იცით ვინ არის ანტონიო მაიკლ პედროსა უაიტჰემი? ეს გახლავთ ინგლისში, კერძოდ ჩესტერში დაბადებული მექსიკელი თავდამსხმელი
იცით ვინ არის ანტონიო მაიკლ პედროსა უაიტჰემი? ეს გახლავთ ინგლისში, კერძოდ ჩესტერში დაბადებული მექსიკელი თავდამსხმელი, რომელიც ამ ქვეყნის პრემიერლიგის გუნდ „ხაგუარეს დე ჩიპასში“ თამაშობს. 20 წლის ფორვარდს მამა მექსიკელი ჰყავს, ხოლო დედა ინგლისელი.

ახალგაზრდა ვარსკვლავის თამაში დედის სამშობლოში შეუმჩნეველი არ დარჩათ და მას, უკვე რამდენიმე თვეა, ფეხბურთის ასოციაციის სკაუტები აკვირდებიან. ამ ზაფხულს, კოლუმბიაში 20 წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატი ტარდება. ინგლისელებს იმედი აქვთ, რომ ანტონიო პედროსას დაითანხმებენ და თავიანთ ნაკრებში ათამაშებენ.

საინტერესოა, რომ პერდორსას მექსიკელი ჟურნალისტები „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფორვარდ ხავიერ ერნანდესს, იმავე ჩიჩარიტოს ამსგავსებენ. ამბობენ, რომ მსგავსება მრავალმხრივია - ისინი დაახლოებით ერთი სიმაღლისანი არიან, სწრაფად მოძრაობენ, მაღლა ხტებიან... ანტონიო პედროსა ადასტურებს, რომ თუ მექსიკის ნაკრებში არ გამოიძახებენ, სიამოვნებით ემსახურება დედის სამშობლოს. კერძოდ, ფეხბურთელმა თქვა:

„მამაჩემი მექსიკელია, დედა-ინგლისელი. მექსიკაში საცხოვრებლად პატარაობაში წამომიყვანეს და აქ გავიზარდე, ასე რომ თავს მექსიკელად მივიჩნევ.

რაც შეეხება ინგლისის 20 წლამდელთა ნაკრებში გამოსვლას, ამ შესაძლებლობით აღფრთოვანებული გახლავართ. ძალიან მიყვარს მექსიკა, მაგრამ ამ ქვეყნის ნაკრებში თამაშის შანსი არ მაქვს და ამიტომ ინგლისის ეროვნულ გუნდში გამოვალ“.

პედროსა სხვადასხვა დროს გასინჯეს „არსენალმა“ და „ჩელსიმ“, მაგრამ ახლა მის მთხოვნელთა რაოდენობა გაიზარდა. მისი შეძენა სურთ „ფულჰემსა“ და „რომასაც“.

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა