უიმბლდონის მე-5 დღემ ისევ მცირე მოულოდნელობებით, თუმცა დიდი სენსაციების გარეშე ჩაიარა. დამარცხდა რამდენიმე ფავორიტი, თუმცა მსგავსი რამ მუდმივად ხდება.

მე-5 დღე მილოშ რაონიჩის(17) გამარჯვებით დაიწყო. კანადელმა უიმბლდონის მესამე წრეში ამერიკელი გიგანტი რილი ოპელკა(63) 3 სეტში დაამარცხა- 7:6, 6:2, 6:1. აღსანიშნავია, რომ ოპელკას, რომლის მთავარი იარაღიც ძლიერი ჩაწოდება გახლავთ, პირველი სეტის შემდეგ ეისი არ ჰქონია. რაონიჩი შემდეგ წრეში გუიდო პელას(26) შეხვდება.

არგენტინელმა დღის ერთ-ერთი მოულოდნელობა შემოგვთავაზა. პელამ მსოფლიოს მე-8 ჩოგან კევინ ანდერსონს სამ სეტში მოუგო- 6:4, 6:3, 7:6. სხვათა შორის, ანდერსონი წლევანდელ უიმბლდონზე მე-4 ნომრად იყო განთესილი.

რეიტინგში პოზიციებს თუ გავითვალისწინებთ, კიდევ ერთი მოულოდნელობა გახლდათ მსოფლიოს მე-9 ჩოგანი კარენ ხაჩანოვის მარცხი. რუსი ჩოგბურთელი ბაუტისტა აგუტთან(22) 3 სეტში დამარცხდა- 6:3, 7:6, 6:1. თუმცა, თუ ამ ორი ჩოგბურთელის ურთიერთდაპირისპირებას (4:2 ესპანელის სასარგებლოდ) შევხედავთ, მოულოდნელი არაფერი ყოფილა. თან, ნიკოლოზ ბასილაშვილის არ იყოს, ხაჩანოვის საყვარელი საფარი ჰარდია და სხვა საფარზე უჭირს ისეთი კარგი დამცველის წინააღმდეგ თამაში, როგორც ბაუტისტა აგუტია. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს მე-9 ჩოგანს შეხვედრაში 1 ბრეიკ პოინტიც კი არ ჰქონია. მე-4 წრეში ესპანელის მეტოქე კი, ფრანგი ბენუა პაირი(28) იქნება, რომელმაც პირველ წრეში ალეკსანდრ ზვერევის დამმარცხებელ ჩეხ ირი ვესელის(124) 4 სეტში მოუგო- 5:7, 7:6, 6:3, 7:6.

გუშინ კიდევ ერთმა რუსმა ჩოგბურთელმა წააგო. დანილ მედვედევი(13) ბელგიელ დავიდ გოფინთან(23) 5 სეტიან ბრძოლაში დამარცხდა- 6:4, 2:6, 6:3, 3:6, 5:7. აღსანიშნავია, რომ ბელგიელმა გამარჯვება ისე მოახერხა, რომ პირველ ცდაზე ჩაწოდების მაჩვენებელი 50 % ჰქონდა. ისიც გამოსაყოფია, რომ ჩოგბურთელებმა ცალ-ცალკე თითქმის 5 კილომეტრი ირბინეს, რაც ამ უიმბლდონზე ყველაზე მეტი იყო. გოფინი მეოთხე წრეში მსოფლიოს 37-ე ჩოგან 35 წლის ესპანელ ფერნანდო ვერდასკოს შეხვდება, რომელმაც იტალიელი ტომას ფაბიანოს(89) 3 სეტში მოუგო- 6:4, 7:6, 6:4.

საკმაოდ გაუჭირდა ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტს, მსოფლიოს პირველ ჩოგან ნოვაკ ჯოკოვიჩს. სერბის მეტოქე პოლონელი უბერტ ჰურკაჩი(48) იყო. ნოლე განსაკუთრებით ცუდი იყო მეორე მოწოდებაზე და ბურთების მხოლოდ 51 % მოიგო. ასევე, აღსანიშნავია, რომ სერბმა შეხვედრაში 39 უნებლიე შეცდომა დაუშვა, რაც მისთვის კატასტროფულად დიდი რიცხვია. საერთო ჯამში, ჯოკოვიჩმა მეტოქე 4 სეტში დაამარცხა- 7:5, 6:7, 6:4, 6:1. ნოვაკის მეტოქე მე-4 წრეში ფრანგი უგო უმბერტი(66) იქნება, რომელმაც მსოფლიოს მე-19 ჩოგანი, თინეიჯერი ფელიქს ოჟე ალიასიმი დაამარცხა. კანადელის დასამარცხებლად უმბერტს მხოლოდ 3 სეტი დასჭირდა- 6:4, 7:5, 6:3.

ქალები

შეჩერებას არ აპირებს 15 წლის ამერიკელი ჩოგბურთელი კორი გაუფი(313). გოგონას მორიგი "მსხვერპლი" მსოფლიოს მე-60 ჩოგანი პოლონა ჰერკოგი(60) იყო. ამერიკელმა მეტოქეს 3 სეტში მოუგო- 3:6, 7:6, 7:5. აღსანიშნავია, რომ კორიმ 2 მატჩ ბოლი გადაარჩინა, 1 მეტოქისა და 1-ც საკუთარ მოწოდებაზე. გაუფს მე-8 ფინალში უსერიოზულესი მეტოქე ჰყავს სიმონა ჰალეპის(7) სახით, რომელმაც მსოფლიოს ყოფილ პირველ ჩოგან ბელარუს ვიქტორია აზარენკას(40) 2 სეტში მოუგო- 6:3, 6:1.

გაიმარჯვა მსოფლიოს მე-8 ჩოგანმა, უკრაინელმა ელინა სვიტოლინამ. ელინამ ბერძენ მარია საკარის(32) 3 სეტში სძლია- 6:3, 6:7, 6:2. მომდევნო წრეში მისი მოწინააღმდეგე მსოფლიოს 24-ე ჩოგანი ხორვატი პეტრა მარტიჩი იქნება, როემლამც ამერიკელ დანიელე როუზ კოლინსს(34) 3 სეტში მოუგო- 6:4, 3:6, 6:4.

დამარცხდა მსოფლიოს მე-19 ჩოგანი დანიელი კაროლინ ვოზნიაცკი. მის წინააღმდეგ გამარჯვება კორეელმა შუაი ჟანგმა(50) მოახერხა- 6:4, 6:2. კორეელის მეტოქე შემდეგ წრეში დაიანა იასტრემსკა(35) იქნება, რომელმაც შვეიცარიელი ვიკტორია გოლუბიჩს(81) 2 სეტში მოუგო- 7:5, 6:3.

თავისი შეხვედრა მოიგო მსოფლიოს მე-3 ჩოგანმა კაროლინა პლისკოვამ. მისი მოწინააღმდეგე ტაივანელი ჰსეი სუ ვეი(29) იყო. პლისკოვას მეტოქის დასამარცხებლად 3 სეტის თამაში მოუწია და საბოლოდ ტაივანელი მაინც დაამარცხა- 6:3, 2:6, 6:2. პლისკოვა მეოთხე წრეში კიდევ ერთ ჩეხ კაროლინას შეხვდება, რომლის გვარიც მუჩაროვა(68) გახლავთ. კაროლინა მუჩაროვამ მსოფლიოს მე-20 ჩოგანი ესტონელი ანეტ კონტავეიტი 2 სეტში დაამარცხა- 7:6, 6:3.

ტოტი: სინერი რომ ასეთი მაგარი ჩოგბურთელია, ჩემი დამსახურებაა
გამარჯვება 2 სეტში - ბასილაშვილმა ბაშტადში მოგებით დაიწყო
[VIDEO] უბრალოდ როჯერ ფედერერი - შვეიცარიელის განსაკუთრებული ჟესტი უიმბლდონზე
ნაკრების კანდიდატთა გუნდი ჩინეთში, სოლიდარობის თასზე საასპარეზოდ მიემგზავრება
18 წ. | მესამედ სამხრეთ აფრიკის საერთაშორისო სერიაზე
7-კაცა | მეორე ეტაპზე სპლიტში
საქართველოს თასის 1/16-ფინალური მატჩები 25, 26 და 27 ივლისს გაიმართება
მჯდომარე ცხოვრების წესი და პროქტოლოგიური პრობლემები
ტოტი: სინერი რომ ასეთი მაგარი ჩოგბურთელია, ჩემი დამსახურებაა
რუდი გარსიამ ბელგიის ნაკრები დატოვა
ბათუმში ქვიშის ფეხბურთის ევროპის ლიგის გათამაშება დასრულდა
თბილისის "დინამომ" ფრანგ ნახევარმცველს გაუფორმა კონტრაქტი
ლეგენდარული კევინ კიგანი გარდაიცვალა
საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროსთან მატჩი მოიგო
წიტაიშვილის დამატების სურვილი ფრანგულ, გერმანულ და ნიდერლანდურ კლუბებს აქვთ
დარვინ ნუნიესი შესაძლოა, ევროპაში დაბრუნდეს
"დე ლა ფუენტეს ისეთ ადგილას დავიხატავ, რომ..." - კუკურელია პირობას ასრულებს
თორნიკე შენგელიას დამატებით ევროლიგის ჩემპიონი ინტერესდება
მესი "ვერცხლის ბურთის" ამარა - საუკეთესოები ესპანელები გახდნენ
[VIDEO] გარსიას ყელში სწვდა, გავი მოედანზე დააგდო - რა აჩხუბებდა პარედესს?
[VIDEO] ესპანეთმა არგენტინას სძლია და დამსახურებულად გახდა მსოფლიო ჩემპიონი
კირილე თვაური ბრინჯაოს მატჩს იმსაჯებს, რომელიც ოქროდ ფასობს
"რეალმა" შესაძლოა, კიდევ ერთი უკრაინელი მეკარე დაიმატოს
[VIDEO] მისთვის ასაკი მხოლოდ ციფრებია - 38 წლის ნოვაკ ჯოკოვიჩმა იანიკ სინერი ხუთ სეტში დაამარცხა!
ყველაზე დიდი სენსაცია - უიმბლდონს მსოფლიოს პირველი ჩოგანი გამოეთიშა [VIDEO]
[VIDEO] კარლოს ალკარასმა ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში დაამარცხა!
ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის 1/2 ფინალიდან ტრავმის გამო მოეხსნა
US Open გახურდა - ნადალი და ჯოკოვიჩი მშვიდად მიიწევენ წინ, რუბლიოვი აღარ ხუმრობს
"ნეტავ მეც ასე შემეძლოს" - ჯოკოვიჩმა უიმბლდონის ნახევარფინალში გასვლის შემდეგ მესიზე იხუმრა
უიმბლდონის პირველ წრეში ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია
[VIDEO] უბრალოდ როჯერ ფედერერი - შვეიცარიელის განსაკუთრებული ჟესტი უიმბლდონზე
ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის კვალიფიკაციის ფინალში გავიდა
"მოუსმინეთ ახალგაზრდებს, მათი სურვილი უკეთესი მომავალია!" - ჯოკოვიჩმა სერბეთში მთავრობის წინააღმდეგ ქუჩაში გამოსულ სტუდენტებს მხარდაჭერა გამოუცხადა
კარიერაში 21-ე გრანდ სლემი - ნოვაკ ჯოკოვიჩი "უიმბლდონის" გამარჯვებულია
რაფა ნადალისთვის "უიმბლდონი" დასრულდა - პირველი ფინალისტის ვინაობა ცნობილია
უდიდესი სენსაცია უიმბლდონზე: ვენუს უილიამსი 15 წლის მეტოქესთან დამარცხდა [VIDEO]
უიმბლდონი. VII დღე: ლეგენდამ ახალგაზრდა იტალიელს უფასო გაკვეთილი ჩაუტარა [VIDEO]
ბასილაშვილი ჩილიჩთან დამარცხდა და ჯოკოვიჩთან კიდევ ერთხელ დაპირისპირების შანსი დაკარგა
სინერმა უიმბლდონზე ალკარასის დომინაცია დაასრულა - იანიკმა მეოთხე დიდი სლემის ტიტული მოიგო