ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ტრაგედია მარასიზე, სამპა ცრემლებმა დაახრჩო

ტრაგედია მარასიზე, სამპა ცრემლებმა დაახრჩო

სერია A. XXXVII ტურის შეჯამება: ბოლო დროს, ხშირად ხდება ისე, რომ ტურის სიმბოლურ ნაკრებში მხოლოდ ორი ფორვარდი ხვდება და ასეა ამ შემთხვევაშიც
ტურის სიმბოლური ნაკრები

ბუფონი (იუვენტუსი) - ისლა (უდინეზე), სილვესტრი (კატანია), ლუკარელი (პარმა), ნაგატომო (ინტერი) - მაჯო (ნაპოლი), ლედესმა (ლაციო), ერნანესი (ლაციო), ჯოვინკო (პარმა) - ჯედა (ლეჩე), რობინიო (მილანი).

ბოლო დროს, ხშირად ხდება ისე, რომ ტურის სიმბოლურ ნაკრებში მხოლოდ ორი ფორვარდი ხვდება და ასეა ამ შემთხვევაშიც. რობინიომ და ჯედამ ორ-ორი გოლი გაუტანეს მეტოქეებს და მთლიანობასი ძალიან ნაყოფიერად გაისარჯნენ. “მილანის” ბრაზილიელმა თავდამსხმელმა პატარა შოუ დადგა “სან სიროზე”, ჯედამ კი სულაც მოაგებინა “ლეჩეს’ და ელიტაში შეუნარჩუნა ადგილი. კარში ჯანლუიჯი ბუფონს ვხედავთ და ეს მიუხედავად იმისა, რომ მისმა გუნდმა მორიგი მარცხი განიცადა - როგორც ჩანს, ამაში ჯიჯის ყველზე ნაკლებად მიუზღვოდა ბრალი. ბუფონისთვის ეს მხოლოდ მეორე შემთხვევაა სიმბოლურში მოხვედრის, თუმცა ამას აქვს თავისი ახსნა, ნახევარი სეზონი ტრავმების გამო გამოტოვა.

ნახევარდავაში ორ ჩამშმელს, ორს კი შემტევი ტიპის ფეხბურთელს ვხედავთ - სებასტიან ჯოვინკომ ბრწყინვალე გოლი გაუტანა ხსენებულ ბუფონს და "პარმას’ “იუვენტუსთან’ მოაგებინა, ერნანესმა კი “ჯენოას” შეუსრულა დუბლი და “ლაციოს” დამაჯერებელ გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო. რომაელთაგან კრისტიან ლედესმაც გამოირჩა და მოხვდა კიდეც სიმბოლურში - მეოხე შუახაზელი კი კიდევ ერთი კრისტიანი, ამჯერად ნეაპოლელი მაჯო გახლავთ. დაცვაში ისლა გამოირჩა “უდინეზედან’, რომელმაც “კიევოს” გაუტანა უმნიშვნელოვანესი გოლი და მეხუთეჯერ მოხვდა რჩეულ ფეხბურთელებს შორის, მასთან ერთად კი ეს პატივი შემდეგმა უკანახაზელებმა დაიმსახურეს: სილვესტრი "კატანიადან”, ლუკარელი “პარმადან” და ნაგატომო "ინტერიდან”.

ტურის გმირი

ტურის გმირად რამდენიმე ფეხბურთელის დასახელება შეგვეძლო - მაგალითად, ერნანესის, რომელმაც დუბლი შეუსრულა “ჯენოას” და როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მთლიანობაში ბრწყინვალედ გაისარჯა. ძალიან კარგად წარმოჩინდა რობინიოც, გარდა გოლებისა, უამრავი დასამახსოვრებელი მომენტი შექმნა და რამდენჯერმე ფინტების კასკადი შემოგვთავაზა. თუმცა, გმირის სტატუსი მაინც ჯედას უნდა მივანიჭოთ, რომელმაც ასევე დუბლი შეასრულა “ბარისთან’ პაექრობაში და მის გუნდს უმნიშვნელოვანესი ქულები მოუიტანა. ამ ქულების ფასზე დიდ ხანს საუბარი აზრს მოკლებულია - მხოლოდ იმას აღვნიშნავთ, რომ გასულ უქმეებზე “ლეჩემ” სერია ა-ში ადგილის შენარჩუნება მოახერხა. ნამატჩევს ჯედა ბედნიერი გახლდათ:

“ხშირად, მიჭირს გოლების გახსენება, რადგან მოედანზე ყველაფერი თითქოს ინსტიქტურად ხდება, თუმცა ეს ის შემთხვევაა, როდესაც ყველაფერი ძალიან კარგად მახსოვს. ანგარიში თავური დარტყმით გავხსენი, მეორე გოლისას კი რეკოშეტი დამეხმარა. ბედნიერი ვარ, რომ გუნდს მნიშვნელოვან მომენტში დავეხმარე და სერია ა-ში ადგილის შენარჩუნება მოვახერხეთ. წარმომიდგენია რა ხდება ქალაქში, ერთი სული მაქვს გულშემატკივრებთან ერთად როდის ვიზეიმებთ ამ წარმატებას.

