სიმჭიდროვეა და დაწინაურებულთ, ასე ვთქვათ, ზურგს უკან მეტოქეთა სუნთქვა ესმით.

მეტს ველოდით ნანა ძაგნიძისგან, მაგრამ ყატარში მოჭადრაკე ქალთა ფიდეს გრან პრის ბოლო ეტაპზე განცდილი მარცხის შემდეგ მან ვერ შეძლო ფსიქოლოგიური წნეხიდან გამოსვლა. როგორი საქმეა - გათამაშების ლიდერმა ბოლო მომენტში დაკარგა მსოფლიოს ჩემპიონთან გვირგვინისთვის ბრძოლის უფლება.

იმედია, ნანა მალე თავს მოერევა და უწინდებურად ათამაშდება. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ქეთი წაწალაშვილის წარმატება - დღეს მან ფურცელაძის დამარცხებით 5,5 ქულას მოუყარა თავი და დიდოსტატის ნორმატივი შეასრულა.

ჩემპიონატის ბოლომდე ორი ტური დარჩა. ბრძენთა თამაშის ქომაგები საინტერესო ორთაბრძოლების მოწმენი იქნებიან, რომლებიც მედლების მფლობელთა ვინაობასაც დაასახელებენ.

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა