"სოვეტსკი სპორტმა" წერილი გამოაქვეყნა მოსკოვის "ლოკომოტივის" პრობლემებზე და ამ გუნდიდან წასული, 18 წლის ნახევარმცველის, ხვიჩა კვარაცხელიას თემასაც შეეხო.

"ქართველ ვუნდერკინდთან, ხვიჩა კვარაცხელიასთან მოულოდნელი განშორება შესაძლოა, მის ამჟამინდელ მდგომარეობაში "ლოკომოტივის" დასასრულის დასაწყისი გახდეს.

ხვიჩამ სიომინი აღაფრთოვანა

რუსეთის ვიცე-ჩემპიონთა რიგებში "ზენიტთან" სუპერთასის მატჩამდე ცოტა ხნით სიმშვიდე სუფევდა. 2018/2019 წლების წარმატებული სეზონის (ვერცხლის მედლები პლუს თასი) შემდეგ იური სიომინის გუნდი ისევ "ვაგონებად" დაიშლება... 18 წლის კვარაცხელიას წასვლა, რომლის კონტრაქტი უკვე თითქმის გაჩარხული იყო, აისბერგის ოდენ ხილული ნაწილია...

დასაწყისისთვის ორიოდ სიტყვა უშუალოდ ახალგაზრდა ქართველი ტალანტის სიტუაციაზე. გულშემატკივრებს უთუოდ დაამახსოვრდათ გასულ სეზონში მისი დებიუტი. ტექნიკურმა და მოძრავმა შემტევმა ნახევარმცველმა ჩემპიონატზე 7 მატჩში 1, ხოლო თასზე 3 გოლი გაიტანა. ფანებს ნიჭიერი ბიჭუნა უმალ მოეწონათ. რით არ იყო მანუელ ფერნანდეშის პოტენციური შემცვლელი?

თუმცა, ყველაზე მთავარი: კვარაცხელიამ წარუშლელი შთაბეჭდილების მოხდენა მოასწრო სიომინზე. მწვრთნელი-პატრიარქი იმედოვნებდა, რომ "რუსთავიდან" იჯარით აყვანილ ქართველთან საზაფხულო პაუზისას სრულფასოვანი კონტრაქტი გაფორმდებოდა და მასზე გარკვეულ იმედებს ამყარებდა, რამეთუ სავსებით ჩამოყალიბებული მოთამაშე პრემიერლიგაზე სტაბილურად საასპარეზოდ სრულად მზად იყო.

მიუხედავად ამისა, კლუბმა ლეგიონერთან მოლაპარაკება ვერ მოახერხა. ამასთან, ირკვევა, რომ "რუსთავში" კი არ ბრუნდება, არამედ სავარაუდოდ კარიერას "რუბინში" გააგრძელებს. ცნობისათვის, ყაზანელებმა რამდენიმე დღით ადრე ხელშეკრულება კიდევ ერთ 18 წლის ქართველ ნახევარმცველს, ზურიკო დავითაშვილს გაუფორმეს. ასე რომ, აგენტ მამუკა ჯუღელს, რომელიც თანამემამულეთა საქმეებს ჩარხავს, თათრეთის დედაქალაქში საკუთარი ინტერესები გააჩნია.

რატომაა სიომინი კიკნაძეზე განაწყენებული

დავუბრუნდეთ "ლოკოს". კვარაცხელიას დაკარგვით სიომინი მართლაც იმედგაცრუებული გახლდათ და ის რუსეთის მოქალაქე რომ ყოფილიყო, ვითარების მოკლედ ასე ახსნა იქნებოდა შესაძლებელი: დედაქალაქურმა კლუბმა ხელიდან გაუშვა ახალგაზრდა ნიჭიერი მოთამაშე. თუმცა, ახლა მენეჯერებს თავის მართლების კარგი მიზეზი გამოუჩნდათ: ერთი წლის შემდეგ რუსეთში ლეგიონერებზე ახალი ლიმიტი ამოქმედდება და შესაძლოა, კვარაცხელია 8 ლეგიონერის კვოტაში ვერ მოხვედრილიყო, რომლებიც მუდმივად უნდა თამაშობდნენ.

კვარაცხელიას ამბავი ამ სატრანსფერო ფანჯარაში პირველი სკანდალური შემთხვევა როდია. ორი კვირის წინ სიომინი ღიად გამოხატავდა უკმაყოფილებას 22 წლის ბრაზილიელი მცველის მურილიოს შეძენის გამო, ამბობდა რა, რომ არ იცოდა, ის ვინ არის. ჯერ კიდევ მარტში ახალი გენერალური დირექტორი კიკნაძე სიომინისდმი კომპლიმენტებს არ იშურებდა, ყოველმხრივ დახმარებს პირდებოდა. ნუთუ მათ შორის ურთიერთობა გაფუჭდა?

ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, სამწუხროდ, ეს მართლაც ასეა. უკვე ორი თვეა "ლოკომოტივში" კონფლიქტი წყნრად ღვივდება, მაგრამ არა მათ შორის - აქ საკვანძო ფიგურები კლუბის სატრანსფერო საბჭოს წევრები არიან. სწორედ ისინი ლობირებდნენ მურილოს შეძენას და მათი უმოქმედობით ჩაიშალა კვარაცხელიას ტრანსფერი.

კიკნაძე, როგორც ვხედავთ, პირდაპირ ამაში დამნაშავე არ არის, რადგან ეულად მყოფს არ შეუძლია სატრანსფერო პოლიტიკაზე გავლენა მოახდინოს, მაგრამ სიომინს ყველა საფუძველი აქვს მასზე ნაწყენი იყოს, ვინაიდან გენერალურმა დირექტორმა აქტიურად არ დაიცვა გუნდის ფორმირებისას საკუთარი პოზიცია".

კახა ქ.
ეს ჯუღელი ხომ ვერ გაცდა ამ საშუალო რუსულ გუნდებს.კი აკეთებს თავისთვის ფულს და....
კახა ქ.
ეს ჯუღელი ხომ ვერ გაცდა ამ საშუალო რუსულ გუნდებს.კი აკეთებს თავისთვის ფულს და....
lasha
რუსების სტატიაა ნათარგმნი, ვერ ხვდებით?
gia jashi
რამხელა ზიზღით წერთ ახალგაზრდა ფეხბურთელზე უბრალოდ სირცხვილია.
Artanuji
ასე უქნიათ მთლად დაშლილა ეს ლოკომოტივი და საერთოდ ფეხბურთი რუსეთში. ეს ჩვენი ვუნდერქინდები არ ეშვებიან რუსი ოკუპანტის მომსახურებას და მათ გართობას.საქართველოში ასე არ იკლავენ თავს...
vaaa
ვუნდერკინდი? საიდან მოგაქვთ ამ ჟურნალისტებს ესეთი სისულელეები, ხან ვუნდერკინდს ხან ამომავალ ვარსკვლავებს უძახით ამ ჭირიან ფეხბურთელებს და საშვალოზე დაბალი ლიგის გუნდებსაც ვერ წვდებიან ევროპაში, ეტყობა რეკლამისთვის მაგრად იხდიან..
მურმანი
კვარაცხელიაზე ამდენს რომ წერთ. რატომ გენანებათ ორი სიტყვის თქმა გელა ნუგზარაშვილზე? ეს კაცი უნიჭიერესია და ნაკრებსაც გამოადგება.
ქ. გ.
მოაშორეთ აგენტი მამუკა ჯუღელი. რა უნდათ ქართველ ფეხბურთელებს რუსეთში? ევროპაში თუ ვერ მიდიხართ, საქართველოში ითამაშეთ.
Bidzia
მოშორდით ბიჭო მაქედან... ეხლა გახდა ვუნდერკინდი??? მანამდე სულ “არასტანდარტული ქართველი” უძახეს, ესეიგი ეს რას ნიშნავს თუ ხვდებით მაგათი მენტალიტეტის ჭ ... რა
წყალბურთი| სერბეთმა უნგრეთის ნაკრები დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები საფრანგეთთან დამარცხდა და მეათე ადგილი დაიკავა
[VIDEO] ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრებმა თურქეთი დაამარცხა და მეცხრე ადგილისთვის საფრანგეთს შეხვდება
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
გაგნიძემ მოსკოვის "ლოკომოტივს" ურთულესი პოზიციიდან გაუტანა [VIDEO]
რუსი მეკარე კიტეიშვილის "შტურმში" გადავიდა
[VIDEO] "კვარაააააა" - ხვიჩას ბრწყინვალე თამაშით აღფრთოვანებული დემბელე, "ჩელსისთან" მატჩის მერე ემოციების ვერ მალავდა
ჩაკვეტაძის თანაგუნდელი შეიძლება რუსულ კლუბში გადავიდეს
სიომინი: ხვიჩა უმაღლესი დონეა - ლუის ენრიკე 30 მაისზე ფიქრობს
კარში კურტუა, შეტევაში კვარაცხელია ალვარესთან და ოლისესთან ერთად - უეფას სიმბოლური
სად ითამაშებს ხვიჩა - ცვლილებები წინა მატჩის ენდშპილის გათვალისწინებით
მოსკოვის "ლოკომოტივმა" მარადიშვილი იჯარით გაუშვა
"პარიზს უყვარხარ, "კვარადონა" - ევროპის უდიადეს სცენებს ანათებ" - პსჟ ხვიჩას აქებს
სომხეთის ნაკრების ფეხბურთელი შეიძლება "ჟირონაში" გადავიდეს
კიდევ ერთი რუსი პსჟ-ში უკრაინელი ზაბარნის "გასახარებლად"?
Le Parisien: შთამბეჭდავი კვარაცხელიათი დუეს გარეშე - მათი გუნდში ყოლა ნებისმიერი მწვრთნელისთვის ფუფუნებაა