ტურის მოვლენა

ტურის მოვლენა უდავოდ “სამპდორიას” სერია ბ-ში დაქვეითებაა - ტრადიიული, დიდი ისტორიის მქონე გუნდის, რომელმაც სეზონის მეორე ნახევარი კოშმარულად ჩაატარა და მთლიანობაში, სრულიად დამსახურებულად დაკარგა ადგილი ელიტარულ გუნდებს შორის. რაც მოხდა, გენუელებმა საკუთარ თავს უნდა დააბრალონ - როდესაც ანტონიო კასანოს აგდებ გუნდიდან და თანაც სრულიად გაუგებარი მიზეზების გამო, ალალიც კია ასე დაისაჯო. თუნდაც ჯამპაოლო პაცინი ავიღოთ, რომელსაც კლუბის მესვეურები ზაფხულშიც შესანიშნავ ფასად გაასხვისებდნენ და სულაც არ იყო იმის აუცილბლობა, რომ შუა სეზონში გუნდს კიდევ ერთი ლიდერი გამოკლებოდა. შედეგად, “სამპას” თავდასხმა ძალიან შესუსტდა და ამ წახდენილ საქმეს ვეღაც მასიმო მაკარონემ უშველა და ვეღარც ჯონათან ბიაბიანმა.

ის, რაც გასულ უქმეებზე “სამპდორია”-“პალერმოს” თამაშის შემდეგ “სტადიო მარასიზე” ხდებოდა, სიტყვებით ძნელი გადმოსაცემია. ტიროდა აბსოლუტურად ყველა, განსაკუთრებით კი ეს ანჯელო პალომბოზე ითქმის, კაპიტანზე, რომელიც პირდებოდა გულშემატკივრებს, რომ გუნდს გავარდნისგან დაიხსნიდა. დასრულდა თუ არა შეხვედრა, პალომბო სტადონის ოთხივე სექტორთან ატირებული მივიდა და ისეთი ფორმით მოუხადა ტიფოზებს ბოდიში, რომ ქომაგებიც ანალოგიურად ააღელვა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო მთელი ჩეპიონატის ყველაზე შემზარავი სანახაობა.

ტურის იმედგაცრუება

ტურის იმედგაცრუებად “რომას” სიცილიაში მარცხი უნდა მივიჩნიოთ. XXXVI ტურში უმოტივაციო “კატანიამ’ “ბრეშა” გაგზავნა სერია ბ-ში, გასულ უქმეებზე კი “ჯალოროსი” გააკრა ბეჭებზე და რომაელებს ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვების შანსი საბოლოოდ დაუკარგა. არადა, თამაში დედაქალაქელთა უპირატესობით დაიწყო და ანგარიშიც სრულიად ლოგიკურად, სტუმრებმა გახსნეს. თუმცა, თამაშის ბოლო თხუთმეტ წუთში ორი გოლი გაუშვეს და დედაქალაქში ხელცარიელნი დაბრუნდნენ. ვინჩენცო მონტელამ მარცხი ძალიან მძიმედ განიცადა, მატჩის შემდეგ საპრესკონფერენციო დარბაზში არ გამოჩენილა და არც კომენტარი გაუკეთებია.

ტურის შურისძიება

“იუვენტუსი” ტყავიდან ძვრება, რომ როგორმე ევროსაგზური მოიპოვოს, მაგრამ არაფერი გამოსდის. ბოლო იმედი “ენიო ტარდინიზე” სტუმრობა იყო, მაგრამ პიემონტელთა მოლოდინი არ გამართლდა - “იუვემ” კიდევ ერთხელ წააგო და კიდევ ერთხელ დაგვანახვა, რომ გუნდში ბევრი რამეა შესაცვლელი.

საგულისხმოა, რომ “პარმაში” “იუვენტუსის” საკუთრებაში მყოფი სამი ფეხბურთელი ირჯება: სებასტიან ჯოვინკო, კარვალიო ამაური და ანტონიო კანდრევა - განსაკუთრებულად კარგად ტურინელებთან პაექრობაში ჯოვინკო წარმოჩინდა და როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჯიჯი ბუფონს ულამაზესი გოლი გაუტანა. მოედნის ცენტრთან ახლოს მიიღო ბურთი, დაიძრა, გზად ორი ფეხბურთელი ჩამოიტოვა და უძლიერესი დარტყმით გახსნა ანგარიში. ეს გოლი ერთადერთი გამოდგა შეხვედრაში, სებამ კი წარმატება ძალიან ემოციურად აღნიშნა - შესაძლოა, ამან ტურინელი გულშემატკივრების გაღიზიანება გამოიწვია, მაგრამ ვფიქრობთ, რომ უნდა შევიდნენ ფეხბურთელის მდგომარეობაში, რომელსაც არა და არ მიეცა “ბიანკონერიში” თავის გამოჩენის საშუალება.

ტურის ფიესტა

თუ როგორ აღნიშნეს “მილანის” ფეხბურთელებმა, მწვრთნელ-მესვეურებმა და გულშემატკივრებმა ჩემპიონობა, ტურის მიმოხილვაში აღვწერეთ და აღარ განვმეორდებით. მხოლოდ იმაზე გავამახვილებთ ყურადღებას, რომ არა და არც წყდება საუბრები კევინ პრინც ბოატენგის საცეკვაო ნომერის შესახებ, რომელიც განელმა “სან სიროს” გაზონზე 85 000 გულშემატკივრის თვალწინ დადგა. ამ ამბავს “ჯენოას” პრეზიდენტი, ენრიკო პრეციოზიც კი გამოეხმაურა და შემდეგი განაცხადა:

“როგორც იცით, ბოატენგი “ჯენოას” საკუთრებაშია და თუ მილანელებს მისი შენარჩუნება სურთ, გარკვეულ პირობებზე უნდა შევთანხმდეთ. უკვე მქონდა მოფიქრებული ის თანხა, რომელსაც სილვიო ბერლუსკონის დავუსახელებდი, მაგრამ სიმართლე გითხრათ, აზრი შევიცვალე და ფასი სავარაუდოდ გაიზრდება. რატომ? - ხომ ნახეთ როგორ ცეკვავს კევინი? - ეს მართლაც საოცრება იყო და დავრწმუნდი, რომ ჩვენ არა მარტო შესანიშნავი ფეხბურთელი, ბრწყინვალე მოცეკვავეც გვყოლია”.

თავად ბოატენგი ემოციებისგან სრულიად დაცლილია და შემდეგს აცხადებს: “საოცარი სეზონი იყო, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საუკეთესო ჩემს საფეხბურთო კარიერაში. დამსახურებულად მოვიგეთ სკუდეტო და მაგრადაც ვიზეიმეთ. რაც შეეხება საცეკვაო ნომერს, მაიკლ ჯექსონს ბავშვობიდან ვბაძავდი და სამეგობრო წრეში ხშირად ვასრულებდი მის ნომრებს - თუმცა, ვერასდროს წარმოვიდგენდი თუ ცეკვა სავსე სტადიონის ფონზე მომიწევდა”

ტურის ფრაზა

ჯორჯო კიელინი (იუვენტუსი): “არ ღირს საკუთარი თავის მოტყუება, ამ სეზონში ჩვენ გუნდი არ გვყოლია”

ციფრები და ფაქტები

- ევროპის უპტრესტიჟულეს საკლუბო ტურნირზე “ნაპოლი” მესამეჯერ გავიდა მთელი ისტორიის გამავლობაში;

- ვალტერ მაძარის მხოლოდ ერთხელ ჰყავს “ინტერი” დამარცხებული, ისიც იტალიის თასის გათამაშებაში 2009 წელს, როდესაც “სამპდორიას” წვრთნიდა. დანარჩენ შეხვედრებში 7 წააგო და 8 ფრედ დაასრულა;

- 2011 წელს “მილანს” არც ერთი საშინო თამაში არ წაუგია სერი ა-ში;

- “კალიარიმ” ზედიზედ ოთხი მატჩი წააგო, ასეთი უარყოფითი შედეგი გუნდს ბოლოს 2008-2009 წლებში ჰქონდა

- “ფიორენტინას” შემტევმა ალესიო ჩერჩიმ მიმდინარე სეზონში 6 გოლი გაიტანა, იქიდან 5 კი ბოლო 4 ტურში;

- “ბარიმ” საკუთარი ანტირეკორდი გაიმეორა: 24 მარცხი სეზონში;

- “უდინეზემ” საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა, მოიგო რა ჩემპიონატში 20 თამაში;

- ვინჩენცო მონტელას თავკაცობით “რომამ” პირველი გასვლითი მატჩი წააგო;

- “პარმამ” პირველად დაამარცხა “იუვენტუსი” საკუთარ მოედანზე 2002 წლის მაისის შემდეგ;

"ნაპოლი" მთავარი თავდამსხმელის გარეშე დარჩა

[VIDEO] კონტე წყობიდან გამოვიდა - "ნაპოლის" ამხანაგურ შეხვედრაში ასეთი რამ მოხდა...

კონტეს მადლობა ხვიჩას და შედარება "ახალ კვარად" წოდებულ ნოასთან

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია