საქართველო უეფას ფეარ პლეის რეიტინგში 22-ე ადგილზეა, საუკეთესო სამეულში კი ნორვეგია, ინგლისი და შვედეთი მოხვდნენ
საქართველო უეფას ფეარ პლეის რეიტინგში 22-ე ადგილზეა. შეგახსენებთ, ეს რეიტინგი იმითაა მნიშვნელოვანი, რომ სამი ყველაზე "პატიოსნად" მოთამაშე კლუბი უეფასგან ევროპის ლიგის საგზურს იღებს.

რეიტინგში ქვეყნისა და კლუბის ადგილი საერთაშორისო მატჩებში მიღებული ყვითელ-წითელი ბარათების სიმცირით განისაზღვრება. თავიდანვე ნაკლებად გვქონდა იმის იმედი, რომ საქართველო მოწინავეთა შორის იქნებოდა და უარეს შედეგსაც ველოდით, რადგან, ტრადიციულად, ამ რეიტინგშიც არ გვეკავა საპატიო ადგილი.

ევროპის ლიგაზე "ნამატი" კი ნორვეგიას, ინგლისსა და შვედეთს ეყოლებათ. სკანდინავები, როგორც წესი. ფეარ პლეიში ყოველთვის გამორჩეულები არიან. შვედური "გეფლე", რომელიც შარშან ევროპის ლიგაზე თბილისის "დინამომ" დაამარცხა, ევროასპარეზზე სწორედ სამართლიანი თამაშის წყალობით გავიდა.

ჯერ უცნობია, კონკრეტულად რომელი კლუბები გავლენ ამ სამი ქვეყნიდან ევროპის ლიგაზე, რადგან დასადგენია შიდა რეიტინგები. ცნობილია, რომ ინგლისში ფეარ პლეის რეიტინგი "ტოტენჰემმა" მოიგო, მაგრამ რაკი ამ კლუბს ევროპის ლიგის საგზურის სპორტული პრინციპით მოპოვების სოლიდური შანსი აქვს, მას ან "ფულჰემი" შეცვლის, ან "ბლექპული".

ფეარ პლეის რეიტინგის საუკეთესო ათეული ასეთია: 1. ნორვეგია, 2. ინგლისი, 3. შვედეთი, 4. დანია, 5. ისლანდია, 6. გერმანია, 7. ირლანდია, 8. ფინეთი, 9. ჰოლანდია, 10. საფრანგეთი.

ევროპა ლიგა: 1/4-ფინალში ორი ინგლისური და ორი ესპანური გუნდი გავიდა
ევროტურნირებზე ინგლისური გუნდებიდან მხოლოდ "ასტონ ვილამ" გაიმარჯვა
ევროპა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები ცნობილია
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა